Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასახელმწიფო შესყიდვების შესახებმუხლი 24

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

მუხლი 24. ამ კანონის ამოქმედებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებები

რედაქცია №102 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:122¹2²2³34566¹788¹8²91011121314

1.(ამოღებულია).

2.ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაამტკიცოს დებულება „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ;

2¹.(ამოღებულია);

2².(ამოღებულია);

2³.(ამოღებულია);

3.ამ კანონის მოქმედება 2008 წლის 1 იანვრამდე არ ვრცელდება ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის სექტორის საწარმოების მიერ იმ ქონების სარეაბილიტაციოდ ან შესაკეთებლად განსახორციელებელ შესყიდვებზე, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებულია ელექტროენერგიის წარმოებასთან, გადაცემასთან, დისპეტჩერიზაციასთან, განაწილებასთან, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებასთან, განაწილებასთან, აგრეთვე ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის აღრიცხვიანობის მოწესრიგებასთან.

4.ამ კანონის მოთხოვნები არ ვრცელდება ფიჭური სატელეფონო მომსახურების შესყიდვაზე 2013 წლის 1 იანვრამდე.

5.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ამ კანონის პირველი მუხლის 3 1 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტთან შესაბამისობის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და საქართველოს მთავრობამ ერთობლივად უზრუნველყონ შესაბამისი კანონპროექტის მომზადება და 2009 წლის 20 დეკემბრამდე მისი საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენა.

6.2010 წლის 1 მარტიდან 2010 წლის 1 დეკემბრამდე შემსყიდველმა ორგანიზაციებმა სახელმწიფო შესყიდვები განახორციელონ თავიანთი შეხედულებისამებრ, ელექტრონული შესყიდვების საშუალებით ან მათ გარეშე.

6¹.საქართველოს მთავრობამ 2011 წლის 1 თებერვლამდე უზრუნველყოს ამ კანონის 10 1 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დადგენილების მიღება.

7.სააგენტომ 2011 წლის 1 მაისამდე უზრუნველყოს შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირების მიზნით საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებული შესაბამისი კლასიფიკატორის დანერგვა.

8.2010 წლის 1 დეკემბრამდე დაწყებული სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებში გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენა და მასთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადება უნდა მოხდეს 2010 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი წესის შესაბამისად.

8¹.2010 წლის 31 დეკემბრამდე სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის საშუალებებით განხორციელებისას შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნებასთან და შესყიდვების წლიურ გეგმაში ასახვასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

8².სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგიის შემუშავებამდე სააგენტო უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამატებით მოაწესრიგოს სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფასთან დაკავშირებული საკითხები.

9.საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა 2016 წლის 1 იანვრამდე შესაბამისი ნორმატიული აქტით განსაზღვროს საერთაშორისო სატელეფონო მომსახურებისა და ინტერნეტმომსახურების სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის ღონისძიებების გაუმჯობესების მიზნით სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების საერთაშორისო სატელეფონო ზარების ტერმინაციისა და ინტერნეტის გლობალურ ქსელში მონაცემთა გაცვლის მარშრუტთან დაკავშირებით დამატებითი მოთხოვნები.

10.ამ კანონით განსაზღვრულმა უფლებამოსილმა ორგანომ უზრუნველყოს: ა) 2010 წლის 30 დეკემბრამდე – სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული საშუალებით განხორციელების დროებითი წესის დამტკიცება; ბ) 2011 წლის 1 მაისამდე – გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცება; გ) 2011 წლის 1 აპრილამდე – კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის პირობებისა და წესის დამტკიცება; დ) 2012 წლის 1 მაისამდე – კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების პირობებისა და წესის დამტკიცება; ე) 2012 წლის 1 დეკემბრამდე – სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგიის შემუშავება; ვ) 2012 წლის 1 იანვრამდე − ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის და ორეტაპიანი გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცება; ზ) 2012 წლის 1 მაისამდე − თეთრი სიის წარმოებასა და წინასწარი ანგარიშსწორების პირობებთან დაკავშირებული დებულებების შემუშავება; თ) 2015 წლის 1 ნოემბრამდე – ამ კანონის 10 1 მუხლის 3 3 პუნქტით გათვალისწინებული წესისა და პირობების კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრა.

11.(ამოღებულია - 15.06.2017, №1015) .

12.2014 წლის 15 აპრილამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულების დამტკიცება.

13.„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №497 დადგენილებით დამტკიცებული დებულება სახელმწიფო შესყიდვების ნაწილში ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულების დამტკიცებამდე.

14.2014 წლის 31 მარტიდან „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უფლებამოსილ ორგანოდ განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 თებერვლის №166 დადგენილება ძალადაკარგულად გამოცხადდეს. საქართველოს 2006 წლის 18 ივლისის კანონი №3481-სსმI, №30, 27.07.2006წ., მუხ.237 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4333- სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.3 საქართველოს 2008 წლის 26 სექტემბრის კანონი №294-სსმI, №22, 09.10.2008წ., მუხ.152 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №882-სსმI, №1, 15.01.2009წ., მუხ.3 საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1236-სსმI, №13, 02.07.2009წ., მუხ.67 საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2107-სსმI, №40, 07.12.2009წ., მუხ.290 საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3163-სსმI, №39, 19.07.2010წ., მუხ.233 საქართველოს 2010 წლის 26 ოქტომბრის კანონი №3767-სსმI.№62,05.11.2010წ.,მუხ.398 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4068-სსმI.№74,24.12.2010წ.,მუხ.458 საქართველოს 2011 წლის 25 თებერვლის კანონი №4272 - ვებგვერდი, 02.03.2011წ. საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4632 -ვებგვერდი, 25.05.2011წ. საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი №5126 - ვებგვერდი, 27.10.2011წ. საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №5364 - ვებგვერდი, 06.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 30 მარტის კანონი №5975 – ვებგვერდი, 19.04.2012წ. საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2163 - ვებგვერდი, 27.03.2014წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3967 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2015 წლის 24 ივლისის კანონი №4104 - ვებგვერდი, 04.08.2015წ. საქართველოს 2017 წლის 15 ივნისის კანონი №1015 - ვებგვერდი, 29.06.2017წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №70 · ძალაშია 23 აპრ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 19

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 29 ივნ. 2017

    24 მუხლის მე-11 პუნქტიდან ამოღებულია 2011 წლის 1 აპრილამდე ნორმატიული აქტის დამტკიცების ვალდებულება, ხოლო ამ ბლოკში არსებული 24¹ მუხლის ძველი ტექსტი ამოღებულია.

  2. 1 ნოე. 2015· გამოქვეყნდა 4 აგვ. 2015

    24-ე მუხლის გარდამავალ ჩამონათვალს დაემატა „თ“ ქვეპუნქტი, რომელიც 10¹ მუხლის 3³ პუნქტის წესისა და პირობების კანონქვემდებარე აქტით განსაზღვრას 2015 წლის 1 ნოემბრამდე ადგენს ვადად.

  3. 1 აგვ. 2015· გამოქვეყნდა 15 ივლ. 2015

    24-ე მუხლის მე-9 პუნქტში სატელეკომუნიკაციო კომპანიების დამატებითი მოთხოვნების განსაზღვრა შინაგან საქმეთა მინისტრის ნორმატიული აქტიდან გადავიდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსზე, 2016 წლის 1 იანვრამდე ვადით.

  4. 31 მარ. 2014· გამოქვეყნდა 27 მარ. 2014

    24-ე მუხლს დაემატა 12–14 პუნქტები, რომლებიც აწესებს სააგენტოს დებულების დამტკიცების ვადას (2014 წლის 15 აპრილი), წინა დებულების გარდამავალ მოქმედებას და №166 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებას 2014 წლის 31 მარტიდან.

  5. 1 იან. 2014· გამოქვეყნდა 25 მაი. 2011

    24-ე მუხლის მე-10 პუნქტში „ე“ ქვეპუნქტის დასასრული შეიცვალა და დაემატა „ვ“ ქვეპუნქტი ორეტაპიანი ტენდერის წესის დამტკიცების ვადით — 2012 წლის 1 იანვარი.

  6. 1 მაი. 2012· გამოქვეყნდა 19 აპრ. 2012

    24-ე მუხლის მე-10 პუნქტს დაემატა „ზ“ ქვეპუნქტი, რომლითაც თეთრი სიისა და წინასწარი ანგარიშსწორების დებულებების შემუშავების ვადად 2012 წლის 1 მაისი დგინდება.

  7. 1 იან. 2012· გამოქვეყნდა 19 ივლ. 2010

    მე-4 პუნქტში ფიჭური სატელეფონო მომსახურების შესყიდვაზე კანონის გაუვრცელებლობის ვადა 2011 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 იანვრამდე გადაიწია. ამავე ადგილას დაემატა საკანონმდებლო მაცნეს მითითებები.

  8. 6 დეკ. 2011

    24-ე მუხლის მე-4 პუნქტში ფიჭური სატელეფონო მომსახურების შესყიდვაზე კანონის მოთხოვნების გაუვრცელებლობის ვადა 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 იანვრამდე შეიცვალა.

  9. 27 ოქტ. 2011

    24-ე მუხლის მე-10 პუნქტში სააგენტოს ნაცვლად ვალდებული სუბიექტია ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანო, ხოლო „დ“ ქვეპუნქტით კონსოლიდირებული ტენდერის პირობებისა და წესის დამტკიცების ვადა 2011 წლის 1 ნოემბრიდან 2012 წლის 1 მაისამდე გადაიწია.

  10. 2 მარ. 2011

    მე-10 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებისა და მე-11 პუნქტის ვადები გადაიწია (შესაბამისად 2011 წლის 1 აპრილამდე და 1 ნოემბრამდე), ხოლო მე-10 პუნქტს დაემატა „ე“ ქვეპუნქტი ხელოვნური დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგიის შემუშავების შესახებ 2012 წლის 1 დეკემბრამდე.

  11. 2 იან. 2011· გამოქვეყნდა 29 სექ. 2010
  12. 1 იან. 2011· გამოქვეყნდა 24 დეკ. 2010

    24-ე მუხლს დაემატა გარდამავალი პუნქტები 5–11 ვადებითა და დავალებებით სააგენტოსა და მთავრობისთვის.

  13. 5 ნოე. 2010
  14. 1 მარ. 2010· გამოქვეყნდა 7 დეკ. 2009

    24-ე მუხლს დაემატა 1⁶ პუნქტი 2010 წლის 1 მარტიდან 1 სექტემბრამდე შესყიდვის ფორმის თავისუფალი არჩევის შესახებ და მე-7 პუნქტი მთავრობის მიერ კლასიფიკატორის აღიარების ვალდებულების შესახებ.

  15. 2 ივლ. 2009

    24-ე მუხლის 2¹, 2² და 2³ პუნქტები ამოღებულია; ისინი 22¹ მუხლის მე-4 პუნქტთან დაკავშირებულ გარდამავალ ვალდებულებებსა და გამონაკლისს შეიცავდა.

  16. 1 მარ. 2009· გამოქვეყნდა 15 იან. 2009

    24-ე მუხლს დაემატა 2¹–2³ პუნქტები, რომლებიც ადგენს 22¹ მუხლის მე-4 პუნქტის ნორმატიული აქტების მიღების ვადას (2009 წლის 1 მარტი), წარდგენის ვალდებულების ამოქმედების თარიღსა და გარდამავალ წესს აქტების მიღებამდე განხორციელებული შესყიდვებისთვის.

  17. 9 ოქტ. 2008

    24-ე მუხლს დაემატა მე-4 პუნქტი, რომლის მიხედვით კანონის მოთხოვნები ფიჭური სატელეფონო მომსახურების შესყიდვაზე 2011 წლის 1 იანვრამდე არ ვრცელდება.

  18. 3 იან. 2007

    24-ე მუხლის მე-3 პუნქტში კანონის გაუვრცელებლობის ვადა 2007 წლის 1 იანვრიდან 2008 წლის 1 იანვრამდე შეიცვალა; პუნქტის ბოლოს დაემატა საცნობარო მითითება „მუხ 3“.

  19. 27 ივლ. 2006

    24-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ამოღებულია, ხოლო დაემატა მე-3 პუნქტი, რომლითაც 2007 წლის 1 იანვრამდე ენერგეტიკისა და გაზის სექტორის საწარმოების გარკვეული სარეაბილიტაციო და სარემონტო შესყიდვები კანონის მოქმედების მიღმაა.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 23⁹შემდეგი მუხლი 24¹

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 16 სექ. 2026 · №102

  • 19 ცვლილება · ბოლო 29 ივნ. 2017
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 29 რედაქცია
  • 4 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 10¹მუხლი 12¹მუხლი 15¹საქართველოს სამოქა… 398

მიუთითებენ მასზე

სახელმწიფო შესყიდვ… 31სახელმწიფო შესყიდვ… 32

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 1კანონის მოქმედების სფერო

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 99ამ კანონის ამოქმედებამდე განხორციელებული/ განსახორციელებელი შესყიდვები
  • 98ამ კანონის ამოქმედებისთვის განსახორციელებელი ღონისძიებები

ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ

  • 20კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები

მაუწყებლობის შესახებ

  • 20¹საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ტელერადიოპროდუქციის ან/და მასთან დაკავშირებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა, აგრეთვე სატელიტური თანამგზავრის საშუალებით ტელერადიოპროდუქციის გავრცელებასთან ან/და მის მიღებასთან დაკავშირებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა
  • 76გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 64გარდამავალი დებულებანი

ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 15სახელმწიფო შესყიდვა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 162ბაზრის მოდელის კონცეფცია. საჯარო მომსახურების მიმწოდებლების ავტორიზაცია, ბაზრის წესები, მიწოდების წესები
  • 161ავტორიზაცია

სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ

  • 9

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 159⁶სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების წესების დარღვევა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
206410¹12¹15¹39820¹76313216216115999824
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო შესყიდვების…საქართველოს სამოქალაქო…სახელმწიფო შესყიდვების…საჯარო შესყიდვების შეს…ეროვნული მარეგულირებელ…მაუწყებლობის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 16 სექ. 2026 · რედაქცია №102 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026