Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკა„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზემუხლი 30

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 30. საჯარო აქტის სავალდებული რეკვიზიტები

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 20 ოქტ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საჯარო აქტი უნდა შესრულდეს ამ ინსტრუქციით დადგენილი წესების დაცვით და მას უნდა ჰქონდეს ამ მუხლით დადგენილი ყველა შემადგენელი ნაწილი.

2.საჯარო აქტს უნდა დაერთოს ამ ინსტრუქციის 35-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული თავფურცელი, რომელზეც აისახება საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი, სიტყვა „საქართველო“, ელექტრონულ სანოტარო რეესტრში აქტის რეგისტრაციის ნომერი და თარიღი, სანოტარო აქტის სახე (გარიგების, მოწმობის დასახელება), ნოტარიუსის ვინაობა, სანოტარო ბიუროს მდებარეობა, აგრეთვე ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული სხვა სავალდებულო რეკვიზიტები.

3.გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რეკვიზიტებისა, საჯარო აქტი უნდა შეიცავდეს: ა) სანოტარო მოქმედების ყველა მონაწილის საიდენტიფიკაციო მონაცემებს ამ ინსტრუქციის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესით. თუ სანოტარო მოქმედების მონაწილე წარმოდგენილია მინდობილი პირით, სანოტარო აქტში უნდა მიეთითოს მინდობილი პირის იგივე მონაცემები; ბ) ნოტარიუსის მითითებას წინა ქვეპუნქტში მითითებული პირების ქმედუნარიანობისა და ამ პირთა განცხადებების შესახებ; გ) საკუთრივ გარიგების (მოწმობის) ნორმებს (მუხლობრივად დაყოფილი ან ამის გარეშე); დ) დანართი დოკუმენტების ჩამონათვალს და მათ რეკვიზიტებს; ე) მითითებას სანოტარო მოქმედების შესრულების ადგილის შესახებ, თუ სანოტარო მოქმედება შე სრულდა სანოტარო ბიუროს გარეთ; ვ) სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის საზღაურის (გარდა იმ შემთხვევისა, თუ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სანოტარო მოქმედებებისთვის საზღაურის გადახდას), მათ შორის, სანოტარო მომსახურებასთან დაკავშირებული ტექნიკური სამუშაოსა და სხვა ხარჯების ზუსტ ოდენობას, აგრეთვე, მითითებას ნორმატიული აქტების იმ მუხლებზე, რომელთა საფუძველზე მოხდა მათი გამოანგარიშება; ზ) მითითებას იმის შესახებ, რომ სანოტარო აქტი მხარეს (მხარეებს) წაეკითხა (ნოტარიუსის, ან სანოტარო ბიუროს თანამშრომლის) მიერ, მხარეებმა წაიკითხეს აქტი, მოიწონეს აქტი და ნოტარიუსის თანდასწრებით ხელი მოაწერეს აქტს. თ) სანოტარო მოქმედების ყველა მონაწილის ხელმოწერას; ი) ნოტარიუსის ხელმოწერას და ბეჭედს.

4.სავალდებულოა საჯარო აქტში ანდერძის შედგენის დაწყებისა და დამთავრების დროის მითითება, სხვა საჯარო აქტებში აქტის შედგენის დაწყებისა და დამთავრების დრო უნდა მიეთითოს, თუ ამას მოითხოვს სანოტარო მოქმედების რომელიმე მონაწილე.

5.საჯარო აქტი უნდა შეიცავდეს კანონმდებლობით დადგენილ სხვა რეკვიზიტებს, აგრეთვე მითითებას იმ პროცედურების შესრულების შესახებ, რაც დადგენილია ამ ინსტრუქციით, სხვა ნორმატიული აქტებით და რისი მითითებაც სავალდებულოა. საქართველოს იუსტიციის მინიტრის 2016 წლის 30 ივლისის ბრძანება №146 - ვებგვერდი, 31.07.2016 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №18 · ძალაშია 1 იან. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 31 ივლ. 2016
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 29შემდეგი მუხლი 31

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 20 ოქტ. 2023 · №23

  • 1 ცვლილება · ბოლო 31 ივლ. 2016
  • 6 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 19მუხლი 35

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 28სანოტარო მოქმედების შესრულება მინდობილობის (რწმუნებულების, დავალების ხელშეკრულების) საფუძველზე
  • 15საჯარო და კერძო აქტები
  • 21დოკუმენტის შედგენის ფორმალური და ტექნიკური წესები

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 52¹ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის რეკვიზიტები
  • 52ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის რეკვიზიტები

ნორმატიული აქტების შესახებ

  • 18ნორმატიული აქტის რეკვიზიტები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ

  • 19ნორმატიული აქტის რეკვიზიტები

ნორმატიული აქტების შესახებ

  • 16ნორმატიული აქტის რეკვიზიტები

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 58განცხადების წარდგენის წესი

სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ

  • 4საზღაურის გადახდევინების ვადა

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 21სააღსრულებო ფურცლის რეკვიზიტები

ნოტარიატის შესახებ

  • 50სანოტარო დოკუმენტის ხელმოწერის წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
52¹522141850193528152116581930
მითითებამნიშვნელობით ახლოსსანოტარო მოქმედებათა შ…საქართველოს ზოგადი ადმ…ნორმატიული აქტების შეს…აჭარის ავტონომიური რეს…ნორმატიული აქტების შეს…უძრავ ნივთებზე უფლებათ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 20 ოქტ. 2023 · რედაქცია №23