Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტიმუხლი 86

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

მუხლი 86. კანონპროექტის განსახილველად მიღება და მომზადება საკომიტეტო მოსმენისთვის

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 30 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტის მიერ მომზადებული და უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენილი კანონპროექტი მატერიალური დოკუმენტის სახით გადაეცემა უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისაწარმოების დეპარტამენტს, რომელიც აღრიცხავს და რეგისტრაციაში ატარებს მას.

2.საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტის მიერ მომზადებული კანონპროექტის უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენის თარიღად მიიჩნევა მისი უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტში რეგისტრაციის თარიღი.

3.უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისაწარმოების დეპარტამენტის მიერ  რეგლამენტის 85-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად უმაღლესი საბჭოს ბიუროსთვის გადაცემულ კანონპროექტს უნდა ერთოდეს უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვისა და საორგანიზაციო და საქმისაწარმოების დეპარტამენტების მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ უმაღლესი საბჭოს ბიუროს გადაწყვეტილების პროექტი, რომელშიც მითითებულია: ა) კანონპროექტის დასახელება; ბ) კანონპროექტის ინიციატორი; გ) კანონპროექტის ავტორი; დ) კანონპროექტის უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენის თარიღი; ე) წამყვანი კომიტეტი; ვ) კანონპროექტის კომიტეტის სხდომაზე განხილვის სავარაუდო თარიღი; ზ) სხვა კომიტეტები, რომელთა დასკვნებიც უნდა ერთოდეს კანონპროექტს; თ) კანონპროექტის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განხილვის სავარაუდო თარიღი.

4.უმაღლესი საბჭოს ბიურო იღებს გადაწყვეტილებას კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ და ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე“–„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკითხების თაობაზე.

5.უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი ამოწმებს წარდგენილი კანონპროექტის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“-„ე“ ქვეპუნქტებთან და მე-2-მე-3 პუნქტებთან შესაბამისობას. თუ წარდგენილი კანონპროექტი არ შეესაბამება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის ზემოაღნიშნული პუნქტების მოთხოვნებს, უმაღლესი საბჭოს ბიურო უფლებამოსილია უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მოტივირებული დასკვნის საფუძველზე კანონპროექტი ხარვეზის გამოსასწორებლად დაუბრუნოს მის ინიციატორს.

6.თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე მოითხოვს კანონპროექტის რიგგარეშე განხილვას, კანონპროექტის უმაღლეს საბჭოში განხილვის ვადებს განსაზღვრავს უმაღლესი საბჭოს ბიურო და გადასცემს მას შესაბამის კომიტეტებს.

7.უმაღლესი საბჭოს ბიუროს მიერ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კანონპროექტი განსახილველად გადაეცემა კომიტეტებს, ფრაქციებს, უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ წევრებს, უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს, აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, და განთავსდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.

8.უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ კანონპროექტთან ან მის ცალკეულ მუხლებთან/პუნქტებთან დაკავშირებით, საჯარო კონსულტაციების მიღების მიზნით, ნებისმიერ პირს შეუძლია დააფიქსიროს თავისი მოსაზრება/შენიშვნა კომენტარის სახით.

9.თუ კანონპროექტის უმაღლესი საბჭოს მიერ განხილვისათვის მომზადება დადგენილ ვადაში ვერ ხერხდება/მოხერხდა, მისი განხილვისათვის დადგენილ ვადას საჭიროების შემთხვევაში გააგრძელებს უმაღლესი საბჭოს ბიურო. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2021 წლის 20 მაისის რეგლამენტი №28-IIს - ვებგვერდი, 25.05.2021წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 20 ივნისის რეგლამენტი №93-IIს - ვებგვერდი, 21.06.2024წ.

რედაქციების შედარება

1. საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტის მიერ მომზადებული და უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენილი კანონპროექტი მატერიალური დოკუმენტის სახით გადაეცემა უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისაწარმოების დეპარტამენტს, რომელიც აღრიცხავს და რეგისტრაციაში ატარებს მას. 2. საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტის მიერ მომზადებული კანონპროექტის უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენის თარიღად მიიჩნევა მისი უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტში რეგისტრაციის თარიღი. 3. უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისაწარმოების დეპარტამენტის მიერ  რეგლამენტის 85-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად უმაღლესი საბჭოს ბიუროსთვის გადაცემულ კანონპროექტს უნდა ერთოდეს უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვისა და საორგანიზაციო და საქმისაწარმოების დეპარტამენტების მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ უმაღლესი საბჭოს ბიუროს გადაწყვეტილების პროექტი, რომელშიც მითითებულია: ა) კანონპროექტის დასახელება; ბ) კანონპროექტის ინიციატორი; გ) კანონპროექტის ავტორი; დ) კანონპროექტის უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენის თარიღი; ე) წამყვანი კომიტეტი; ვ) კანონპროექტის კომიტეტის სხდომაზე განხილვის სავარაუდო თარიღი; ზ) სხვა კომიტეტები, რომელთა დასკვნებიც უნდა ერთოდეს კანონპროექტს; თ) კანონპროექტის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განხილვის სავარაუდო თარიღი. 4. უმაღლესი საბჭოს ბიურო იღებს გადაწყვეტილებას კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ და ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე“–„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკითხების თაობაზე. 5. უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი ამოწმებს წარდგენილი კანონპროექტის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“-„ე“ ქვეპუნქტებთან და მე-2-მე-3 პუნქტებთან შესაბამისობას. თუ წარდგენილი კანონპროექტი არ შეესაბამება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის ზემოაღნიშნული პუნქტების მოთხოვნებს, უმაღლესი საბჭოს ბიურო უფლებამოსილია უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მოტივირებული დასკვნის საფუძველზე კანონპროექტი ხარვეზის გამოსასწორებლად დაუბრუნოს მის ინიციატორს. 6. თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე მოითხოვს კანონპროექტის რიგგარეშე განხილვას, კანონპროექტის უმაღლეს საბჭოში განხილვის ვადებს განსაზღვრავს უმაღლესი საბჭოს ბიურო და გადასცემს მას შესაბამის კომიტეტებს. 7. უმაღლესი საბჭოს ბიუროს მიერ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კანონპროექტი განსახილველად გადაეცემა კომიტეტებს, ფრაქციებს, უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ წევრებს, უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს, აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, და განთავსდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე. 8. უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ კანონპროექტთან ან მის ცალკეულ მუხლებთან/პუნქტებთან დაკავშირებით, საჯარო კონსულტაციების მიღების მიზნით, ნებისმიერ პირს შეუძლია დააფიქსიროს თავისი მოსაზრება/შენიშვნა კომენტარის სახით. 9. თუ კანონპროექტის უმაღლესი საბჭოს მიერ განხილვისათვის მომზადება დადგენილ ვადაში ვერ ხერხდება/მოხერხდა, მისი განხილვისათვის დადგენილ ვადას საჭიროების შემთხვევაში გააგრძელებს უმაღლესი საბჭოს ბიურო. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2021 წლის 20 მაისის რეგლამენტი №28-IIს - ვებგვერდი, 25.05.2021წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 20 ივნისის რეგლამენტი №93-IIს - ვებგვერდი, 21.06.2024წ.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 21 ივნ. 2024
  2. 1 იან. 2022· გამოქვეყნდა 25 მაი. 2021
წინა მუხლი 85შემდეგი მუხლი 87

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-30 · №18

1
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2024-06-21
2
რედაქცია
5
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

ნორმატიული აქტების… 18ნორმატიული აქტების… 18აჭარის ავტონომიური… 18მუხლი 18მუხლი 85

მიუთითებენ მასზე

მუხლი 85

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 85კანონპროექტის განხილვის ზოგადი წესები
  • 112უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს ორგანული კანონის პროექტის ან/და საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში განსახილველად წარდგენა
  • 92ალტერნატიული კანონპროექტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 72კანონპროექტის განსახილველად მიღება და მომზადება საკომიტეტო მოსმენისთვის
  • 71კანონპროექტის განხილვის ზოგადი წესები
  • 74საკანონმდებლო წინადადება

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 97კანონპროექტის განსახილველად მიღება და საკომიტეტო მოსმენისთვის მომზადება
  • 96კანონპროექტის განხილვის ზოგადი წესები
  • 103ალტერნატიული კანონპროექტი

საქართველოს კონსტიტუცია

  • 45კანონშემოქმედება და გადაწყვეტილებების მიღების წესი

ნორმატიული აქტების შესახებ

  • 13ნორმატიული აქტის მომზადების უფლებამოსილების მქონე ორგანო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ

  • 15ნორმატიული აქტის მომზადების უფლებამოსილების მქონე ორგანო

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4518181372717418851811292979610386
მითითებამნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…ნორმატიული აქტების შეს…ნორმატიული აქტების შეს…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს პარლამენტი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 30 აპრ. 2026