Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებმუხლი 22

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ

მუხლი 22. სამსახურის თანამშრომლის სოციალური დაცვა

რედაქცია №17 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:ინციდენტზე რეაგირებაკომპენსაცია და შეღავათები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.სახელმწიფო უზრუნველყოფს სამსახურის თანამშრომლის სოციალურ დაცვას.

2.სამსახურის თანამშრომელი იღებს: ა) ხელფასს, რომელიც მოიცავს თანამდებობრივ და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს; ბ) კვების ულუფის ფინანსურ კომპენსაციას; გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებსა და კომპენსაციებს.

3.სამსახურის თანამშრომლის წლიური შვებულების ხანგრძლივობაა 30 კალენდარული დღე.

4.სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამსახურის თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მეუღლეს, შვილებსა და შრომისუუნარო მშობლებს) ან მის კმაყოფაზე მყოფ პირებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით.

5.სამსახურის თანამშრომელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დასახიჩრების ან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში, სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად მიეცემა ერთჯერადი დახმარება არა უმეტეს 7 000 ლარისა.

6.სამსახურის თანამშრომელს, რომელიც განთავისუფლდა სამსახურიდან ზღვრული ასაკის მიღწევის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად გახდომის გამო, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად უფლება აქვს, მიიღოს შესაბამისი სახელმწიფო კომპენსაცია ან სახელმწიფო პენსია.

7.სამსახურის თანამშრომლის თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის განაკვეთის, კვების ულუფის ფინანსური კომპენსაციის, სხვა დანამატებისა და კომპენსაციების ოდენობას ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

8.სამსახურის თანამშრომელი ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას, ხოლო მისი ოჯახის წევრთა სახელმწიფო დაზღვევასთან დაკავშირებულ საკითხებს (მათ შორის, ოჯახის წევრთა წრეს) განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

9.სამსახურის თანამშრომელს, რომელსაც სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელება სხვა მუნიციპალიტეტში უწევს, რაც დაკავშირებულია ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან, საცხოვრებელი ფართობის დაქირავების უზრუნველყოფისთვის სამსახურის უფროსის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეძლევა კომპენსაცია.

10.ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურის თანამშრომლის მიერ საცხოვრებელი ფართობის დაქირავების უზრუნველყოფის წესსა და პირობებს ამტკიცებს სამსახურის უფროსი. საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3811-სსმI,№65,26.11.2010წ.,მუხ.413 საქართველოს 2022 წლის 20 სექტემბრის კანონი №1817 – ვებგვერდი, 30.09.2022წ.

რედაქციების შედარება

1. სახელმწიფო უზრუნველყოფს სამსახურის თანამშრომლის სოციალურ დაცვას. 2. სამსახურის თანამშრომელი იღებს: ა) ხელფასს, რომელიც მოიცავს თანამდებობრივ და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს; ბ) კვების ულუფის ფინანსურ კომპენსაციას; გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებსა და კომპენსაციებს. 3. სამსახურის თანამშრომლის წლიური შვებულების ხანგრძლივობაა 30 კალენდარული დღე. 4. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამსახურის თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მეუღლეს, შვილებსა და შრომისუუნარო მშობლებს) ან მის კმაყოფაზე მყოფ პირებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით. 5. სამსახურის თანამშრომელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დასახიჩრების ან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში, სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად მიეცემა ერთჯერადი დახმარება არა უმეტეს 7 000 ლარისა. 6. სამსახურის თანამშრომელს, რომელიც განთავისუფლდა სამსახურიდან ზღვრული ასაკის მიღწევის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად გახდომის გამო, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად უფლება აქვს, მიიღოს შესაბამისი სახელმწიფო კომპენსაცია ან სახელმწიფო პენსია. 7. სამსახურის თანამშრომლის თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის განაკვეთის, კვების ულუფის ფინანსური კომპენსაციის, სხვა დანამატებისა და კომპენსაციების ოდენობას ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. 8. სამსახურის თანამშრომელი ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას, ხოლო მისი ოჯახის წევრთა სახელმწიფო დაზღვევასთან დაკავშირებულ საკითხებს (მათ შორის, ოჯახის წევრთა წრეს) განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. 9. სამსახურის თანამშრომელს, რომელსაც სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელება სხვა მუნიციპალიტეტში უწევს, რაც დაკავშირებულია ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან, საცხოვრებელი ფართობის დაქირავების უზრუნველყოფისთვის სამსახურის უფროსის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეძლევა კომპენსაცია. 10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურის თანამშრომლის მიერ საცხოვრებელი ფართობის დაქირავების უზრუნველყოფის წესსა და პირობებს ამტკიცებს სამსახურის უფროსი. საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3811-სსმI,№65,26.11.2010წ.,მუხ.413 საქართველოს 2022 წლის 20 სექტემბრის კანონი №1817 – ვებგვერდი, 30.09.2022წ.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 ნოე. 2022· გამოქვეყნდა 30 სექ. 2022
  2. 1 იან. 2011· გამოქვეყნდა 26 ნოე. 2010
წინა მუხლი 21შემდეგი მუხლი 23

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სამსახურებრივი მოვალეობისას მიყენებული ზიანი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სოციალური დაცვის შეღავათებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №17

0
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2022-09-30
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ფინანსური პოლიციის შესახებ

  • 23პოლიციის თანამშრომლის სოციალური დაცვა

შემოსავლების სამსახურის შესახებ

  • 11სამსახურის თანამშრომლის სოციალური დაცვა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 41მოსამსახურის სოციალური დაცვა
  • 40მოსამსახურის სამართლებრივი დაცვა

პენიტენციური კოდექსი

  • 27მოსამსახურის შრომის ანაზღაურება და სოციალური დაცვა

პოლიციის შესახებ

  • 49პოლიციელის სოციალური დაცვა

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

  • 17სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის სოციალური დაცვა

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 14⁵აღსრულების პოლიციელის სოციალური დაცვა

დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

  • 18³სააგენტოს თანამშრომლის სოციალური დაზღვევა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 40¹⁸პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლის სოციალური დაცვა

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 61მოსამსახურის სოციალური დაცვის გარანტიები

სოციალური მუშაობის შესახებ

  • 48დახმარება სოციალური მუშაკის დაღუპვისას ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აღიარებისას

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2314⁵1718³1140¹⁸49414048612722
მნიშვნელობით ახლოსფინანსური პოლიციის შეს…შემოსავლების სამსახური…საქართველოს სახელმწიფო…პენიტენციური კოდექსიპოლიციის შესახებსახელმწიფო დაცვის სპეც…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026