პროკურატურის შესახებ

მუხლი 82. დახმარება დაღუპვის ან დასახიჩრების შემთხვევაში

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პროკურატურის თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მშობლები, მეუღლე, შვილი/ნაშვილები ან ასეთის არარსებობის შემთხვევაში − მემკვიდრე) სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთდროული კომპენსაცია 15 000 ლარის ოდენობით.

2.სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პროკურატურის თანამშრომლის სხეულის დაზიანებისას ან ჯანმრთელობის მდგომარეობის სხვაგვარი გაუარესებისას, რის შედეგადაც იგი აღიარებულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირად, ან დასახიჩრებისას ეძლევა ერთდროული კომპენსაცია 7 000 ლარის ოდენობით. კომპენსაციის დანიშვნის წესი რეგულირდება ამ კანონის მე-80 მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილი წესით.

3.სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ან სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პროკურორზე/პროკურატურის გამომძიებელზე თავდასხმისას მისი დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს (მშობლები, მეუღლე, შვილი/ნაშვილები ან ასეთის არარსებობის შემთხვევაში − მემკვიდრე) სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთდროული კომპენსაცია 100 000 ლარის ოდენობით.

4.ზიანი, რომელიც მიადგა პროკურატურის თანამშრომელს (მისი ოჯახის წევრს) სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით, სრული მოცულობით ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, კანონით დადგენილი წესით, რომლის მოთხოვნის უფლებაც პროკურატურის თანამშრომელს (მისი ოჯახის წევრს) აქვს ზიანის მიყენებიდან 1 წლის განმავლობაში.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პროკურატურის თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მშობლები, მეუღლე, შვილი/ნაშვილები ან ასეთის არარსებობის შემთხვევაში − მემკვიდრე) სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთდროული კომპენსაცია 15 000 ლარის ოდენობით. 2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პროკურატურის თანამშრომლის სხეულის დაზიანებისას ან ჯანმრთელობის მდგომარეობის სხვაგვარი გაუარესებისას, რის შედეგადაც იგი აღიარებულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირად, ან დასახიჩრებისას ეძლევა ერთდროული კომპენსაცია 7 000 ლარის ოდენობით. კომპენსაციის დანიშვნის წესი რეგულირდება ამ კანონის მე-80 მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილი წესით. 3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ან სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პროკურორზე/პროკურატურის გამომძიებელზე თავდასხმისას მისი დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს (მშობლები, მეუღლე, შვილი/ნაშვილები ან ასეთის არარსებობის შემთხვევაში − მემკვიდრე) სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთდროული კომპენსაცია 100 000 ლარის ოდენობით. 4. ზიანი, რომელიც მიადგა პროკურატურის თანამშრომელს (მისი ოჯახის წევრს) სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით, სრული მოცულობით ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, კანონით დადგენილი წესით, რომლის მოთხოვნის უფლებაც პროკურატურის თანამშრომელს (მისი ოჯახის წევრს) აქვს ზიანის მიყენებიდან 1 წლის განმავლობაში.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 29 დეკ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

პროკურატურის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
91918³11 (დ…711150694866801782
მითითებამნიშვნელობით ახლოსპროკურატურის შესახებსაერთო სასამართლოების …საჯარო სამსახურის შესა…შემოსავლების სამსახური…სოციალური მუშაობის შეს…პოლიციის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა