Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაარბიტრაჟის შესახებმუხლი 11

არბიტრაჟის შესახებ

მუხლი 11. არბიტრების დანიშვნა

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 18 სექ. 2019
თემები:საარბიტრაჟო სტრატეგიასპორტული დავები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.დაუშვებელია პირის არბიტრად დანიშვნა მისი თანხმობის გარეშე. არბიტრობაზე თანხმობა პირმა უნდა განაცხადოს წერილობით.

2.არბიტრის (არბიტრების) და არბიტრაჟის თავმჯდომარის დანიშვნის პროცედურა დგინდება მხარეთა შეთანხმებით.

3.არბიტრის (არბიტრების) და არბიტრაჟის თავმჯდომარის დანიშვნაზე მხარეთა შეთანხმების არარსებობისას ან შეთანხმებული პროცედურის განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში: ა) სამი არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის შემთხვევაში თითოეული მხარე ნიშნავს ერთ არბიტრს და ამ წესით დანიშნული ორი არბიტრი ნიშნავს არბიტრაჟის თავმჯდომარეს. თუ ერთ-ერთი მხარე არ დანიშნავს არბიტრს მეორე მხარის მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის ვადაში ან თუ ორი არბიტრი მათი დანიშვნიდან 30 დღის ვადაში ვერ შეთანხმდება მესამე არბიტრის დანიშვნაზე, ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე არბიტრს ნიშნავს სასამართლო განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 დღის ვადაში; ბ) ერთი არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის შემთხვევაში, თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან არბიტრის დანიშვნაზე, ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე არბიტრს ნიშნავს სასამართლო განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 დღის ვადაში.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

5.პირი, რომელიც უნდა დაინიშნოს არბიტრად, ვალდებულია არბიტრის მოვალეობის შესრულების დაწყებამდე საარბიტრაჟო წარმოების მხარეებს და არბიტრაჟს, მათი მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგინოს წერილობითი ინფორმაცია განათლებისა და არბიტრად მუშაობის გამოცდილების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

6.არბიტრის დანიშვნისას სასამართლომ ან სხვა დაწესებულებამ, რომელიც ნიშნავს არბიტრს, უნდა გაითვალისწინოს მხარეთა მიერ შეთანხმებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არბიტრის დანიშვნის უზრუნველსაყოფად.

7.დაუშვებელია,  პირს  აეკრძალოს  არბიტრად  დანიშვნა,  გარდა  იმ შემთხვევისა, როდესაც იგი არის: ა) შეზღუდულქმედუნარიანი ან მხარდაჭერის მიმღები, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ბ) სახელმწიფო მოსამსახურე, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი, პოლიტიკური თანამდებობის პირი ან საჯარო მოსამსახურე; გ) მსჯავრდებული დანაშაულის ჩადენისათვის და მას მოხსნილი ან გაქარწყლებული არ აქვს ნასამართლობა; დ) ან იყო მედიატორი იმავე საქმეზე ან ამ საქმესთან არსებითად დაკავშირებულ სხვა საქმეზე. საქართველოს 2015 წლის 18 მარტის კანონი №3218 – ვებგვერდი, 26.03.2015წ. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3360 – ვებგვერდი , 31.03.2015წ. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის  კანონი №4351 - ვებგვერდი, 11.11. 2015 წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №128 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის კანონი №4958 – ვებგვერდი, 27.09.2019წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №8 · ძალაშია 1 იან. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2020· გამოქვეყნდა 27 სექ. 2019

    მე-7 პუნქტის ჩამონათვალს დაემატა „დ“ ქვეპუნქტი იმავე ან არსებითად დაკავშირებულ სხვა საქმეზე მედიატორის მიმართ, ხოლო შესავალ ნაწილსა და „გ“ ქვეპუნქტში გრამატიკული შესწორებები („შემთხვევისა“, „მას“, „არ“) შევიდა.

  2. 1 ივლ. 2017· გამოქვეყნდა 11 ნოე. 2015
  3. 1 აპრ. 2015· გამოქვეყნდა 31 მარ. 2015
  4. 26 მარ. 2015

    მე-3 პუნქტის დანიშვნის წესი ვრცელდება შეთანხმებული პროცედურის განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაშიც; მე-4 პუნქტიდან ამოღებულია არბიტრაჟის გადაწყვეტილება, მე-6 პუნქტში არბიტრაჟის ნაცვლად დასახელებულია სასამართლო ან დამნიშვნელი სხვა დაწესებულება, ხოლო მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მოხელე დაკონკრეტდა როგორც საჯარო მოხელე.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 10შემდეგი მუხლი 12

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • არბიტრის შერჩევა და დანიშვნასერვისის გვერდი
  • სპორტული არბიტრაჟისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 18 სექ. 2019 · №8

  • 4 ცვლილება · ბოლო 27 სექ. 2019
  • 7 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

არბიტრაჟის შესახებ

  • 10არბიტრთა რაოდენობა
  • 13არბიტრის აცილების პროცედურა
  • 12არბიტრის აცილების საფუძვლები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 356¹⁵არბიტრის დანიშვნა, აცილება და უფლებამოსილების შეწყვეტა
  • 356¹⁶გადაწყვეტილება არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ
  • 356¹³არბიტრაჟთან დაკავშირებული საქმეები

მედიაციის შესახებ

  • 4მედიატორის არჩევა/დანიშვნა

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 224კანდიდატის დანიშვნა ნაფიც მსაჯულად
  • 264სასჯელის დანიშვნის სხდომა
  • 233უფროსი მსაჯული

ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ

  • 21

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 79²სასამართლოს აპარატის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა მოხელის შერჩევის ახალი წესის ამოქმედებამდე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
356¹⁵356¹⁶356¹³10131222426423379²21411
მნიშვნელობით ახლოსარბიტრაჟის შესახებსაქართველოს სამოქალაქო…მედიაციის შესახებსაქართველოს სისხლის სა…ხელშეკრულება საქართველ…საერთო სასამართლოების …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 18 სექ. 2019 · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა 23 ოქტ. 2026