Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებმუხლი 41

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

მუხლი 41. მოსამსახურის სოციალური დაცვა

რედაქცია №25 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026
თემები:ინციდენტზე რეაგირებაკომპენსაცია და შეღავათებითავდაცვის შესყიდვები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101111¹1213141516

1.მოსამსახურის სოციალურ დაცვას სახელმწიფო უზრუნველყოფს.

2.უზრუნველყოფილია მოსამსახურის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევა. მოსამსახურის ოჯახის წევრების (მეუღლე, არასრულწლოვანი შვილები) სახელმწიფო დაზღვევის წესი და პირობები განისაზღვრება სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით.

3.კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში სამსახურის მოხელეს 2 თვის განმავლობაში უნარჩუნდება ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისი ხელფასი (ფულადი სარგო).

4.ზიანი, რომელიც მიადგა მოსამსახურეს ან/და მისი ოჯახის წევრს  მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, სრულად ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5.მოსამსახურის საპენსიო უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მოსამსახურეს ენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.

6.მოსამსახურისა და მისი ოჯახის წევრის (წევრების) სამედიცინო მომსახურების წესი და პირობები განისაზღვრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის წესდებით.

7.მოსამსახურისათვის სამსახურის უფროსის ბრძანებით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების ფარგლებში შეიძლება განისაზღვროს ერთჯერადი დახმარების, სხვა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებები და შეღავათები.

8.სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მოსამსახურეს შეიძლება საცხოვრებლად სარგებლობაში გადაეცეს სამსახურის ბალანსზე რიცხული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბინა, სახლი, დამხმარე ნაგებობა და მათზე დამაგრებული მიწის ფართობი.

9.სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას (გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოსამსახურის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) სამსახურისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, სამსახურის უფროსის აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარისა და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. მოსამსახურის დაკრძალვის, აგრეთვე ნეშტის გადმოსვენების ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს.

10.სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას, სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობისას, დამნაშავეობასთან ბრძოლისას ან/და საბრძოლო მოქმედებების დროს შეტაკებისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას მოსამსახურის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) სამსახურისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, სამსახურის უფროსის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. მოსამსახურის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს.

11.სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახის წევრებს ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

11¹.მოსამსახურეს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო ენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.

12.სამსახურის საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში, ეკონომიის არსებობის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტის საფუძველზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული მოსამსახურის ოჯახის წევრს (მემკვიდრეს) ან მის კმაყოფაზე მყოფ პირს შეიძლება მიეცეს დამატებითი მატერიალური და ფულადი დახმარება.

13.სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში მოსამსახურეს დაზიანების ხარისხის შესაბამისად, სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება შემდეგი ოდენობით: ა) ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისას – 10 000 ლარი; ბ) ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 5 000 ლარი; გ) ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებისას – 2 000 ლარი.

14.სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, თუ დაზიანება შეუძლებელს ხდის მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას, სამსახური უზრუნველყოფს ამ მოსამსახურის სამსახურში, მისი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამის თანამდებობაზე დასაქმებას.

15.თუ ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახური ობიექტური მიზეზის გამო ვერ უზრუნველყოფს მოსამსახურის დასაქმებას, მას უმუშევრობის პერიოდში, მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა, ყოველთვიურად ეძლევა კომპენსაცია ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისი თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით.

16.მოსამსახურის ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი განისაზღვრება კანონით დადგენილი წესით. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №762 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. თავი VIII სამსახურის დაფინანსება, მატერიალურ-ტექნიკური და საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფა

რედაქციების შედარება

1. მოსამსახურის სოციალურ დაცვას სახელმწიფო უზრუნველყოფს. 2. უზრუნველყოფილია მოსამსახურის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევა. მოსამსახურის ოჯახის წევრების (მეუღლე, არასრულწლოვანი შვილები) სახელმწიფო დაზღვევის წესი და პირობები განისაზღვრება სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით. 3. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში სამსახურის მოხელეს 2 თვის განმავლობაში უნარჩუნდება ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისი ხელფასი (ფულადი სარგო). 4. ზიანი, რომელიც მიადგა მოსამსახურეს ან/და მისი ოჯახის წევრს  მოსამსახურის მიერ4. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთანშესრულებისას დაკავშირებით,მიყენებული ზიანი მოსამსახურეს სრულად ანაზღაურდებააუნაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. მოსამსახურის საპენსიო უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მოსამსახურეს ენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით. 6. მოსამსახურისა და მისი ოჯახის წევრის (წევრების) სამედიცინო მომსახურების წესი და პირობები განისაზღვრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის წესდებით. 7. მოსამსახურისათვის სამსახურის უფროსის ბრძანებით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების ფარგლებში შეიძლება განისაზღვროს ერთჯერადი დახმარების, სხვა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებები და შეღავათები. 8. სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მოსამსახურეს შეიძლება საცხოვრებლად სარგებლობაში გადაეცეს სამსახურის ბალანსზე რიცხული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბინა, სახლი, დამხმარე ნაგებობა და მათზე დამაგრებული მიწის ფართობი. 9. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისასშესრულებისას, (გარდაგარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა)შემთხვევებისა, მოსამსახურის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) სამსახურისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, სამსახურის უფროსის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარისა და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. მოსამსახურის დაკრძალვის, აგრეთვე ნეშტის გადმოსვენებისდაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს. 10. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას, სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობისას, დამნაშავეობასთან ბრძოლისას ან/და საბრძოლო მოქმედებების დროს შეტაკებისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას მოსამსახურის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) სამსახურისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, სამსახურის უფროსის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. მოსამსახურის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს. 11. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახის წევრებს ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 11 1 . მოსამსახურეს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო ენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით. 12. სამსახურის საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში, ეკონომიის არსებობის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტის საფუძველზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული მოსამსახურის ოჯახის წევრს (მემკვიდრეს) ან მის კმაყოფაზე მყოფ პირს შეიძლება მიეცეს დამატებითი მატერიალური და ფულადი დახმარება. 13. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში მოსამსახურესშემთხვევაში, დაზიანების ხარისხის შესაბამისად, მოსამსახურეს სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება შემდეგი ოდენობით: ა) ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისას – 107 000 (შვიდი ათასი) ლარი; ბ) ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 54 000 (ოთხი ათასი) ლარი; გ) ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებისას – 2 000 (ორი ათასი) ლარი. 14. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, თუ დაზიანება შეუძლებელს ხდის მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას, სამსახური უზრუნველყოფს ამ მოსამსახურის სამსახურში, მისი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამის თანამდებობაზე დასაქმებას. 15. თუ ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახური ობიექტური მიზეზის გამო ვერ უზრუნველყოფს მოსამსახურის დასაქმებას, მას უმუშევრობის პერიოდში, მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა, ყოველთვიურად ეძლევა კომპენსაცია ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისი თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით. 16. მოსამსახურის ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი განისაზღვრება კანონით დადგენილი წესით. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №762 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. თავი VIII სამსახურის დაფინანსება, მატერიალურ-ტექნიკური და საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფა

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 აგვ. 2025· გამოქვეყნდა 27 ივნ. 2025
წინა მუხლი 40შემდეგი მუხლი 42

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სამსახურებრივი მოვალეობისას მიყენებული ზიანი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სამხედრო საკონტრაქტო სამსახურისერვისის გვერდი
  • სოციალური დაცვის შეღავათებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-10 · №25

1
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-06-27
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

სახელმწიფო კომპენს… 5

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 40მოსამსახურის სამართლებრივი დაცვა

პენიტენციური კოდექსი

  • 27მოსამსახურის შრომის ანაზღაურება და სოციალური დაცვა
  • 25მოსამსახურის სამართლებრივი და უსაფრთხოების დაცვის გარანტიები

პოლიციის შესახებ

  • 49პოლიციელის სოციალური დაცვა

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 61მოსამსახურის სოციალური დაცვის გარანტიები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ

  • 22სამსახურის თანამშრომლის სოციალური დაცვა

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

  • 17სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის სოციალური დაცვა

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 11¹³მოსამსახურის შრომის ანაზღაურება და სოციალური დაცვა

თავდაცვის კოდექსი

  • 149მატერიალური უზრუნველყოფა და სოციალური გარანტიები

სადაზვერვო საქმიანობის შესახებ

  • 11საქართველოს დაზვერვის სისტემის სამხედრო მოსამსახურის სოციალური დაცვა

ფინანსური პოლიციის შესახებ

  • 23პოლიციის თანამშრომლის სოციალური დაცვა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 40¹⁸პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლის სოციალური დაცვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
231111¹³5172240¹⁸494061149272541
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო კომპენსაციი…პენიტენციური კოდექსიპოლიციის შესახებსამოქალაქო უსაფრთხოები…საქართველოს ფინანსთა ს…საქართველოს სახელმწიფო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026