Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგანათლების ხარისხის განვითარების შესახებმუხლი 23

განათლების ხარისხის განვითარების შესახებ

მუხლი 23. აკრედიტაციის პირობების შემოწმება და აკრედიტაციის გაუქმება

რედაქცია №36 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ცენტრი აკონტროლებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აკრედიტაციის პირობების შესრულებას. აკრედიტაციის პირობების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში აკრედიტაციის საბჭო უფლებამოსილია შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვროს არაუმეტეს 60 დღის ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება.

2.აკრედიტაციის პირობები მოწმდება ცენტრისათვის თვითშეფასების ანგარიშის წარდგენით, აგრეთვე ცენტრის ინიციატივით.

2¹.ცენტრს თვითშეფასების ანგარიში წარედგინება არანაკლებ 3 წელიწადში ერთხელ. ცენტრისათვის თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის ვადები განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3.აკრედიტაციის საბჭო უფლებამოსილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემოწმების შედეგების საფუძველზე მიიღოს აკრედიტაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება არღვევს აკრედიტაციის პირობებს.

4.აკრედიტაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აკრედიტაციის პირობების შესრულების შემოწმების შესახებ ცენტრის დირექტორის ბრძანების გამოცემიდან 90 კალენდარული დღის ვადაში. ამ ვადის დინება შეჩერებულად ითვლება აკრედიტაციის საბჭოს მიერ შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის განმავლობაში. საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №5348 - ვებგვერდი, 06.12.2011წ. საქართველოს 2016 წლის 19 თებერვლის კანონი №4784 - ვებგვერდი, 07.03.2016წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი №1224 - ვებგვერდი, 28.07.2017წ. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3445 – ვებგვერდი, 09.10.2018წ. საქართველოს 2022 წლის 30 მარტის კანონი №1464  – ვებგვერდი, 06.04.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №22 · ძალაშია 6 აპრ. 2022-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 22¹შემდეგი მუხლი 24

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №36

  • 7 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

განათლების ხარისხის განვითარების შესახებ

  • 15ავტორიზაციის პირობების შემოწმება და ავტორიზაციის გაუქმება
  • 20აკრედიტაციის მაძიებლის მიერ თვითშეფასების ჩატარება და დოკუმენტაციის სათანადო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა
  • 22აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილება

უმაღლესი განათლების შესახებ

  • 66აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილება
  • 88უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტატუსი და დაფინანსება
  • 56⁴„ავტორიზაციაზე უარის თქმის, ავტორიზაციის გაუქმების ან ავტორიზაციის ვადის გასვლის სამართლებრივი შედეგები“;

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

  • 66¹⁸აკრედიტაციის შეწყვეტა

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 96აკრედიტაციის ეროვნული სისტემა
  • 99აკრედიტაციის ცენტრი
  • 98აკრედიტაციის მოწმობა და მისი ვადა

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 120მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოსათვის წარდგენილი დოკუმენტაციის სამშენებლო/სანებართვო პირობებთან შესაბამისობის შემოწმება

ინოვაციური სტარტაპის სტატუსის, ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსისა და კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესის დამტკიცების, ინოვაციური სტარტაპის მიერ გაცემული ხელფასის მაქსიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ, რომელიც თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან და ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის ხელშემწყობი მექანიზმების თაობაზე

  • 21 (დანართი 1)კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მოთხოვნებთან ყოველწიური შესაბამისობის შემოწმება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
66¹⁸668856⁴15202296999812021 (დ…23
მნიშვნელობით ახლოსგანათლების ხარისხის გა…უმაღლესი განათლების შე…საავტორო და მომიჯნავე …პროდუქტის უსაფრთხოების…საქართველოს სივრცის და…ინოვაციური სტარტაპის ს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №36 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026