1.დისციპლინური კოლეგია იღებს გადაწყვეტილებას დისციპლინური წარმოების შეწყვეტის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ: ა) სადავო ქმედების ჩადენიდან ეთიკის კომისიაში საჩივრის შეტანის თარიღამდე გასულია კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა (23.12.2018); ბ) ამოღებულია (24.10.2015) ბ) საჩივრის ავტორი, უარს იტყვის საჩივარზე (მიმართვაზე) (24.10.15).
2.იმ შემთხვევაში, თუ ადვოკატს დისციპლინური წარმოების დაწყების შემდეგ შეუწყდება ადვოკატთა ასოციაციის წევრობა, დისციპლინური წარმოება შეჩერდება არაუმეტეს 5 წლისა. დისციპლინური წარმოება განახლდება ადვოკატის მიერ წევრობის აღდგენისას (24.10.15).

