1.პენიტენციურ დაწესებულებას იცავს სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი.
2.გარე დაცვის სამსახურის მოსამსახურე არის სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირი. გარე დაცვის სამსახურში შეიძლება ჩაირიცხოს წვევამდელი. მისი სამსახურის ვადა განისაზღვრება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით . [ 2. (ამოღებულია - 21.09.2023, №3512) . (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)] 3. გარე დაცვის სამსახურში წვევამდელის მიერ სამსახურის გავლა ითვლება სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლად და ხორციელდება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. გარე დაცვის სამსახურში ჩასარიცხ პირთა შერჩევის და მათ მიერ სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით . [ 3. (ამოღებულია - 21.09.2023, №3512) . (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)] 3 1 . გარე დაცვის სამსახურის უფლებამოსილება არ ვრცელდება დაწესებულების შიდა უსაფრთხოების სისტემაზე.
4.გარე დაცვის სამსახურის მოსამსახურის სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები განისაზღვრება „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონით. [ 4. (ამოღებულია - 21.09.2023, №3512) . (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)] 5. ცალკეულ შემთხვევებში სამსახურის გენერალურ დირექტორს შეუძლია სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ან პენიტენციურ დაწესებულებასთან შექმნას გაძლიერებული დაცვის ჯგუფები. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332 საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3523 - ვებგვერდი, 18.05.2015წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3128 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3512 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.

