საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

მუხლი 21⁸⁷. სასამართლოს მიერ განცხადების განხილვა და გადაწყვეტა

რედაქცია №113 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანის თაობაზე განცხადებას განიხილავს მაგისტრატი მოსამართლე ან რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2.პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანის თაობაზე განცხადება მოსამართლეს (სასამართლოს) წარედგინება წერილობით. იგი უნდა შეიცავდეს: ა) განცხადების წარმდგენი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს (სახელს, გვარს, პირად ნომერს, საცხოვრებელი ადგილის მისამართს, სამუშაო ადგილის მისამართს, ტელეფონის ნომერს, მათ შორის, მობილური ტელეფონის ნომერს, და ელექტრონული ფოსტის მისამართს); ბ) დამოკიდებულ პირთა სიაში შესაყვანი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს (სახელს, გვარს, პირად ნომერს, საცხოვრებელი ადგილის მისამართს, სამუშაო ადგილის მისამართს, ტელეფონის ნომერს, მათ შორის, მობილური ტელეფონის ნომერს, და ელექტრონული ფოსტის მისამართს); გ) განცხადების წარმდგენი პირისა და დამოკიდებულ პირთა სიაში შესაყვანი პირის ურთიერთკავშირის შესახებ ცნობებს; დ) კონკრეტულ ფაქტებსა და გარემოებებს, რომლებზედაც განცხადების წარმდგენი პირი ამყარებს თავის მოთხოვნას; ე) იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებიც ადასტურებს განცხადების წარმდგენი პირის მიერ მითითებულ გარემოებებს; ვ) პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანის თაობაზე მოთხოვნას; ზ) განცხადების წარმდგენი პირის ხელმოწერას.

3.ამ მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ცნობები და მტკიცებულებები თან უნდა დაერთოს განცხადებას.

4.მოსამართლე განცხადების წარდგენიდან არაუადრეს 3 და არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს მას და გამოსცემს ბრძანებას პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანის თაობაზე ან ბრძანებას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

5.მოსამართლე უფლებამოსილია განცხადება განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე, რის შესახებაც განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს 24 საათისა ატყობინებს განცხადების წარმდგენ პირსა და იმ პირს, რომლის მიმართაც შეტანილია განცხადება, და უგზავნის მათ შესაბამის საქმის მასალებს.

6.თუ მოსამართლე მიიჩნევს, რომ აუცილებელია განცხადებაში მითითებული გარემოებების გამოკვლევა, იგი უფლებამოსილია განცხადება განიხილოს ზეპირი მოსმენით. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აფერხებს ამ თავით გათვალისწინებული განცხადების განხილვას.

7.პირს უფლება აქვს, განცხადებისა და საქმის მასალების მიღებიდან 48 საათის განმავლობაში წერილობით წარუდგინოს სასამართლოს თავისი მოსაზრებები და მტკიცებულებები.

8.მოსამართლე უფლებამოსილია განცხადების დასაბუთებულობის შესამოწმებლად მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით გამოიძახოს და დაჰკითხოს ნებისმიერი პირი, მხარეებს მიმართოს წინადადებით, წარმოადგინონ საჭირო დოკუმენტები, მტკიცებულებები, აგრეთვე მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით გამოითხოვოს საქმის განხილვისთვის საჭირო დოკუმენტები და მტკიცებულებები.

9.მოსამართლე უფლებამოსილია მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით საქმე განიხილოს დახურულ სასამართლო სხდომაზე.

10.სასამართლო პროცესზე მტკიცების ტვირთი ეკისრება განცხადების წარმდგენ მხარეს.

11.განცხადების განხილვის დროს სასამართლო/მოსამართლე ხელმძღვანელობს  საქმის ინდივიდუალური გარემოებებით, მათ შორის, ითვალისწინებს პირის დამოკიდებულების სიმძიმეს, ოჯახის წევრისთვის მიყენებულ მატერიალურ ზიანს.

12.პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანის  თაობაზე მოსამართლის ბრძანებაში აღინიშნება: ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) მოსამართლის სახელი და გვარი; გ) განცხადების წარმდგენი პირის სახელი და გვარი; დ) დამოკიდებულ პირთა სიაში შესაყვანი პირის სახელი და გვარი; ე) გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილების მიღებას; ვ) განკარგულება პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანის თაობაზე ან გადაწყვეტილება განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; ზ) გაფრთხილება ბრძანების აღუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ; თ) ბრძანების გასაჩივრების ვადა და წესი; ი) მოსამართლის ხელმოწერა და ბეჭედი.

13.პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანის თაობაზე მოსამართლის ბრძანება ძალაში შედის ბრძანების გამოცხადებისთანავე. ბრძანების გასაჩივრება არ აჩერებს ბრძანების მოქმედებას.

14.მოსამართლის ბრძანება დგება 4 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ეგზავნება განცხადების წარმდგენ პირს, მეორე ეგზემპლარი − დამოკიდებულ პირთა სიაში შესაყვან პირს, მესამე ეგზემპლარი − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შემოსავლების სამსახურს, ხოლო მეოთხე ეგზემპლარი რჩება სასამართლოში. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1186 – ვებგვერდი, 28.12.2021წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანის თაობაზე განცხადებას განიხილავს მაგისტრატი მოსამართლე ან რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანის თაობაზე განცხადება მოსამართლეს (სასამართლოს) წარედგინება წერილობით. იგი უნდა შეიცავდეს: ა) განცხადების წარმდგენი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს (სახელს, გვარს, პირად ნომერს, საცხოვრებელი ადგილის მისამართს, სამუშაო ადგილის მისამართს, ტელეფონის ნომერს, მათ შორის, მობილური ტელეფონის ნომერს, და ელექტრონული ფოსტის მისამართს); ბ) დამოკიდებულ პირთა სიაში შესაყვანი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს (სახელს, გვარს, პირად ნომერს, საცხოვრებელი ადგილის მისამართს, სამუშაო ადგილის მისამართს, ტელეფონის ნომერს, მათ შორის, მობილური ტელეფონის ნომერს, და ელექტრონული ფოსტის მისამართს); გ) განცხადების წარმდგენი პირისა და დამოკიდებულ პირთა სიაში შესაყვანი პირის ურთიერთკავშირის შესახებ ცნობებს; დ) კონკრეტულ ფაქტებსა და გარემოებებს, რომლებზედაც განცხადების წარმდგენი პირი ამყარებს თავის მოთხოვნას; ე) იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებიც ადასტურებს განცხადების წარმდგენი პირის მიერ მითითებულ გარემოებებს; ვ) პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანის თაობაზე მოთხოვნას; ზ) განცხადების წარმდგენი პირის ხელმოწერას. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ცნობები და მტკიცებულებები თან უნდა დაერთოს განცხადებას. 4. მოსამართლე განცხადების წარდგენიდან არაუადრეს 3 და არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს მას და გამოსცემს ბრძანებას პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანის თაობაზე ან ბრძანებას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. 5. მოსამართლე უფლებამოსილია განცხადება განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე, რის შესახებაც განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს 24 საათისა ატყობინებს განცხადების წარმდგენ პირსა და იმ პირს, რომლის მიმართაც შეტანილია განცხადება, და უგზავნის მათ შესაბამის საქმის მასალებს. 6. თუ მოსამართლე მიიჩნევს, რომ აუცილებელია განცხადებაში მითითებული გარემოებების გამოკვლევა, იგი უფლებამოსილია განცხადება განიხილოს ზეპირი მოსმენით. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აფერხებს ამ თავით გათვალისწინებული განცხადების განხილვას. 7. პირს უფლება აქვს, განცხადებისა და საქმის მასალების მიღებიდან 48 საათის განმავლობაში წერილობით წარუდგინოს სასამართლოს თავისი მოსაზრებები და მტკიცებულებები. 8. მოსამართლე უფლებამოსილია განცხადების დასაბუთებულობის შესამოწმებლად მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით გამოიძახოს და დაჰკითხოს ნებისმიერი პირი, მხარეებს მიმართოს წინადადებით, წარმოადგინონ საჭირო დოკუმენტები, მტკიცებულებები, აგრეთვე მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით გამოითხოვოს საქმის განხილვისთვის საჭირო დოკუმენტები და მტკიცებულებები. 9. მოსამართლე უფლებამოსილია მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით საქმე განიხილოს დახურულ სასამართლო სხდომაზე. 10. სასამართლო პროცესზე მტკიცების ტვირთი ეკისრება განცხადების წარმდგენ მხარეს. 11. განცხადების განხილვის დროს სასამართლო/მოსამართლე ხელმძღვანელობს  საქმის ინდივიდუალური გარემოებებით, მათ შორის, ითვალისწინებს პირის დამოკიდებულების სიმძიმეს, ოჯახის წევრისთვის მიყენებულ მატერიალურ ზიანს. 12. პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანის  თაობაზე მოსამართლის ბრძანებაში აღინიშნება: ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) მოსამართლის სახელი და გვარი; გ) განცხადების წარმდგენი პირის სახელი და გვარი; დ) დამოკიდებულ პირთა სიაში შესაყვანი პირის სახელი და გვარი; ე) გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილების მიღებას; ვ) განკარგულება პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანის თაობაზე ან გადაწყვეტილება განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; ზ) გაფრთხილება ბრძანების აღუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ; თ) ბრძანების გასაჩივრების ვადა და წესი; ი) მოსამართლის ხელმოწერა და ბეჭედი. 13. პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანის თაობაზე მოსამართლის ბრძანება ძალაში შედის ბრძანების გამოცხადებისთანავე. ბრძანების გასაჩივრება არ აჩერებს ბრძანების მოქმედებას. 14. მოსამართლის ბრძანება დგება 4 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ეგზავნება განცხადების წარმდგენ პირს, მეორე ეგზემპლარი − დამოკიდებულ პირთა სიაში შესაყვან პირს, მესამე ეგზემპლარი − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შემოსავლების სამსახურს, ხოლო მეოთხე ეგზემპლარი რჩება სასამართლოში. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1186 – ვებგვერდი, 28.12.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №84 · ძალაშია 1 მარ. 2022-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 6 აგვ. 1999 – 1 მარ. 2022 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 28 დეკ. 2021

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁸⁴21⁸⁸21⁸⁹36363¹⁵309²⁴363¹⁸7¹128020¹⁰20²16972⁸21⁸⁷
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სამოქალაქო…ლატარიების, აზარტული დ…საქართველოს სისხლის სა…საერთო სასამართლოების …საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №113 · ბოლოს შემოწმდა