საჯარო სამსახურის შესახებ

მუხლი 100. დისციპლინური წარმოების შეჩერება და შეწყვეტა

რედაქცია №75 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾50-დან

ლიზი ლომთაძეგიორგი ფანცულაიაგიორგი გუბელაძე

1.დისციპლინური წარმოება ჩერდება, თუ დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის მიმართ იმავე ქმედების გამო დაწყებულია სისხლის სამართლის საქმის ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება.

2.სასამართლოს მიერ შესაბამის სისხლის სამართლის საქმეზე ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამამართლებელი გადაწყვეტილების გამოტანა არ გამორიცხავს დისციპლინური გადაცდომის ფაქტის არსებობის გამო დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესაძლებლობას.

3.სასამართლოს მიერ შესაბამისი გამამტყუნებელი გადაწყვეტილების გამოტანა გამორიცხავს დისციპლინური გადაცდომის ფაქტის არსებობის გამო დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესაძლებლობას.

4.დისციპლინური წარმოება წყდება, თუ აღარ არსებობს დისციპლინური წარმოების ობიექტური საფუძველი, რის შესახებაც გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 5

ყველა გადაწყვეტილება
  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    სამსახურიდან გათავისუფლების აქტების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

    დავა ეხებოდა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ საჯარო მოხელის გათავისუფლების აქტების ბათილობას, სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოხელის ქცევის ერთობლიობამ ობიექტურად შელახა დაწესებულების რეპუტაცია და გათავისუფლება თანაზომიერი დისციპლინური ღონისძიება იყო. სასამართლომ განმარტა, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობა თავისთავად არ იწვევს სამსახურში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ გააუქმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და სარჩელი არ დააკმაყოფილა.

  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების შეცვლა და სამსახურში აღდგენა

    დავა ეხება აჭარის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის მიერ თანამშრომლის გათავისუფლების ბრძანებასა და სამსახურში აღდგენას. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საკმარისად არ გამოიკვლია დროებითი შრომისუუნარობისა და შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის ურთიერთმიმართება. პალატამ განმარტა სამსახურთან დაკავშირებით დროებით შრომისუუნარო მოხელის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების წესი. სააპელაციო გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა.

  • კრებულიგანსჯადობა / პროცესუალური (T3)

    გათავისუფლების ბრძანებების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

    დავა შეეხებოდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ საჯარო მოსამსახურეთა გათავისუფლების ბრძანებების ბათილობას, სამუშაოზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სადავო ბრძანებების გამოცემისას მოქმედი რედაქციით საპენსიო ასაკის გამო გათავისუფლება საჭიროებდა მოხელის შრომისუნარიანობის, პროფესიული მომზადებისა და სხვა გარემოებების შეფასებას თანასწორობისა და დასაბუთებულობის პრინციპების დაცვით. ოთხი მოსარჩელის მიმართ სასამართლომ ბრძანებები სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო და გამგეობას გარემოებების გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტების გამოცემა დაავალა. დანარჩენი მოსარჩელეების ნაწილში სააპელაციო გადაწყვეტილება წინა საკასაციო განჩინებით უცვლელად დარჩა.

  • საკასაციო არსებითი (T2)

    საჯარო მოხელის გათავისუფლების ბრძანების ბათილობა და შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული მოთხოვნები

    მოსარჩელე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო მისი გათავისუფლების ბრძანებასა და შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შეუსრულებლობას დავობდა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ზედიზედ ოთხთვიანი გამოუცხადებლობის ვადა არ გამოითვლება ას ოცი სამუშაო დღით და მისგან უქმე და დასვენების დღეები არ გამოირიცხება. პალატამ ასევე შეაფასა წინასწარი გაფრთხილების, შრომის წიგნაკისა და შრომისუუნარობის ფურცლების საკითხები. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გადაწყვეტილება, რომლითაც მხოლოდ გამოუყენებელ შვებულებასთან დაკავშირებული დახმარების მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

  • არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    გათავისუფლების ბრძანების გაუქმება, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

    დავა ეხებოდა სკოლის დირექტორის მიერ მასწავლებლის გათავისუფლების ბრძანების გაუქმებას, სამუშაოზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ სარჩელი დროულად მიიჩნია და განმარტა, რომ მოცემულ შრომით ურთიერთობაზე შრომის კანონთა კოდექსი გამოიყენებოდა. სააპელაციო სასამართლოს არ ჰქონდა სრულად გამოკვლეული ბრძანების ნომერთან დაკავშირებული გარემოებები და საკმარისად დასაბუთებული ბრძანების გამოცემის წესის დარღვევა. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 11 ნოე. 2015-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიზი ლომთაძე

ლიზი ლომთაძე

სისხლის სამართლის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾50

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი გუბელაძე

გიორგი გუბელაძე

ადვოკატი გიორგი გუბელაძე

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ელვინ შეირიევი

ელვინ შეირიევი

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
27375¹¹7575³¹88918713314321226100
მნიშვნელობით ახლოსადვოკატთა დისციპლინური…საერთო სასამართლოების …საჯარო სამსახურის შესა…საქართველოს სამოქალაქო…თავდაცვის კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №75 · ბოლოს შემოწმდა