აივ ინფექცია/შიდსის შესახებ

მუხლი 6. ფიზიკურ პირთა ტესტირება აივ ინფექციაზე

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 13 დეკ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საქართველოს მოქალაქეს, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად ან დროებით მცხოვრებ ან მყოფ ნებისმიერ პირს, უცხოელსა და მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვთ, გაიარონ ნებაყოფლობითი კონსულტირება და ტესტირება აივ ინფექციაზე, მათ შორის, ანონიმურად და კონფიდენციალურად. 14-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი პაციენტის აივ ინფექციაზე/შიდსზე დიაგნოსტიკისას გამოვლენილი დადებითი შედეგის შესახებ მისი მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირების წესი, „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.

2.ფიზიკური პირის ტესტირება აივ ინფექციაზე ტარდება მისგან ნებაყოფლობითი ინფორმირებული თანხმობის მიღების შემდეგ .

3.აივ ინფექციაზე ტესტირება სავალდებულოა : ა ) სისხლისა და სისხლის კომპონენტების დონორთათვის ; ბ ) ორგანოებისა და ორგანოთა ნაწილების დონორთათვის ; გ ) ქსოვილების დონორთათვის ; [ გ) დონორთათვის, რომელთა ქსოვილებისა და უჯრედების დონაციაც ხორციელდება; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] დ ) კვერცხუჯრედისა და სპერმის დონორთათვის .

4.სამედიცინო დაწესებულება უფლებამოსილია ახალშობილს მშობლის თანხმობის გარეშე ჩაუტაროს ტესტირება აივ ინფექციაზე იმ შემთხვევაში , თუ მშობლის აივ სტატუსი უცნობია , იგი უარს აცხადებს ტესტირებაზე და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი მისი ინფიცირებულობის შესახებ .

5.აივ ინფექციაზე სავალდებულო ტესტირების სხვა შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით . საქართველოს 2015 წლის 28 მაისის კანონი №3610 - ვებგვერდი, 04.06.2015წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3056 - ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3624 – ვებგვერდი, 22.11.2023წ. საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №132 - ვებგვერდი, 30.12.2024წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოს მოქალაქეს, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად ან დროებით მცხოვრებ ან მყოფ ნებისმიერ პირს, უცხოელსა და მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვთ, გაიარონ ნებაყოფლობითი კონსულტირება და ტესტირება აივ ინფექციაზე, მათ შორის, ანონიმურად და კონფიდენციალურად. 14-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი პაციენტის აივ ინფექციაზე/შიდსზე დიაგნოსტიკისას გამოვლენილი დადებითი შედეგის შესახებ მისი მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირების წესი, „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით. 2. ფიზიკური პირის ტესტირება აივ ინფექციაზე ტარდება მისგან ნებაყოფლობითი ინფორმირებული თანხმობის მიღების შემდეგ . 3. აივ ინფექციაზე ტესტირება სავალდებულოა : ა ) სისხლისა და სისხლის კომპონენტების დონორთათვის ; ბ ) ორგანოებისა და ორგანოთა ნაწილების დონორთათვის ; გ ) ქსოვილების დონორთათვის ; [ გ) დონორთათვის, რომელთა ქსოვილებისა და უჯრედების დონაციაც ხორციელდება; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] დ ) კვერცხუჯრედისა და სპერმის დონორთათვის . 4. სამედიცინო დაწესებულება უფლებამოსილია ახალშობილს მშობლის თანხმობის გარეშე ჩაუტაროს ტესტირება აივ ინფექციაზე იმ შემთხვევაში , თუ მშობლის აივ სტატუსი უცნობია , იგი უარს აცხადებს ტესტირებაზე და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი მისი ინფიცირებულობის შესახებ . 5. აივ ინფექციაზე სავალდებულო ტესტირების სხვა შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით . საქართველოს 2015 წლის 28 მაისის კანონი №3610 - ვებგვერდი, 04.06.2015წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3056 - ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3624 – ვებგვერდი, 22.11.2023წ. საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №132 - ვებგვერდი, 30.12.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 1 სექ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 24 სექ. 2010 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 22 ნოე. 2023
  2. · გამოქვეყნდა 4 ივნ. 2015

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
44494022418311538109276
მნიშვნელობით ახლოსჯანმრთელობის დაცვის შე…აივ ინფექცია/შიდსის შე…პაციენტის უფლებების შე…ადამიანის სისხლისა და …საექიმო საქმიანობის შე…სამედიცინო-სოციალური ე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა