პატიმრობის კოდექსი

მუხლი 94. აღსრულების ორგანიზება და კონტროლი

რედაქცია №43კონსოლიდირებული · 15 დეკ. 2023

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.დისციპლინურ პატიმრობასთან დაკავშირებულ სასამართლო გადაწყვეტილებას (განჩინებას) აღსასრულებლად მიაქცევს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტანი სასამართლო. აღსრულების ორგანიზება და კონტროლი ეკისრება სამსახურს.

2.მსჯავრდებულის მიერ დისციპლინური პატიმრობის მოხდის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

3.დისციპლინური პატიმრობის ვადა არ ჩაითვლება მსჯავრდებულის სასჯელის ვადაში. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №943 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3128 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. თავი XVI. მოთხოვნისა და საჩივრის განხილვის პროცედურები

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 1

ყველა გადაწყვეტილება
  • №168აგ-132013-12-0929
    გადასინჯვა / ცნობა (T3)

    ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა

    საკასაციო პალატამ განიხილა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნა სასჯელთა ერთობლიობის შესახებ უფრო ახალი კანონის გამოყენებისა და ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის გათვალისწინების საკითხებზე. პალატამ განმარტა, რომ ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა თავისუფლების აღკვეთის საერთო ვადაში არ ითვლება და მის შემდეგ თავისუფლების აღკვეთის მოხდა გრძელდება. რადგან გადაწყვეტილების მიღების დროისათვის მსჯავრდებულს სასჯელი სრულად ჰქონდა მოხდილი, პალატამ საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და გადასინჯვის შუამდგომლობის დაუშვებლობის შესახებ განჩინება ძალაში დატოვა; ამნისტიის შემდეგ განსაზღვრული საბოლოო სასჯელი იყო 4 წლით, 4 თვითა და 2 დღით თავისუფლების აღკვეთა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ერთ-ერთი ცვლილების ამოქმედების დღე უცნობია, ამიტომ ამ დღეს მოქმედ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 მაი. 2014 – ახლა ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6614³⁴30928428075⁶⁹75⁷¹75³⁰1083818094
მნიშვნელობით ახლოსპენიტენციური კოდექსისაქართველოს სისხლის სა…სააღსრულებო წარმოებათა…საერთო სასამართლოების …საქართველოს ადმინისტრა…შემოსავლების სამსახური…