,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 13. მომსახურების საფასურის გადახდის წესი

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 31 დეკ. 2021

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ერთეული სუბიექტის რეგისტრაციისას, ასევე რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციისას გადაიხდევნება ერთი მომსახურების საფასური, იმის მიუხედავად, თუ რამდენი რეგისტრირებული მონაცემის ცვლილებაა მოთხოვილი. ამ პუნქტის მიზნებისათვის ცვლილებად მიიჩნევა ნებისმიერი სახის ჩანაწერის ცვლილება რეგისტრირებულ მონაცემებში.

2.პირის მიერ სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული რამდენიმე მომსახურების ერთდროულად მოთხოვნისას, მომსახურების საფასური შესაძლებელია გადახდილ იქნეს ერთიანად.

3.სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური შესაძლებელია გადახდილ იქნეს ნებისმიერი პირის მიერ, მიუხედავად იმისა, წარმოადგენს თუ არა ეს პირი ამ ინსტრუქციით განსაზღვრულ დაინტერესებულ პირს.

4.თუ სასამართლოს ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს/პირის მიერ სააგენტოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დავალებული აქვს სააგენტოს კომპეტენციას დაქვემდებარებული მომსახურების გაწევა, მომსახურება წარმოებს საფასურის გადახდის გარეშე. თავი IV რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ერთეული სუბიექტის რეგისტრაციისას, ასევე რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციისას გადაიხდევნება ერთი მომსახურების საფასური, იმის მიუხედავად, თუ რამდენი რეგისტრირებული მონაცემის ცვლილებაა მოთხოვილი. ამ პუნქტის მიზნებისათვის ცვლილებად მიიჩნევა ნებისმიერი სახის ჩანაწერის ცვლილება რეგისტრირებულ მონაცემებში. 2. პირის მიერ სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული რამდენიმე მომსახურების ერთდროულად მოთხოვნისას, მომსახურების საფასური შესაძლებელია გადახდილ იქნეს ერთიანად. 3. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური შესაძლებელია გადახდილ იქნეს ნებისმიერი პირის მიერ, მიუხედავად იმისა, წარმოადგენს თუ არა ეს პირი ამ ინსტრუქციით განსაზღვრულ დაინტერესებულ პირს. 4. თუ სასამართლოს ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს/პირის მიერ სააგენტოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დავალებული აქვს სააგენტოს კომპეტენციას დაქვემდებარებული მომსახურების გაწევა, მომსახურება წარმოებს საფასურის გადახდის გარეშე. თავი IV რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 31 ივლ. 2016 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
135811⁶11⁵11¹1123301069313
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო სამართლის იურიდ…უძრავ ნივთებზე უფლებათ…ინტეგრალური მიკროსქემი…,,მეწარმეთა და არასამე…მკაცრი აღრიცხვის ფორმე…საქართველოს შინაგან სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა