ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულება

მუხლი 3. დისციპლინური წარმოების კონფიდენციალობა და ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების საჯაროობა

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 23 დეკ. 2018

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დისციპლინური წარმოების პროცესი კონფიდენციალურია, ხოლო ეთიკის კომისიის და დისციპლინური კოლეგიების სხდომები დახურული. ორივე მხარის მოთხოვნის შემთხვევაში ეთიკის კომისია უფლებამოსილია სხდომა ჩაატაროს საჯაროდ (24.10.15).

2.ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება დისციპლინური სახდელის დაკისრების, დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების გამოყენების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებაზე უარის თქმის, ასევე გადაწყვეტილება დისციპლინური დევნის აღძვრაზე უარის თქმის ან დისციპლინური საქმის შეწყვეტის შესახებ საჯაროა.

21.ეთიკის კომისიის ყველა შემაჯამებელი გადაწყვეტილება საჯაროდ თავსდება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ვებგვერდზე, პერსონალური მონაცემების დამუშავების შემდეგი წესის შესაბამისად: ა) დისციპლინური წარმოების შეწყვეტის, დისციპლინური დევნის აღძვრაზე უარის თქმის, გამართლების, ადვოკატისათვის კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვის შესახებ გადაწყვეტილებები საჯაროდ თავსდება ადვოკატის პერსონალური მონაცემების დაფარვით - დაშტრიხული სახით. ადვოკატისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებები საჯაროდ განთავსდება ასოციაციის ვებ-გვერდზე, ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან, ადვოკატის პერსონალური მონაცემების აღნიშვნით (ადვოკატის სახელი, გვარი, სიითი ნომერი). ბ) გაფრთხილების დაკისრების თაობაზე ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება, ადვოკატის პერსონალური მონაცემების მითითებით, ასოციაციის ვებ-გვერდზე განთავსებული იქნება გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 18 თვის განმავლობაში. საადვოკატო საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება, ადვოკატის პერსონალური მონაცემების მითითებით, ასოციაციის ვებ-გვერდზე განთავსდება გადაწყვეტილების ძალაში შესვლისთანავე და განთავსებული იქნება წევრობის აღდგენიდან 2 წლის განმავლობაში. ასოციაციის წევრობის შეწყვეტის შესახებ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება, ადვოკატის პერსონალური მონაცემების მითითებით, ასოციაციის ვებ- გვერდზე განთავსებული იქნება გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 5 წლის განმავლობაში. მოცემული ვადების გასვლის შემდეგ აღნიშნული გადაწყვეტილებები თავსდება ადვოკატის პერსონალური მონაცემების დაფარვით, დაშტრიხული სახით. კონკრეტული სახდელის შემთხვევაში მოცემული ვადების გასვლამდე ადვოკატის გარდაცვალების შემთხვევაში, ინფორმაციის მიღებისთანავე, ადვოკატის პერსონალური მონაცემები იშტრიხება. გ) ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებებში საჩივრის (მომართვის) ავტორის პერსონალური მონაცემები დაშტრიხვის გზით დაფარულია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს მხარის წერილობითი მოთხოვნა მისი პერსონალური მონაცემების ვებ-გვერდზე გასაჯაროების შესახებ.

22.ეთიკის კომისია დებულების 21 მუხლით განსაზღვრული წესით ამუშავებს და ასოციაციის ვებგვერდზე განათავსებს ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებებზე მიღებულ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილებებს (23.12.2018).

3.საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრები და აპარატის თანამშრომლები ვალდებულნი არიან დაიცვან კანონით განსაზღვრული ინფორმაციის საიდუმლოება, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა დისციპლინური წარმოების დროს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 23 დეკ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3535¹32775⁴75¹¹75⁴²9428522213
მნიშვნელობით ახლოსადვოკატთა დისციპლინური…საერთო სასამართლოების …ადვოკატთა შესახებსაქართველოს პატენტრწმუ…საჯარო სამსახურის შესა…მაუწყებლობის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა