საერთო სასამართლოების შესახებ

მუხლი 75⁴. დისციპლინური სამართალწარმოების კონფიდენციალურობა

რედაქცია №61 კონსოლიდირებული · 4 მარ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.დისციპლინური სამართალწარმოების პროცესი კონფიდენციალურია. შესაბამისი უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირები და საჯარო მოსამსახურეები ვალდებული არიან დაიცვან ყველა იმ ინფორმაციის საიდუმლოება, რომელიც მათთვის დისციპლინური სამართალწარმოების დროს გახდა ცნობილი, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2.მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის, შეჩერების ან განახლების შესახებ გადაწყვეტილება, აგრეთვე ამ კანონის 75 41 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიღებიდან 5 დღის ვადაში ეგზავნება საჩივრის (განცხადების) ავტორს და შესაბამის მოსამართლეს.

3.მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების და მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ გადაწყვეტილება, აგრეთვე ამ კანონის 75 41 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები მიღებიდან 5 დღის ვადაში ეგზავნება ასევე საჩივრის (განცხადების/შეტყობინების) ავტორს, თუ საერთო სასამართლოში აღარ განიხილება ის საქმე, რომელთან დაკავშირებითაც განხორციელდა დისციპლინური სამართალწარმოება. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ . საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 1

ყველა გადაწყვეტილება
  • №25აგ-242024-12-1841
    გადასინჯვა / ცნობა (T3)

    განაჩენის გადასინჯვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო

    უზენაესმა სასამართლომ განიხილა კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის მოთხოვნა და სასამართლოს შემადგენლობის შეუტყობინებლობის საკითხი. პალატამ დაადგინა, რომ მსჯავრდებულს არ მიეცა მოსამართლის აცილების მოთხოვნის შესაძლებლობა, თუმცა გადასინჯვის კანონით გათვალისწინებული საფუძველი წარმოდგენილი არ იყო. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გადასინჯვის შუამდგომლობის დაუშვებლობის განჩინება უცვლელად დარჩა და საბოლოო სასჯელად ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა დარჩა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №57 · ძალაშია 2 ივლ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 2 ივლ. 2025 – 1 სექ. 2025 ტექსტი უცნობია

  2. 4 აგვ. 2010 – 1 მაი. 2018 მუხლი კანონში არ იყო

  3. … – 4 აგვ. 2010 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 27 ივნ. 2025
  2. · გამოქვეყნდა 26 აპრ. 2018

    75⁴ მუხლი ადგენს სამართალწარმოების კონფიდენციალურობას, მოსამართლის უფლებას მოითხოვოს სხდომების გასაჯაროება და გადაწყვეტილებათა 5-დღიან ვადაში გაგზავნის წესს (მე-2 და მე-3 პუნქტები).

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11²¹75⁴¹75²⁴75⁷⁴75¹³75²75¹²93918894313212475⁴
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაერთო სასამართლოების …ადვოკატთა დისციპლინური…საჯარო სამსახურის შესა…არასრულწლოვანთა მართლმ…საქართველოს ადვოკატთა …დანაშაულის პრევენციის,…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №61 · ბოლოს შემოწმდა