სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

მუხლი 14³⁴. აღსრულების პოლიციელისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრებისა და გამოყენების წესი

რედაქცია №133 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დისციპლინური წარმოება ხორციელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის X თავის შესაბამისად, ამ მუხლით განსაზღვრული თავისებურებების გათვალისწინებით.

2.აღსრულების პოლიციელისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.

3.დაუშვებელია აღსრულების პოლიციელისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრება მისი დროებითი შრომისუუნარობის ან შვებულებაში ან მივლინებაში ყოფნის დროს, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან 1 წელზე მეტია გასული.

4.აღსრულების პოლიციელისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის შინაარსი, სიმძიმე და შედეგები, აგრეთვე ამ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გარემოებები, აღსრულების პოლიციელის პიროვნება და დამსახურება.

5.სასამართლოს მიერ შესაბამის სისხლის სამართლის საქმეზე ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამამართლებელი გადაწყვეტილების გამოტანა არ გამორიცხავს აღსრულების პოლიციელისთვის დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას.

6.სასამართლოს მიერ შესაბამის სისხლის სამართლის საქმეზე ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამამტყუნებელი გადაწყვეტილების გამოტანა გამორიცხავს აღსრულების პოლიციელისთვის დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას.

7.დაუშვებელია ერთი დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის აღსრულების პოლიციელისთვის ორი ან ორზე მეტი დისციპლინური სახდელის დაკისრება.

8.აღსრულების პოლიციელი დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონედ ითვლება მისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრებიდან 1 წლის განმავლობაში.

9.აღსრულების პოლიციელს დისციპლინური სახდელი შეიძლება ვადამდე მოეხსნას, თუ მას ახალი დისციპლინური გადაცდომა არ ჩაუდენია და თავი გამოიჩინა, როგორც კეთილსინდისიერმა მოსამსახურემ, აგრეთვე განსაკუთრებული დამსახურებისთვის. საქართველოს 2026 წლის 13 ოქტომბრის კანონი №1879/1 – ვებგვერდი, 16.10.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №133 · ძალაშია 1 ნოე. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 მაი. 1999 – 1 ნოე. 2026 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14³³11²¹11¹⁹75⁴⁸59¹5937945620717714³⁴
მნიშვნელობით ახლოსდანაშაულის პრევენციის,…სააღსრულებო წარმოებათა…პოლიციის შესახებპენიტენციური კოდექსისაერთო სასამართლოების …საქართველოს სახელმწიფო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №133 · ბოლოს შემოწმდა