Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსიმუხლი 99

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

მუხლი 99. აკრედიტაციის ცენტრი

რედაქცია №41 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112

1.აკრედიტაციის ცენტრი საქმიანობას ახორციელებს არაკომერციულ საწყისებზე. აკრედიტაციის ცენტრის დებულებას, სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

2.აკრედიტაციის ცენტრს ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის წარდგინებით.

3.აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ნორმატიულ სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს − განკარგულებებს.

4.აკრედიტაციის ცენტრი აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების თანახმად ახორციელებს შესაბამისობის შემფასებელი ორგანოების პირველად აკრედიტაციას, აგრეთვე აკრედიტებული ორგანოების აკრედიტაციის შენარჩუნების, განმეორებითი აკრედიტაციის, აკრედიტაციის სფეროს გაფართოების, აკრედიტაციის შემცირების, შეჩერების ან გაუქმების მიზნით განსახორციელებელ სათანადო ღონისძიებებს.

5.აკრედიტაციის ცენტრი აკრედიტაციასთან დაკავშირებულ სამუშაოებს აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების თანახმად ახორციელებს შესაბამისობის შემფასებელ ორგანოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, დადგენილი საფასურის სანაცვლოდ, რომლის ოდენობასა და განსაზღვრის წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

6.აკრედიტაციის ცენტრი საჭიროების შემთხვევაში ქმნის სექტორულ ტექნიკურ კომიტეტებს, რომლებიც აკრედიტაციის ცენტრს რეკომენდაციების გაცემით/წინადადებების წარდგენით უწევენ კონსულტაციას სპეციფიკური ტექნიკური საკითხების გადასაწყვეტად.

7.აკრედიტაციის ცენტრი დაინტერესებული პირის მიმართვის შემთხვევაში აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების თანახმად განიხილავს აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს ან აკრედიტაციის ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებულ საჩივარს.

8.აკრედიტაციის ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. აღნიშნული სამინისტრო უფლებამოსილია გამოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია და ინფორმაცია.

9.აკრედიტაციის ცენტრი ამზადებს თავისი საქმიანობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს და მას წარუდგენს აკრედიტაციის ეროვნულ საბჭოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. აკრედიტაციის ცენტრი უზრუნველყოფს ამ ანგარიშის დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომობას.

10.აკრედიტაციის ცენტრი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) წარმოადგენს საქართველოს შესაბამის საერთაშორისო და ევროპულ ორგანიზაციებში; ბ) თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვა ქვეყნების აკრედიტაციის ორგანოებთან.

11.აკრედიტაციის ცენტრს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად და მისთვის დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება.

12.აკრედიტაციის ცენტრის დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი; ბ) აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის (ამ საფასურის განსაზღვრის წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა) სახით მიღებული შემოსავალი, მათ შორის: ბ.ა) აკრედიტაციასთან დაკავშირებული სამუშაოების განხორციელებით მიღებული შემოსავალი; ბ.ბ) დაინტერესებული პირისთვის ხელშეკრულების საფუძველზე სწავლების/ტრენინგის ჩატარებით მიღებული შემოსავალი; ბ.გ) კონფერენციის ორგანიზებით მიღებული შემოსავალი; გ) ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული სხვა შემოსავალი; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი. საქართველოს 2024 წლის 18 ივლისის კანონი №4373 – ვებგვერდი, 31.07.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №37 · ძალაშია 1 იან. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 98შემდეგი მუხლი 100

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 1 აპრ. 2026 · №41

  • 6 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 96აკრედიტაციის ეროვნული სისტემა
  • 100აკრედიტაციის ეროვნული საბჭო
  • 97აკრედიტაციის ეროვნული სისტემის საფუძველი

განათლების ხარისხის განვითარების შესახებ

  • 19აკრედიტაციის ჩატარება
  • 22აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილება
  • 4ცენტრის სამართლებრივი სტატუსი

სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 19 (დანართი 1)აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

  • 65აკრედიტაციის კომისია

უმაღლესი განათლების შესახებ

  • 7სამინისტროს უფლებამოსილება უმაღლესი განათლების სფეროში
  • 66აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილება

პროფესიული განათლების შესახებ

  • 20¹პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაცია და აკრედიტაცია
  • 15საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6520¹1576619224961009719 (დ…99
მნიშვნელობით ახლოსპროდუქტის უსაფრთხოების…განათლების ხარისხის გა…სამშენებლო პროდუქტების…საავტორო და მომიჯნავე …უმაღლესი განათლების შე…პროფესიული განათლების …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026 · რედაქცია №41 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026