საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

მუხლი 25. საგადახდო დავალების უარყოფა

რედაქცია №21 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უარს ამბობს საგადახდო დავალების შესრულებაზე ან გადახდის ოპერაციის ინიციირებაზე, იგი ვალდებულია მომხმარებელს აცნობოს აღნიშნულის შესახებ. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია მიუთითოს უარის თქმის საფუძველი და მიაწოდოს ან სხვაგვარად გახადოს ხელმისაწვდომი იმ ფაქტობრივი ხარვეზების გამოსწორების პროცედურა, რომლებმაც განაპირობა უარის თქმა, თუ ასეთი ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია.

2.საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მომხმარებელს მიაწოდოს მასთან შეთანხმებული ფორმით ან სხვაგვარად გახადოს ეს ინფორმაცია მისთვის ხელმისაწვდომი შეძლებისდაგვარად მოკლე დროში, მაგრამ არაუგვიანეს საგადახდო დავალების შესრულების ვადისა.

3.ჩარჩოხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს პირობას, რომლის თანახმად საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უფლებამოსილია დააწესოს გონივრული ოდენობის საკომისიო მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც უარი ობიექტურად არის დასაბუთებული და იგი განპირობებულია მომხმარებლის მიზეზით.

4.თუ დაცულია გადამხდელსა და მის პროვაიდერს შორის ჩარჩოხელშეკრულებით დადგენილი მოთხოვნები, გადამხდელის ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერს უფლება არ აქვს, უარი განაცხადოს ავტორიზებული საგადახდო დავალების შესრულებაზე, მიუხედავად იმისა, ის ინიციირებული იყო გადამხდელის მიერ (მათ შორის, გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერის საშუალებით) თუ მიმღების მიერ ან მისი მეშვეობით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

5.თუ შეთანხმებული დღისთვის გადამხდელს არ აქვს გადახდის ოპერაციის განსახორციელებლად საკმარისი თანხა, გადამხდელის პროვაიდერს უფლება აქვს, უარი თქვას საგადახდო დავალების შესრულებაზე, თუკი გადამხდელსა და მის პროვაიდერს შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. აღნიშნული საფუძვლით საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ საგადახდო დავალებაზე უარის თქმის შემთხვევაში არ მოქმედებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლება საკომისიოს დაწესების შესახებ.

6.უარყოფილი საგადახდო დავალება არ ჩაითვლება მიღებულად ამ კანონის 26-ე და 31-ე მუხლების მიზნებისთვის. საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4199 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №446 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №15 · ძალაშია 1 იან. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

კახაბერ ცხვირავაშვილი

კახაბერ ცხვირავაშვილი

ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართლის საქმეებზე

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

იოსებ გაბარაევი

იოსებ გაბარაევი

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14048²2937¹23817¹ (…17² (…17 (დ…3121292341¹1825
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაგადახდო სისტემისა და…საქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საზღვაო კოდექსიმომხმარებლის უფლებების…საქართველოს ეროვნული ბ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №21 · ბოლოს შემოწმდა