Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებმუხლი 2 (დანართი 1)

სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 2 (დანართი 1). გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვა

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 9 იან. 2019

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123455¹6789101112

1.ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვისა და საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტები/მიზნობრივი დაფინანსება აღირიცხება ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვის ელექტრონულ ბაზაში (შემდგომში - ელექტრონული ბაზა).

2.ელექტრონულ ბაზაში შეიტანება შემდეგი მონაცემები: ა) ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების მიმღები ან/და განმკარგავი სამინისტროს და/ან უწყების დასახელება; ბ) ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების მიმღები ან/და განმკარგავი სამინისტროს ან/და უწყების მისამართი (ადგილმდებარეობა) და საკონტაქტო ტელეფონები; გ) საგადასახადო ორგანოს მიერ მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი; დ) ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების ხელშეკრულების თარიღი (ნომერი) და მოქმედების ვადა; ვ) ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების გამცემის (დონორის) დასახელება.

3.ელექტრონულ ბაზაში სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტი/მიზნობრივი დაფინანსება შეიძლება არ იქნეს შეტანილი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი დოკუმენტები არ შეესაბამება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.

4.სამინისტროებისა და უწყებებისათვის მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების დამტკიცება ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების შესახებ ხარჯთაღრიცხვის ელექტრონული ცნობით (შემდგომში – ცნობა), ელექტრონულ ბაზაში ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული მონაცემების შეტანის შემდეგ.

5.ცნობით დასადასტურებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტროში უნდა წარადგინონ ამ ბრძანების დანართი №2-ით გათვალისწინებული შევსებული ფორმა ერთ ეგზემპლარად. ფორმის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით. ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების ცნობით დაუდასტურებლობის შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო წერილობითი ფორმით ატყობინებს შესაბამის სამინისტროს ან უწყებას.

5¹.ამ ბრძანების №2 დანართში აისახება დონორთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში გადასახდელი ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების მიმდინარე წლის წლიური მოცულობა.

6.ცნობის დადასტურება ხორციელდება ელექტრონულად, ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის სახელმწიფო და ნაერთი ბიუჯეტის ფორმირების სამმართველოს უფროსის ან/და  საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსის ან/და საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მიერ.  ცნობას ენიჭება ნომერი და თარიღი.

7.წლიური საბიუჯეტო კანონის დამტკიცების შემდგომ ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების სახით მიღებული სახსრების სახაზინო კოდზე ფაქტობრივად ჩარიცხული თანხის მოცულობის მიხედვით, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის” მე-40 მუხლისა და დადასტურებული ცნობ(ებ)ის საფუძველზე,  შესაძლოა დაზუსტდეს წლიური საბიუჯეტო კანონი.

8.სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტები/მიზნობრივი დაფინანსება ჩაირიცხება ხაზინის ერთიანი ანგარიშის 302007000 სახაზინო კოდზე – ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების სახით მიღებული სახსრები. ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების სახსრებით გაწეული ხარჯების დაბრუნება ხორციელდება ხაზინის ერთიანი ანაგარიშის სახაზინო კოდზე – 302009941, გარდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირდაპირი ჩარიცხვებისა.

9.ყოველი წლის 1 იანვრისათვის არსებული ნაშთი რჩება ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების მიმღების/განმკარგავის განკარგულებაში და მისი ცნობით დადასტურების შემთხვევაში შესაძლოა აისახოს შესაბამის წლიურ საბიუჯეტო კანონში ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად.

10.საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული გრანტები/მიზნობრივი დაფინანსება, ამ მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით წლიური საბიუჯეტო კანონის დაზუსტების შემდგომ, აისახება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებულ კვარტალურ განწერაში.

11.სახაზინო სამსახური ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების მიმღები სამინისტროებისა და უწყებების მიერ გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების თანხებით გაწეულ საკასო ოპერაციებზე, სახაზინო სამსახურში არსებული ინფორმაციის და ამ მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, კვარტალური განწერის დაზუსტების შემდგომ უზრუნველყოფს შესაბამისი ოპერაციების განხორციელებას, თანხების ბიუჯეტის შემოსულობებში და გადასახდელებში ასახვის მიზნით.

12.ამ წესის საფუძველზე აღრიცხული, სამინისტროებისა და უწყებების მიერ ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების სახით მიღებული შემოსავლები და გაწეული გადასახდელები აისახება შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშსა და ანგარიშგებაში. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 22 სექტემბრის ბრძანება №302 - ვებგვერდი, 22.09.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 4 მაისის ბრძანება №155 - ვებგვერდი, 05.05.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 9 იანვრის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 10.01.2019წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 31 დეკ. 2014 – 1 იან. 2019 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 1 (დანართი 1)შემდეგი მუხლი 3 (დანართი 1)

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბრიჯ დაფინანსება4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სახელმწიფო გრანტებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 9 იან. 2019 · №4

  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს საბიუჯ… 40

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“

  • 31წლის განმავლობაში მიღებული ფულადი გრანტები და მიზნობრივი დაფინანსება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ

  • 18წლის განმავლობაში მიღებული ფულადი გრანტები და მიზნობრივი დაფინანსება

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“

  • 17წლის განმავლობაში მიღებული ფულადი გრანტები და მიზნობრივი დაფინანსება

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2015 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“

  • 16წლის განმავლობაში მიღებული ფულადი გრანტები და მიზნობრივი დაფინანსება

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ"

  • 16წლის განმავლობაში მიღებული ფულადი გრანტები და მიზნობრივი დაფინანსება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ

  • 16წლის განმავლობაში მიღებული ფულადი გრანტები და მიზნობრივი დაფინანსება

"აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ"

  • 31წლის განმავლობაში მიღებული ფულადი გრანტები და მიზნობრივი დაფინანსება

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 35საბიუჯეტო განაცხადი და ზღვრული მოცულობები
  • 36საბიუჯეტო განაცხადების წარდგენა

გრანტების შესახებ

  • 5²ამ კანონის მე-2 მუხლის 1 4 −1 6 პუნქტებით გათვალისწინებული გრანტების გაცემის წესი

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 17ფულადი სახსრების გადარიცხვა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ

  • 24საბიუჯეტო განაცხადი  და ზღვრული მოცულობები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5²4035363131161616171724182 (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბიუჯეტო …აფხაზეთის ავტონომიური …აფხაზეთის ავტონომიური …აფხაზეთის ავტონომიური …აფხაზეთის ავტონომიური …აფხაზეთის ავტონომიური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 9 იან. 2019 · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა 23 ოქტ. 2026