საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 138¹. კომპიუტერული მონაცემის ან დოკუმენტის მოპოვება უცხო სახელმწიფოდან სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის წარდგენის გარეშე

რედაქცია №179 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პროკურორი უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოს (წარმოშობის სახელმწიფო) ტერიტორიაზე მყოფი ან რეგისტრირებული პირისგან უშუალოდ მიიღოს ამ პირის მფლობელობაში ან/და კონტროლის ქვეშ არსებული, სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი კომპიუტერული მონაცემი ან დოკუმენტი, თუ კომპიუტერული მონაცემის ან/და დოკუმენტის ამ წესით მოპოვება დაშვებულია შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით, წარმოშობის სახელმწიფოს სამართლით ან/და ამ სახელმწიფოს ნათლად ჩამოყალიბებული პრაქტიკით. პროკურორის მიერ ამ უფლებამოსილებით სარგებლობისას არ გამოიყენება „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის II თავით დადგენილი წესები.

2.დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნის შესრულების მიზნით უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი ან რეგისტრირებული პირის იძულება ან ამ მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრება.

3.ამ მუხლით დადგენილი წესით შესაბამისი კომპიუტერული მონაცემის ან დოკუმენტის მოპოვებისას პროკურორი ვალდებულია დაიცვას ამ კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები.

4.ამ მუხლით დადგენილი წესით კომპიუტერული მონაცემის ან დოკუმენტის მოპოვება შესაძლებელია საქართველოს მთავარი პროკურორის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პროკურორის ან/და პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფის მიერ. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3157 – ვებგვერდი, 06.08.2018წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პროკურორი უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოს (წარმოშობის სახელმწიფო) ტერიტორიაზე მყოფი ან რეგისტრირებული პირისგან უშუალოდ მიიღოს ამ პირის მფლობელობაში ან/და კონტროლის ქვეშ არსებული, სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი კომპიუტერული მონაცემი ან დოკუმენტი, თუ კომპიუტერული მონაცემის ან/და დოკუმენტის ამ წესით მოპოვება დაშვებულია შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით, წარმოშობის სახელმწიფოს სამართლით ან/და ამ სახელმწიფოს ნათლად ჩამოყალიბებული პრაქტიკით. პროკურორის მიერ ამ უფლებამოსილებით სარგებლობისას არ გამოიყენება „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის II თავით დადგენილი წესები. 2. დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნის შესრულების მიზნით უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი ან რეგისტრირებული პირის იძულება ან ამ მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრება. 3. ამ მუხლით დადგენილი წესით შესაბამისი კომპიუტერული მონაცემის ან დოკუმენტის მოპოვებისას პროკურორი ვალდებულია დაიცვას ამ კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები. 4. ამ მუხლით დადგენილი წესით კომპიუტერული მონაცემის ან დოკუმენტის მოპოვება შესაძლებელია საქართველოს მთავარი პროკურორის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პროკურორის ან/და პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფის მიერ. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3157 – ვებგვერდი, 06.08.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №93 · ძალაშია 6 აგვ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 3 ნოე. 2009 – 6 აგვ. 2018 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

ელვინ შეირიევი

ელვინ შეირიევი

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი გუბელაძე

გიორგი გუბელაძე

ადვოკატი გიორგი გუბელაძე

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლიზი ლომთაძე

ლიზი ლომთაძე

სისხლის სამართლის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾50

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლაშა სტურუა

ლაშა სტურუა

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14⁷1361381379837473037780138¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…სისხლის სამართლის სფერ…პროკურატურის შესახებპერსონალურ მონაცემთა დ…საერთაშორისო დაცვის შე…კონტრდაზვერვითი საქმია…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №179 · ბოლოს შემოწმდა