Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებმუხლი 3

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ

მუხლი 3

რედაქცია №59 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025
თემები:სპეციალური კატეგორიებისამუშაო ნებართვებისაინვესტიციო მიგრაციაექსპატრიანტის გადასახადებიოჯახის გაერთიანებაბინადრობის ნებართვები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:122¹2²33¹45678910111213141515¹15²16

1.საქართველოს მოქალაქე და საქართველოში მცხოვრები უცხოელი ვალდებული არიან, გაიარონ რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ მათ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი აქვთ – ერთ-ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 14-დან 18 წლამდე პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაცია ხორციელდება, აგრეთვე მასზე პირადობის (ბინადრობის) მოწმობა გაიცემა ამ პირის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიუსაფარი ბავშვის, რომელიც არის 14-დან 18 წლამდე ასაკის (შემდგომ − მიუსაფარი ბავშვი), ან/და „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მსხვერპლის, რომელიც არასრულწლოვანია (შემდგომ − ძალადობის მსხვერპლი ბავშვი), საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაცია ხორციელდება ან/და მასზე პირადობის (ბინადრობის) მოწმობა გაიცემა ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს განცხადების საფუძველზე.

2.საქართველოს მოქალაქე ვალდებულია 14 წლის მიღწევიდან 6 თვის ვადაში მიიღოს პირადობის მოწმობა. პირადობის მოწმობის აღება სურვილის შემთხვევაში ასევე შეუძლია 14 წლამდე საქართველოს მოქალაქეს.

2¹.საქართველოში მცხოვრები უცხოელი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს ბინადრობის მოწმობა.

2².საქართველოს მოქალაქის და საქართველოში მცხოვრები უცხოელის მიერ პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მისაღებად აუცილებელია მათი რეგისტრაცია ამ კანონით დადგენილი წესით. საქართველოში პირადობის ელექტრონული მოწმობის მისაღებად რეგისტრაციის ვალდებულება არ ვრცელდება საქართველოს იმ მოქალაქეზე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული ემიგრაციის ნებართვის საფუძველზე მუდმივად საცხოვრებლად გაემგზავრა სხვა სახელმწიფოში.

3.14 წლამდე პირის, აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაცია ხორციელდება ამ პირთა კანონიერი წარმომადგენლის, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ხელმძღვანელის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.

3¹.14 წლამდე პირზე, აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფ პირზე პირადობის (ბინადრობის) მოწმობა გაიცემა ამ პირთა კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. 14 წლამდე ძალადობის მსხვერპლ ბავშვზე ან/და მიუსაფარ ბავშვზე პირადობის (ბინადრობის) მოწმობა გაიცემა ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს განცხადების საფუძველზე.

4.დაბადების რეგისტრაციისას ხორციელდება არასრულწლოვანი პირის რეგისტრაცია მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. პირი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრირებულად ითვლება დაბადების რეგისტრაციის მომენტიდან. თუ არასრულწლოვანი პირის დაბადების რეგისტრაციისას მისი ორივე მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე, არასრულწლოვანი პირის რეგისტრაცია ხორციელდება მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5.პირის საცხოვრებელ ადგილად, ამ კანონის თანახმად, მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი საცხოვრებლად ირჩევს.

6.18 წლამდე პირი, მათ შორის, მიუსაფარი ბავშვი ან/და ძალადობის მსხვერპლი ბავშვი, აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირი რეგისტრაციას გაივლიან მშობლებთან, მეურვესთან, მზრუნველთან ან სხვა კანონიერ წარმომადგენელთან ერთად. მათი სხვა მისამართზე რეგისტრაცია დასაშვებია მხოლოდ მშობლის, მეურვის, მზრუნველის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობით. თანხმობა სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე შეიძლება გამოიხატოს ასევე ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით. მიუსაფარი ბავშვის ან/და ძალადობის მსხვერპლი ბავშვის სხვა მისამართზე რეგისტრაცია დასაშვებია ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს თანხმობით.

7.საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე უფლებამოსილია დადგეს საკონსულო აღრიცხვაზე. ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად პირის საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის უფლებამოსილება აქვთ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას, საკონსულო დაწესებულებას, მესამე სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შექმნილ საქართველოს ინტერესთა სექციას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტსა და სააგენტოს.

8.(ამოღებულია - 26.12.2018, №4137) .

9.საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას, მესამე სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შექმნილ საქართველოს ინტერესთა სექციას ან საკონსულო დაწესებულებას (შემდგომ − საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება) რეგისტრაციის მოთხოვნით განცხადება შეიძლება წარუდგინოს მხოლოდ საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქემ, რომელიც არ არის რეგისტრირებული საქართველოში.

10.საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეზე პირადობის ელექტრონული მოწმობა გაიცემა მხოლოდ მისი მოთხოვნის შემთხვევაში.

11.ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საზღვარგარეთ მისამართზე რეგისტრაციისათვის მესაკუთრის თანხმობა სავალდებულო არ არის.

12.(ამოღებულია - 26.12.2018, №4137) .

13.საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესი განისაზღვრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტით.

14.(ამოღებულია – 24.06.2011, №4937).

15.პირის რეგისტრაციის, საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და გაცემული დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია აისახება სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში.

15¹.პირის საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის შესახებ ინფორმაცია აისახება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო საქმიანობის მართვის ელექტრონულ სისტემაში (პროგრამაში).

15².პირის საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებასთან და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნასთან დაკავშირებული მონაცემების ელექტრონულ სისტემაში განთავსების მიზნით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს სააგენტოსთვის ამ მუხლის 15 1 პუნქტით გათვალისწინებული საკონსულო საქმიანობის მართვის ელექტრონული სისტემის (პროგრამის) საკონსულო აღრიცხვის მონაცემთა ბაზის ხელმისაწვდომობას.

16.რეგისტრაციასთან და პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების დაინტერესებული მხარისთვის გაცნობის, აგრეთვე პირადობის (ბინადრობის) მოწმობის დაინტერესებული მხარისთვის გადაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ხოლო ამ უფლებამოსილებათა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მიერ განხორციელების წესი − ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2629-სსმI, №3 16.01.2006წ.,მუხ.23 საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5973-სსმI, №9, 04.04.2008წ., მუხ.60 საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3355-სსმI, №41, 21.07.2010წ., მუხ.255 საქართველოს 2010 წლის 1ოქტომბრის კანონი №3653-სსმI, №53, 11.10.2010წ., მუხ.337 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4049-სსმI, №76, 29.12.2010წ., მუხ.493 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4937 - ვებგვერდი, 14.07.2011წ. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5563 - ვებგვერდი, 28.12.2011წ. საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5664 - ვებგვერდი, 12.01.2012წ. საქართველოს 2014 წლის 29 მაისის კანონი №2480- ვებგვერდი, 29.05.2014წ. საქართველოს 2016 წლის 8 ივნისის კანონი №5378 - ვებგვერდი, 24.06.2016წ. საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის კანონი №5448 - ვებგვერდი, 12.07.2016წ. საქართველოს 2017 წლის 23 მარტის კანონი №505 - ვებგვერდი, 27.03.2017წ. საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №778 - ვებგვერდი, 25.05.2017წ. საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2637 – ვებგვერდი, 06.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 26 დეკემბრის კანონი №4137 – ვებგვერდი, 10.01.2019წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6997 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1322 – ვებგვერდი, 18.12.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №59 · ძალაშია 1 იან. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 იან. 2026 – 1 ივლ. 2026 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 18

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2026· გამოქვეყნდა 18 დეკ. 2025

    მე-3 პუნქტში 14 წლამდე და მეურვეობა-მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის რეგისტრაციის განმცხადებელთა ჩამონათვალიდან ამოღებულია ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია.

  2. 28 ივლ. 2020
  3. 10 იან. 2019
  4. 15 ოქტ. 2018· გამოქვეყნდა 6 ივლ. 2018
  5. 1 ოქტ. 2017· გამოქვეყნდა 24 ივნ. 2016

    მე-3 მუხლს დაემატა მე-3 პუნქტი, რომელიც განსაზღვრავს, ვის განცხადებით ხდება 14 წლამდე პირის და მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაცია.

  6. 1 ივნ. 2017· გამოქვეყნდა 25 მაი. 2017

    მე-3 მუხლის პირველ პუნქტში „ძალადობის მსხვერპლი ბავშვის“ განმარტებაში მითითებული კანონის სახელწოდება ახლებურად არის ჩამოყალიბებული: დაემატა „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და“ და სახელწოდების მეორე ნაწილიდან ამოღებულია „ოჯახში“.

  7. 12 ივლ. 2016

    მე-3 მუხლის პირველ, მე-3, 3¹ და მე-6 პუნქტებში მიუსაფარი ბავშვისა და ძალადობის მსხვერპლი ბავშვის რეგისტრაცია და მოწმობის გაცემა შესაძლებელია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს განცხადებით ან თანხმობით; მე-3 პუნქტიდან ამოღებულია თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული.

  8. 1 იან. 2015· გამოქვეყნდა 29 მაი. 2014
  9. 26 ივნ. 2012· გამოქვეყნდა 12 ივნ. 2012
  10. 19 ივნ. 2012
  11. 1 მარ. 2012· გამოქვეყნდა 28 დეკ. 2011

    მე-3 მუხლში ემიგრანტთა გამონაკლისი ემიგრაციის ნებართვას დაუკავშირდა, მე-4 პუნქტს დაემატა არასრულწლოვნის რეგისტრაციის წესი ფაქტობრივი საცხოვრებლის მიხედვით, მე-6 პუნქტში ასაკი „18“ შეიცვალა „1 6“-ით, ხოლო მე-16 პუნქტში ერთობლივი ბრძანების ორი მხარის დასახელება გადაკეთდა.

  12. 12 იან. 2012

    მე-3 მუხლის მე-3 პუნქტში განმცხადებელთა სიაში გამგეობის (მერიის) რწმუნებული შეიცვალა თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულით.

  13. 14 ივლ. 2011

    მე-6 პუნქტში კანონიერ წარმომადგენელთან ერთად რეგისტრაციის ასაკობრივი ზღვარი 16-დან 18 წლამდე გაიზარდა და სხვა მისამართზე რეგისტრაციის წესი ახლებურად ჩამოყალიბდა; ამოღებულია მე-14 პუნქტი საკონსულო დეპარტამენტის ყოველთვიური ინფორმაციის შესახებ; დაემატა მე-16 პუნქტი გადაწყვეტილებების გაცნობისა და მოწმობის გადაცემის წესის შესახებ.

  14. 3 იან. 2011· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2010

    პირველ პუნქტს დაემატა განცხადების საფუძველზე რეგისტრაციისა და მოწმობის გაცემის წესი 14 წლის ასაკს მიღწეული პირისთვის, ხოლო მე-6 პუნქტში წერილობითი თანხმობა ელექტრონულადაც შეიძლება გამოიხატოს.

  15. 2 იან. 2011· გამოქვეყნდა 29 სექ. 2010
  16. 15 ოქტ. 2010· გამოქვეყნდა 11 ოქტ. 2010

    მე-9 პუნქტს დაემატა დებულება, რომ საკონსულო თანამდებობის პირი ამ მოქმედებას დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს. მე-10 პუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა: სამოქალაქო რეესტრის სააგენტო ამოღებულია და საზღვარგარეთ რეგისტრირებულ მოქალაქეზე პირადობის მოწმობა გაიცემა მისი სურვილის შემთხვევაში.

  17. 21 ივლ. 2010

    მე-10 პუნქტში საზღვარგარეთ რეგისტრირებულ მოქალაქეზე პირადობის მოწმობას ახლა გასცემს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მეშვეობით.

  18. 1 მაი. 2006· გამოქვეყნდა 16 იან. 2006

    პირველ პუნქტში რეგისტრაციის ვალდებულება 16 წლის ასაკს მიღწეულ პირებს ეხება და მას დაემატა პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მიღების ვალდებულება; დაემატა მე-4 და მე-5 პუნქტები საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების რეგისტრაციისა და საკონსულო აღრიცხვის შესახებ.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 2შემდეგი მუხლი 4

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბინადრობა ინდივიდუალური მეწარმისთვის4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბინადრობა უძრავი ქონების მფლობელთათვის (პენსიონერები)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბინადრობა ფრილანსერებისთვის (ბრუნვის საფუძველზე)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბინადრობა ციფრული მომთაბარეებისთვის (Digital Nomad)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
მორის გიგაური

მორის გიგაური

იურისტი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 17 დეკ. 2025 · №59

  • 18 ცვლილება · ბოლო 18 დეკ. 2025
  • 25 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ

  • 2
  • 14
  • 13

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 20ბინადრობის მოწმობა
  • 17საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვა და გადაწყვეტა

საქართველოს მოქალაქეობის შესახებ

  • 44საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა
  • 26საქართველოს მოქალაქედ მიღების პირობები
  • 43საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტები

საქართველოს მოქალაქეობის შესახებ

  • 12სრულწლოვანი პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება
  • 6არასრულწლოვანი პირის და მხარდაჭერის მიმღების მოქალაქეობის შეცვლა
  • 21¹სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება

უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ

  • 8უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
214134426438201712621¹3
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მოქალაქეთა…უცხოელთა და მოქალაქეობ…საქართველოს მოქალაქეობ…საქართველოს მოქალაქეობ…უცხოეთში მცხოვრები თან…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025 · რედაქცია №59 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026