1.მოსამართლეს უფლება აქვს, გამოიტანოს განჩინება საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების შესახებ.
2.სასამართლოს განჩინება ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების ან გადაყენებაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს ამ კოდექსის 207-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.




