Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაადვოკატთა შესახებმუხლი 35¹

ადვოკატთა შესახებ

მუხლი 35¹. დისციპლინური სახდელის გასაჩივრებისა და საჩივრის განხილვის წესი

რედაქცია №25 კონსოლიდირებული · 4 მარ. 2026
თემები:აკადემიური დისციპლინამომხმარებლის უფლებების დანაშაულები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910111213

1.ადვოკატს შეუძლია ადვოკატისათვის დისციპლინური სახდელის დადების შესახებ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება მისთვის გადაცემიდან 1 თვის ვადაში გაასაჩივროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში. ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანება ეთიკის კომისიაში. საჩივრის მიღებიდან 1 კვირის ვადაში ეთიკის კომისიის თავმჯდომარე დისციპლინურ საქმეს საჩივართან ერთად გადასცემს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატას და ატყობინებს მხარეებს.

2.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა ადვოკატის საჩივარს იხილავს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის XIII 1 თავით დადგენილი საპროცესო წესით, ამ კანონის დებულებების გათვალისწინებით.

3.დისციპლინური საქმის წარმოების მხარეები არიან: საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია და ადვოკატი, რომელსაც დისციპლინური სახდელი დაედო.

4.დისციპლინური საქმის წარმოების პროცესი კონფიდენციალურია, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის სხდომა − დახურული. ორივე მხარის მოთხოვნის შემთხვევაში უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის სხდომა უნდა ჩატარდეს საჯაროდ.

5.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის სხდომაზე დგება ოქმი. ოქმს ხელს აწერენ უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი.

6.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის სხდომის ოქმში აღინიშნება: ა) სადისციპლინო პალატის სხდომის თარიღი; ბ) სადისციპლინო პალატის სხდომის დაწყების დრო; გ) დისციპლინური საქმის განმხილველი სადისციპლინო პალატის შემადგენლობა და სხდომის მდივანი; დ) დისციპლინური საქმის დასახელება და რეგისტრაციის ნომერი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების თარიღი; ე) სხდომაზე წარმოდგენილი მხარეებისა და სხვა პირების შესახებ ინფორმაცია; ვ) მხარეთა მიერ დაყენებული შუამდგომლობების არსი და მათი განხილვის შედეგები; ზ) მხარეთა პოზიციები, მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესაბამისი არგუმენტები; თ) სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილების შინაარსი; ი) სადისციპლინო პალატის სხდომის დამთავრების დრო.

7.მხარეებს და მათ წარმომადგენლებს უფლება აქვთ, იშუამდგომლონ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის სხდომის ოქმში იმ გარემოებათა შეტანის თაობაზე, რომლებსაც, მათი აზრით, დისციპლინური საქმისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს.

8.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის სხდომის მიმდინარეობა შეიძლება ჩაიწეროს ელექტრონული საშუალებითაც.

9.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის სხდომის ოქმი თან ერთვის დისციპლინურ საქმეს.

10.თუ ამ კანონის შესაბამისად საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის სხდომა საჯაროა, დისციპლინური საქმის განხილვის ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება, სტენოგრაფირება და აუდიოჩაწერა ხორციელდება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით.

11.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა დისციპლინურ საქმეზე გადაწყვეტილებას იღებს წერილობით. გადაწყვეტილებას ხელს აწერენ უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის წევრები. გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით საჯაროდ ქვეყნდება. სადისციპლინო პალატის წევრის განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში იგი თან ერთვის დისციპლინურ საქმეს.

12.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის მიერ დისციპლინური სახდელის შეცვლის შემთხვევაში, ადვოკატისათვის დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების დაკისრებისას სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილება ეგზავნებათ მხარეებს და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას ევალება, გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში განსაზღვროს კერძო სარეკომენდაციო ბარათის შინაარსი და აღნიშნული ბარათი გაუგზავნოს ადვოკატს.

13.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილების ასლები ეგზავნებათ მხარეებს და მათ წარმომადგენლებს. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4332 - სსმ I,  №2, 04.01.2007წ., მუხ.39 საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2266 – ვებგვერდი, 21.05.2018წ.

რედაქციების შედარება

1. ადვოკატს შეუძლია ადვოკატისათვის დისციპლინური სახდელის დადების შესახებ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება მისთვის გადაცემიდან 1 თვის ვადაში გაასაჩივროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში. ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანება ეთიკის კომისიაში. საჩივრის მიღებიდან 1 კვირის ვადაში ეთიკის კომისიის თავმჯდომარე დისციპლინურ საქმეს საჩივართან ერთად გადასცემს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატას და ატყობინებს მხარეებს. 2. საქართველოსსასამართლო უზენაესიუფლებამოსილია სასამართლოსსახელმწიფოს სადისციპლინოხარჯზე პალატამოწვეული ადვოკატის საჩივარს იხილავს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის XIII 1 თავით დადგენილი საპროცესო წესით, ამ კანონის დებულებების გათვალისწინებით. 3. დისციპლინური საქმის წარმოების მხარეები არიან: საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია და ადვოკატი, რომელსაც დისციპლინური სახდელი დაედო. 4. დისციპლინური საქმის წარმოების პროცესი კონფიდენციალურია, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოსარასაპატიო სადისციპლინომიზეზით პალატისსასამართლოში სხდომაგამოუცხადებლობის −ან დახურული.დაცვის ორივეგანხორციელებაზე მხარისუარის მოთხოვნისთქმის შემთხვევაში უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის სხდომა უნდა ჩატარდეს საჯაროდ. 5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის სხდომაზე დგება ოქმი. ოქმს ხელს აწერენ უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი. 6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის სხდომის ოქმში აღინიშნება: ა) სადისციპლინო პალატის სხდომის თარიღი; ბ) სადისციპლინო პალატის სხდომის დაწყების დრო; გ) დისციპლინური საქმის განმხილველი სადისციპლინო პალატის შემადგენლობა და სხდომის მდივანი; დ) დისციპლინური საქმის დასახელება და რეგისტრაციისწარდგინებით ნომერი,მიმართოს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების თარიღი; ე) სხდომაზე წარმოდგენილი მხარეებისა და სხვა პირების შესახებ ინფორმაცია; ვ) მხარეთა მიერ დაყენებული შუამდგომლობების არსი და მათი განხილვის შედეგები; ზ) მხარეთა პოზიციები, მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესაბამისი არგუმენტები; თ) სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილების შინაარსი; ი) სადისციპლინო პალატის სხდომის დამთავრების დრო. 7. მხარეებს და მათ წარმომადგენლებს უფლება აქვთ, იშუამდგომლონ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის სხდომის ოქმში იმ გარემოებათა შეტანის თაობაზე, რომლებსაც, მათი აზრით, დისციპლინური საქმისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს. 8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის სხდომის მიმდინარეობა შეიძლება ჩაიწეროს ელექტრონული საშუალებითაც. 9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის სხდომის ოქმი თან ერთვის დისციპლინურ საქმეს. 10. თუ ამ კანონის შესაბამისად საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის სხდომა საჯაროა, დისციპლინური საქმის განხილვის ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება, სტენოგრაფირება და აუდიოჩაწერა ხორციელდება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით. 11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა დისციპლინურ საქმეზე გადაწყვეტილებას იღებს წერილობით. გადაწყვეტილებას ხელს აწერენ უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის წევრები. გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით საჯაროდ ქვეყნდება. სადისციპლინო პალატის წევრის განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში იგი თან ერთვის დისციპლინურ საქმეს. 12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის მიერ დისციპლინური სახდელის შეცვლისასოციაციას შემთხვევაში,მის ადვოკატისათვისმიმართ დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების დაკისრებისას სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილება ეგზავნებათ მხარეებს და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას ევალება, გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში განსაზღვროს კერძო სარეკომენდაციო ბარათის შინაარსი და აღნიშნული ბარათი გაუგზავნოს ადვოკატს. 13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილების ასლები ეგზავნებათ მხარეებსპასუხისმგებლობის დაზომების მათგატარების წარმომადგენლებს.მოთხოვნით. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4332 - სსმ I,  №2, 04.01.2007წ., მუხ.39 საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2266 –04.01.2007 ვებგვერდი,წ., 21.05.2018წ.მუხ.39

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2019· გამოქვეყნდა 21 მაი. 2018
  2. 18 იან. 2007· გამოქვეყნდა 4 იან. 2007
წინა მუხლი 35შემდეგი მუხლი 36

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საადვოკატო ეთიკის კომისიასთან დავა2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სტუდენტის დისციპლინური პროცედურებისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-03-04 · №25

0
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2018-05-21
3
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ადვოკატთა შესახებ

  • 35ადვოკატისათვის დისციპლინური სახდელის დადების წესი
  • 34ადვოკატის დისციპლინური სახდელის სახეები. ადვოკატზე დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიებები
  • 33ადვოკატის მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრა

მედიაციის შესახებ

  • 15²მედიატორისთვის დისციპლინური სახდელის დადების შესახებ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება და საჩივრის განხილვის წესი

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 75⁵⁴სადისციპლინო კოლეგიის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიისა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებების გასაჩივრება
  • 75⁵⁸საქმის განხილვის ვადა, საქმის განხილვის დანიშვნა
  • 75¹⁰დისციპლინური საქმის გამოკვლევა

საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ

  • 28პატენტრწმუნებულისთვის დისციპლინური სახდელის დადების წესი

პენიტენციური კოდექსი

  • 76დისციპლინური სახდელის გასაჩივრება
  • 71დისციპლინური სახდელი

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 11²¹დისციპლინური სახდელის დაკისრებისა და გამოყენების ზოგადი წესი

პოლიციის შესახებ

  • 59¹დისციპლინური სახდელის სახეები და დისციპლინური სამართალწარმოება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
35343311²¹75⁵⁴75⁵⁸75¹⁰59¹15²76712835¹
მნიშვნელობით ახლოსმედიაციის შესახებადვოკატთა შესახებსაერთო სასამართლოების …საქართველოს პატენტრწმუ…პენიტენციური კოდექსიდანაშაულის პრევენციის,…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 4 მარ. 2026