Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებმუხლი 66¹⁸

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

მუხლი 66¹⁸. აკრედიტაციის შეწყვეტა

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 9 დეკ. 2025
თემები:IP დიუ დილიჯენსიაქტივებით ტრანზაქციებიIP სტრატეგიასტარტაპის იურიდიული მომსახურებაპროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზირებარისკების მართვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112

1.მიუხედავად ამ კანონის 66 17 მუხლით გათვალისწინებული ზომების მიღებისა, თუ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ უზრუნველყოფილი არ იქნება დაკისრებული ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება, „საქპატენტი“ იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციის შეწყვეტის შესახებ.

2.„საქპატენტი“ ვალდებულია აკრედიტაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში დაასაბუთოს ამ გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა.

3.აკრედიტაციის შეწყვეტა ნიშნავს აკრედიტაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.

4.თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში „საქპატენტი“ მიიჩნევს, რომ აკრედიტაციის შეწყვეტას უფლების მფლობელებისთვის უფრო მეტი ზიანის გამოწვევა შეუძლია, ვიდრე აკრედიტაციის გაგრძელებას, იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისთვის მის მიერ დადგენილი პირობების დაცვით საქმიანობის გაგრძელების უფლების მინიჭების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ორგანიზაცია ვალდებულია გააგრძელოს ამ კანონით მისთვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულება „საქპატენტის“ მიერ ახალი აკრედიტაციის მინიჭებამდე.

5.ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას აკრედიტაცია ვადაზე ადრე შეუწყდება აგრეთვე ამ კანონის 64-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებების წარუდგენლობის ან ამ ხელშეკრულებების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში.

6.ამ კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში „საქპატენტი“ უფლებამოსილია ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას შეუწყვიტოს აკრედიტაცია კონკრეტული უფლების, უფლებათა კატეგორიის ან უფლების კატეგორიათა ჯგუფების მიმართ.

7.ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის აკრედიტაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნდება „საქპატენტის“ ოფიციალურ ბიულეტენში.

8.ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის აკრედიტაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შედის „საქპატენტის“ ოფიციალურ ბიულეტენში გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლის შემდეგ.

9.ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია, რომელსაც ამ მუხლის შესაბამისად შეუწყდა უფლებამოსილება, უფლებათა იმავე კატეგორიაში ახალი აკრედიტაციის მინიჭების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე აგრძელებს უფლებამოსილების განხორციელებას ამავე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით.

10.ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის აკრედიტაციის შეწყვეტის შემდეგ დაუშვებელია ამ კანონით განსაზღვრული ნებისმიერი ქმედების განხორციელება აღნიშნული ორგანიზაციის სახელით.

11.ორგანიზაცია, რომელსაც ამ  კანონით დადგენილი წესით შეუწყდა აკრედიტაცია, ვალდებულია აკრედიტაციის შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ოფიციალური გაცნობიდან 14 დღის ვადაში მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და უზრუნველყოს ორგანიზაციის საფირმო სახელწოდების შესაბამისობა ამ კანონის 63-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ მოთხოვნასთან.

12.ორგანიზაციის მიერ ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში „საქპატენტი“ უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ორგანიზაციის საფირმო სახელწოდების ცვლილების მოთხოვნით. საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3450 – ვებგვერდი, 25.07.2023წ. თავი XI გარდამავალი დებულებანი

წინა მუხლი 66¹⁷შემდეგი მუხლი 66²

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • რისკის შეფასება6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • EdTech შესაბამისობა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სტარტაპის დაფუძნება და სტრუქტურირება4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ღია კოდის შემუშავება2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-09 · №18

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
3
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 63მუხლი 64მუხლი 66¹⁷

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

  • 64აკრედიტაცია
  • 66¹⁷დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ მოკვლევის ჩატარება, მოკვლევის დასკვნის განხილვის შედეგები
  • 65აკრედიტაციის კომისია

განათლების ხარისხის განვითარების შესახებ

  • 23აკრედიტაციის პირობების შემოწმება და აკრედიტაციის გაუქმება
  • 24აკრედიტაციაზე უარის თქმის, აკრედიტაციის გაუქმების ან აკრედიტაციის ვადის გასვლის სამართლებრივი შედეგები
  • 22აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილება

საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ

  • 16ასოციაციის წევრობის შეჩერება
  • 17ასოციაციის წევრობის შეწყვეტა

უმაღლესი განათლების შესახებ

  • 66აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილება

დაზღვევის შესახებ

  • 27¹სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმება

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 96აკრედიტაციის ეროვნული სისტემა

მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 40კომპეტენციის სერტიფიკატის ან სხვა სერტიფიკატის ჩამორთმევა და მისი მოქმედების ვადის დროებითი შეჩერება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6466¹⁷636527¹662324229640161766¹⁸
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაავტორო და მომიჯნავე …განათლების ხარისხის გა…საქართველოს პატენტრწმუ…უმაღლესი განათლების შე…დაზღვევის შესახებპროდუქტის უსაფრთხოების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 9 დეკ. 2025