Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაარბიტრაჟის შესახებმუხლი 22

არბიტრაჟის შესახებ

მუხლი 22. სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლები

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 18 სექ. 2019
თემები:საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულებაგადაწყვეტილების აღსრულებატრანსსასაზღვრო აღსრულება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მხარეს შეიძლება უარი ეთქვას საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობასა და აღსრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: ა) მხარე, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიებები, მიმართავს სასამართლოს და დაამტკიცებს, რომ: ა.ა) საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობასა და აღსრულებაზე უარი ეფუძნება ამ კანონის 45-ე მუხლის პირველ პუნქტში მოცემულ გარემოებებს; ა.ბ) არბიტრაჟის გადაწყვეტილება უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული შესაბამისი უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენის თაობაზე არ იქნა შესრულებული; ა.გ) საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები შეაჩერა ან გააუქმა არბიტრაჟმა, ან იმ ქვეყნის სასამართლომ, სადაც ტარდება საარბიტრაჟო განხილვა, ან იმ ქვეყნის სასამართლომ, რომლის სამართლის შესაბამისადაც იქნა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებები; ბ) სასამართლო მიიჩნევს, რომ: ბ.ა) სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების აღსრულება სცილდება სასამართლოს უფლებამოსილებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას უზრუნველყოფის ღონისძიების არსებითად შეცვლის გარეშე მისი ფორმის იმ ფარგლებში შეცვლის შესახებ, რომლებიც აუცილებელია აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიების კანონმდებლობით დადგენილი წესით აღსრულებისათვის; ბ.ბ) ამ კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობები გამოიყენება საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობასა და აღსრულებასთან დაკავშირებით.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი საფუძვლით სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ვრცელდება მხოლოდ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობასა და აღსრულებაზე.

3.სასამართლო, რომელსაც გამოაქვს გადაწყვეტილება საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობასა და აღსრულებაზე, გადაწყვეტილების გამოტანისას არსებითად არ იხილავს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებს.

წინა მუხლი 21შემდეგი მუხლი 23

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება საქართველოში1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • უცხოური გადაწყვეტილების აღსრულება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2019-09-18 · №8

2
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 45

მიუთითებენ მასზე

საქართველოს სამოქა… 356¹⁷მუხლი 21

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

არბიტრაჟის შესახებ

  • 21არბიტრაჟის მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობა და აღსრულება
  • 18არბიტრაჟის მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების პირობები
  • 45საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 356¹⁷არბიტრაჟის მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობა და აღსრულება
  • 199¹სასამართლოს გადაწყვეტილებით უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება
  • 356¹⁸საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფა სასამართლოს მიერ

ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ

  • 32—
  • 21—

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 25საგადახდო დავალების უარყოფა

კონკურენციის შესახებ

  • 24სააგენტოს მიერ საჩივრის საფუძველზე საქმის მოკვლევის დაწყებაზე უარის თქმის საფუძვლები

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

  • 14საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება

სამრეწველო ემისიების შესახებ

  • 18საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
356¹⁷199¹356¹⁸45211832212425141822
მითითებამნიშვნელობით ახლოსარბიტრაჟის შესახებსაქართველოს სამოქალაქო…ხელშეკრულება საქართველ…საგადახდო სისტემისა და…კონკურენციის შესახებგარემოსდაცვითი შეფასებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 18 სექ. 2019