Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკა,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზემუხლი 15

,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 15. სარეგისტრაციო წარმოებისას ხარვეზის დადგენა, სარეგისტრაციო წარმოების ვადის დინების შეჩერება და განახლება

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 31 დეკ. 2021

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ხარვეზის დადგენის შესახებ, თუ: ა) განცხადება ან/და მასზე თანდართული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტი ან ინფორმაცია არ არის წარმოდგენილი ამ ინსტრუქციით ან/და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ფორმით და წესით, და სააგენტოში არაა დაცული შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტი, რომელიც უნდა დაედოს რეგისტრაციას საფუძვლად; ბ) სარეგისტრაციოდ წარდგენილია არაზუსტი, არაიდენტიფიცირებადი ან არასრულყოფილი მონაცემები; გ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია არ არის წარმოდგენილი 2010 წლის 1 იანვრამდე, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად; დ) არ არის გადახდილი მომსახურების საფასური; ე) ვერ ხერხდება განმცხადებლის მოთხოვნის იდენტიფიცირება ან მოთხოვნა და წარმოდგენილი დოკუმენტები ურთიერთშეუსაბამოა; ვ) წარმოდგენილია უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ გაცემული კანონიერ ძალაში შესული სამართლებრივი აქტი, რომელიც ითვალისწინებს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებას; ზ) წარმოდგენილი დოკუმენტები გადაიგზავნა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოში მათი კანონიერების შესწავლის მიზნით; თ) არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში სააგენტო დაინტერესებულ პირს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს 30-დღიან ვადას, რომელიც აითვლება დაინტერესებული პირის მიერ ხარვეზის დადგენის შესახებ გადაწყვეტილების ოფიციალურად გაცნობიდან, ხოლო გადაწყვეტილების ეროვნული სააგენტოს შესაბამის ვებგვერდზე გამოქვეყნების შემთხვევაში, გამოქვეყნებიდან. აღნიშნული ვადის გაგრძელება დაუშვებელია, ხოლო თუ ხარვეზის აღმოსაფხვრელად განსაზღვრული ვადის განმავლობაში ხარვეზი არ იქნება აღმოფხვრილი, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.

3.ხარვეზის აღმოსაფხვრელად განსაზღვრული ვადის განმავლობაში სარეგისტრაციო წარმოების ვადის დინება ითვლება შეჩერებულად.

4.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სარეგისტრაციო წარმოების ვადის დინება შეჩერებულად ითვლება შესაბამისი ორგანოს კანონიერ ძალაში შესულ აქტში მითითებული ვადით ან/და სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების სამართლებრივი საფუძვლის აღმოფხვრამდე.

5.ხარვეზის გამოსწორებისთვის დადგენილ ვადაში ხარვეზის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენის შემთხვევაში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების განახლების შესახებ.

6.სარეგისტრაციო წარმოების ვადის განახლების შემთხვევაში, სარეგისტრაციო წარმოების ვადის ათვლა იწყება ხელახლა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ხარვეზის დადგენის შესახებ, თუ: ა) განცხადება ან/და მასზე თანდართული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტი ან ინფორმაცია არ არის წარმოდგენილი ამ ინსტრუქციით ან/და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ფორმით და წესით, და სააგენტოში არაა დაცული შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტი, რომელიც უნდა დაედოს რეგისტრაციას საფუძვლად; ბ) სარეგისტრაციოდ წარდგენილია არაზუსტი, არაიდენტიფიცირებადი ან არასრულყოფილი მონაცემები; გ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია არ არის წარმოდგენილი 2010 წლის 1 იანვრამდე, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად; დ) არ არის გადახდილი მომსახურების საფასური; ე) ვერ ხერხდება განმცხადებლის მოთხოვნის იდენტიფიცირება ან მოთხოვნა და წარმოდგენილი დოკუმენტები ურთიერთშეუსაბამოა; ვ) წარმოდგენილია უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ გაცემული კანონიერ ძალაში შესული სამართლებრივი აქტი, რომელიც ითვალისწინებს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებას; ზ) წარმოდგენილი დოკუმენტები გადაიგზავნა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოში მათი კანონიერების შესწავლის მიზნით; თ) არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში სააგენტო დაინტერესებულ პირს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს 30-დღიან ვადას, რომელიც აითვლება დაინტერესებული პირის მიერ ხარვეზის დადგენის შესახებ გადაწყვეტილების ოფიციალურად გაცნობიდან, ხოლო გადაწყვეტილების ეროვნული სააგენტოს შესაბამის ვებგვერდზე გამოქვეყნების შემთხვევაში, გამოქვეყნებიდან. აღნიშნული ვადის გაგრძელება დაუშვებელია, ხოლო თუ ხარვეზის აღმოსაფხვრელად განსაზღვრული ვადის განმავლობაში ხარვეზი არ იქნება აღმოფხვრილი, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. 3. ხარვეზის აღმოსაფხვრელად განსაზღვრული ვადის განმავლობაში სარეგისტრაციო წარმოების ვადის დინება ითვლება შეჩერებულად. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სარეგისტრაციო წარმოების ვადის დინება შეჩერებულად ითვლება შესაბამისი ორგანოს კანონიერ ძალაში შესულ აქტში მითითებული ვადით ან/და სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების სამართლებრივი საფუძვლის აღმოფხვრამდე. 5. ხარვეზის გამოსწორებისთვის დადგენილ ვადაში ხარვეზის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენის შემთხვევაში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების განახლების შესახებ. 6. სარეგისტრაციო წარმოების ვადის განახლების შემთხვევაში, სარეგისტრაციო წარმოების ვადის ათვლა იწყება ხელახლა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 31 ივლ. 2016 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 14შემდეგი მუხლი 16

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 31 დეკ. 2021 · №3

  • 1 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 14რეგისტრაციასთან დაკავშირებული სააგენტოს გადაწყვეტილება
  • 17სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტა
  • 18გადაწყვეტილება რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 62სარეგისტრაციო წარმოების შეჩერება
  • 63სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტა
  • 61გადაწყვეტილების მიღება

საჯარო რეესტრის შესახებ

  • 21სარეგისტრაციო წარმოების შეჩერება
  • 22სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტა
  • 29მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი

მეწარმეთა შესახებ

  • 80ხარვეზიანი საზოგადოება

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 91⁵ხარვეზის დადგენა

ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ

  • 9 (დანართი 1)სააგენტოს გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
91⁵2122291417186263619 (და…8015
მნიშვნელობით ახლოს,,მეწარმეთა და არასამე…უძრავ ნივთებზე უფლებათ…საჯარო რეესტრის შესახე…მეწარმეთა შესახებსააღსრულებო წარმოებათა…ნარჩენების შეგროვების,…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 31 დეკ. 2021 · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026