პატიმრობის კოდექსი

მუხლი 55¹. პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარი დანაშაულის გამოძიება

რედაქცია №43კონსოლიდირებული · 15 დეკ. 2023

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარი დანაშაულის გამოძიება ხდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

2.თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მომხდარი დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულად ცნობილი პირი გადაჰყავთ პატიმრობის დაწესებულებაში.

3.ამ მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე პატიმრობის დაწესებულებაში გადაყვანილ მსჯავრდებულზე ამ დაწესებულების ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით ვრცელდება ის უფლებები და პირობები, რომლებიც დადგენილია შესაბამისი რისკის მსჯავრდებულისთვის. გამომძიებლის/ პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით შეიძლება მსჯავრდებულს შეეზღუდოს პაემნის, სატელეფონო საუბრისა და მიმოწერის უფლებები.

4.(ამოღებულია - 29.11.2019, №5392) .

5.გამომძიებლის/პროკურორის მიერ მსჯავრდებულისთვის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არ ვრცელდება მსჯავრდებულის მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე დაკავშირების შემთხვევებზე. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3523 - ვებგვერდი, 18.05.2015წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №943 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3128 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5392 – ვებგვერდი, 10.12.2019წ. საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №979 – ვებგვერდი, 05.11.2021წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1323 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2473¹165¹165²286897986601165155¹
მნიშვნელობით ახლოსპენიტენციური კოდექსისაქართველოს სისხლის სა…ამნისტიის შესახებარასრულწლოვანთა მართლმ…საქართველოს სისხლის სა…სისხლის სამართლის საერ…