Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპენიტენციური კოდექსიმუხლი 125

პენიტენციური კოდექსი

მუხლი 125. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლა

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910111213141516

1.მსჯავრდებულს, რომელიც სასჯელს დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ან ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იხდის და რომლის მიმართაც არ მოქმედებს დისციპლინური სახდელი, უფლება აქვს, წელიწადში 2-ჯერ ისარგებლოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით. ორსულ ქალს, 3 წლამდე ბავშვის დედას უფლება აქვს, წელიწადში 3-ჯერ ისარგებლოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს, რომელშიც შედის მსჯავრდებულის დანიშნულების ადგილამდე მგზავრობის დროც.

2.მსჯავრდებულს, რომელიც სარგებლობს ამ კოდექსის 94-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და რომლის მიმართაც არ მოქმედებს დისციპლინური სახდელი ან რომელსაც არ აქვს შეფარდებული დისციპლინური პატიმრობა, სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით შეიძლება დამატებით წელიწადში 2-ჯერ მიეცეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება უმაღლესი განათლების მიღების უფლებით სარგებლობის ხელშეწყობის მიზნით. ამ ნაწილით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობის შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი მოთხოვნები.

3.მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლა ფორმდება სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებით. მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება ეძლევა მას შემდეგ, რაც მან ფაქტობრივად მოიხადა: ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის – ვადის არანაკლებ ნახევრისა; ბ) მძიმე დანაშაულისთვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის – ვადის არანაკლებ ორი მესამედისა; გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის – ვადის არანაკლებ სამი მეოთხედისა.

4.მსჯავრდებულს, რომელიც სასჯელს დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იხდის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებას აძლევს სამსახურის გენერალური დირექტორი, თუ დაკმაყოფილებულია ამ მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული პირობები, ამასთანავე, მსჯავრდებული დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულია: ა) სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად; ბ) მისი პირადი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; გ) გადამდები ინფექციური დაავადების გამო.

5.განსაკუთრებულ შემთხვევაში მსჯავრდებულს სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ვადების მიუხედავად, შეიძლება მიეცეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება.

6.მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულებით დადგენილი წესით შეეცვალოს ხანმოკლე პაემნით ან სატელეფონო საუბრით.

7.თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლების მისაღებად მსჯავრდებული, მისი დამცველი/კანონიერი წარმომადგენელი ან ახლო ნათესავი სამსახურის გენერალურ დირექტორს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ შუამდგომლობით მიმართავს. ამ შუამდგომლობაში უნდა მიეთითოს მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის მოტივი და დანიშნულების ადგილი.

8.თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შუამდგომლობის განხილვისას გაითვალისწინება: ა) მსჯავრდებულის პიროვნება; ბ) მსჯავრდებულის ოჯახური მდგომარეობა; გ) მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე; დ) დანიშნულების ადგილი; ე) სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები, რომლებიც მსჯავრდებულს დადებითად ან უარყოფითად ახასიათებს.

9.თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ შუამდგომლობის განხილვისას სამსახურის გენერალური დირექტორი უფლებამოსილია გამოიყენოს შემდეგი უზრუნველყოფის ღონისძიებები: ა) გირაო – არანაკლებ 2 000 ლარისა; ბ) პირადი თავდებობა; გ) ელექტრონული კონტროლის (მონიტორინგის) საშუალება.

10.შესაძლებელია თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიებების ერთად გამოყენება.

11.მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის ვადა შედის სასჯელის მოხდის საერთო ვადაში.

12.თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შემთხვევაში მსჯავრდებული იმავე დღეს უნდა გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში და უნდა დააფიქსიროს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის დაწყების დრო. თუ მსჯავრდებული ობიექტური მიზეზით ვერ ახერხებს აღნიშნულ დაწესებულებაში განსაზღვრულ ვადაში დაბრუნებას, პრობაციის ბიურო უფლებამოსილია გაუგრძელოს მას ვადა არაუმეტეს 2 დღისა.

13.მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის ხარჯები, გარდა ელექტრონული კონტროლის (მონიტორინგის) საშუალების გამოყენების ხარჯებისა, ანაზღაურდება მსჯავრდებულის ან მისი ახლო ნათესავის სახსრებით. მინისტრის ბრძანებით შეიძლება განისაზღვროს მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის ხარჯების ანაზღაურებისგან გათავისუფლების შემთხვევები.

14.თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ მსჯავრდებულის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში სამსახურის გენერალური დირექტორის მოტივირებული უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

15.მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის პერიოდში მისი გადაადგილების კონტროლს (მონიტორინგს) ახორციელებს სააგენტო.

16.პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის აღსრულების წესები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

წინა მუხლი 124შემდეგი მუხლი 126

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №8

4
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 94

მიუთითებენ მასზე

პოლიციის შესახებ 17ქალთა მიმართ ძალად… 17¹მუხლი 92სქესობრივი თავისუფ… 3

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

პენიტენციური კოდექსი

  • 36ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება
  • 124მსჯავრდებულის მიერ პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვება
  • 34გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 88არასრულწლოვანი მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლა
  • 95არასრულწლოვნის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლება
  • 90მსჯავრდებულის არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში დატოვება ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანა

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 50ვადიანი თავისუფლების აღკვეთა
  • 64გამოსაცდელი ვადა
  • 72სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლება

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 14მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვა

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 18ექსტრადიციას დაქვემდებარებული დანაშაულები

ამნისტიის შესახებ

  • 1—

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
50641417¹1817889590394923612434125
მითითებამნიშვნელობით ახლოსპენიტენციური კოდექსიპოლიციის შესახებქალთა მიმართ ძალადობის…სქესობრივი თავისუფლები…არასრულწლოვანთა მართლმ…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026