პატიმრობის კოდექსი

მუხლი 60³. დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის წახალისების ფორმები

რედაქცია №43კონსოლიდირებული · 15 დეკ. 2023

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის სანიმუშო ყოფაქცევისა და საქმიანობისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების შემთხვევაში ამ დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) დაკისრებული დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა; გ) დამატებითი ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლების მიცემა; დ) დაწესებულების გარეთ დამატებითი ხანმოკლე გასვლის უფლების მიცემა; ე) დამატებითი ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლების მიცემა; ვ) დამატებითი ვიდეოპაემნით სარგებლობის უფლების მიცემა; ზ) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა; თ) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით იმ პირთან ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა, რომელიც ამ კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული არ არის. საქართველოს 2014 წლის 16 აპრილის კანონი №2241 - ვებგვერდი, 02.05.2014წ. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3523 - ვებგვერდი, 18.05.2015წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №943 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3128 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. თავი IX. ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14³²165²9469192793655973512560³
მნიშვნელობით ახლოსარასრულწლოვანთა მართლმ…პენიტენციური კოდექსისაქართველოს სახელმწიფო…საქართველოს სისხლის სა…შემოსავლების სამსახური…პოლიციის შესახებ