შემოსავლების სამსახურის შესახებ

მუხლი 11. სამსახურის თანამშრომლის სოციალური დაცვა

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 26 ნოე. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით სამსახურის თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში დაღუპულის მეუღლეს, შვილებსა და შრომისუუნარო მშობლებს პროპორციულად მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით. თუ ერთჯერადი დახმარების მიღების უფლება მხოლოდ მშობლებს აქვთ, მათ დახმარება ყველა შემთხვევაში მიეცემათ.

2.სამსახურის თანამშრომელს, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით დასახიჩრდა ან რომელსაც დაუდგინდა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად მიეცემა ერთჯერადი დახმარება არა უმეტეს 7 000 ლარისა.

3.ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები გამოიყენება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.

3¹.სამსახურის მიერ სამსახურის თანამშრომლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა სავალდებულოა.

4.სამსახურის თანამშრომელს, რომელსაც სამსახურებრივი უფლებამოსილების სხვა მუნიციპალიტეტში განხორციელება უწევს, რაც დაკავშირებულია ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან, საცხოვრებელი ფართობის დაქირავების უზრუნველყოფისთვის სამსახურის უფროსის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეძლევა კომპენსაცია.

5.ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურის თანამშრომლის მიერ საცხოვრებელი ფართობის დაქირავების უზრუნველყოფის წესსა და პირობებს ამტკიცებს სამსახურის უფროსი.

6.ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართობის დაქირავების უზრუნველყოფისთვის კომპენსაციის ოდენობას ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3160 – ვებგვერდი, 30.07.2018წ. საქართველოს 2025 წლის 26 ნოემბრის კანონი №1117 – ვებგვერდი, 27.11.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №13 · ძალაშია 1 იან. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 31 მარ. 2010 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 27 ნოე. 2025
  2. მე-3 პუნქტში მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის მოქმედება შემოიფარგლა პირველი და მე-2 პუნქტებით, ხოლო დაემატა მე-4–მე-6 პუნქტები თანამშრომლის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის შესახებ, რომლის წესს და გადაწყვეტილებას სამსახურის უფროსს მიანიჭებს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1718³2271505141694861658211
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო სამსახურის შესა…სოციალური მუშაობის შეს…საქართველოს ფინანსთა ს…დაცული ტერიტორიების სი…პოლიციის შესახებპროკურატურის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა