1.საქართველოს ნორმატიული აქტი მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, თუ თვით ამ ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, და სავალდებულოა შესასრულებლად.
2.ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტები (ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია, ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი, ავტონომიური რესპუბლიკის კანონი, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება, ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება) მოქმედებს ავტონომიური რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე, თუ თვით ამ ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, და სავალდებულოა შესასრულებლად.
3.მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტი მოქმედებს და სავალდებულოა შესასრულებლად მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა.
4.ნორმატიული აქტი მოქმედებს საქართველოს მოქალაქეების, მოქალაქეობის არმქონე პირებისა და საქართველოში მყოფი უცხოელების მიმართ, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით ან საკანონმდებლო აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5545 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6867 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოს ნორმატიული აქტი მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, თუ თვით ამ ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, და სავალდებულოა შესასრულებლად.2. ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტები (ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია, ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი, ავტონომიური რესპუბლიკის კანონი, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება, ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება) მოქმედებს ავტონომიური რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე, თუ თვით ამ ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, და სავალდებულოა შესასრულებლად.3. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტი მოქმედებს და სავალდებულოა შესასრულებლად მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა.4. ნორმატიული აქტი მოქმედებს საქართველოს მოქალაქეების, მოქალაქეობის არმქონე პირებისა და საქართველოში მყოფი უცხოელების მიმართ, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით ან საკანონმდებლო აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5545 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6867 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №32 · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.
მნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…ნორმატიული აქტების შეს…ნორმატიული აქტების შეს…ეროვნული მარეგულირებელ…სახელმწიფო ენის შესახე…საქართველოს ზოგადი ადმ…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №43 · ბოლოს შემოწმდა