საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ

მუხლი 48. რჩენის მოვალეობა

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 15 დეკ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.რჩენის მოვალეობის მიმართ გამოიყენება იმ ქვეყნის სამართალი, სადაც პირს, რომელსაც რჩენა ესაჭიროება, აქვს ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი. თუ სარჩენ პირს ამ ქვეყნის სამართლით მარჩენალისაგან სარჩოს მიღება არ შეუძლია, გამოიყენება იმ ქვეყნის სამართალი, რომელსაც ისინი ერთობლივად განეკუთვნებიან. თუ სარჩენ პირს მარჩენალისაგან სარჩოს მიღება არ შეუძლია არც ერთი ამ სამართლის მიხედვით, გამოიყენება საქართველოს სამართალი.

2.არაპირდაპირი ხაზით ნათესავებს შორის რჩენის მოვალეობის არსებობისას მარჩენალს შეუძლია სარჩენი პირის მიმართ გამოიყენოს იმ ქვეყნის სამართალი, რომელსაც ისინი ერთობლივად განეკუთვნებიან. საერთო მოქალაქეობის არარსებობის შემთხვევაში გამოიყენება მარჩენალის ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი ქვეყნის სამართალი.

3.თუ განქორწინება მოხდა საქართველოში, მაშინ განქორწინებულ მეუღლეთა რჩენის მოვალეობის მიმართ გამოიყენება განქორწინების მიმართ გამოყენებული ქვეყნის სამართალი. ეს წესი გამოიყენება ქორწინების შეწყვეტისა და მეუღლეთა დაშორების სხვა ფორმების მიმართაც.

4.თუ სარჩენი პირი და მარჩენალი საქართველოს მოქალაქეები არიან და ამ უკანასკნელს ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოში აქვს, გამოიყენება საქართველოს სამართალი.

5.სამართალი, რომელიც გამოიყენება რჩენის მოვალეობის მიმართ, განსაზღვრავს: ა) შეუძლია თუ არა, რა მოცულობით და ვისგან შეუძლია სარჩენ პირს სარჩოს მოთხოვნა; ბ) ვინ არის უფლებამოსილი საალიმენტო საქმის წარმოების წარმართვაზე და რა ვადა გამოიყენება ამ საქმის წარმოებისათვის; გ) მარჩენალის მიერ სახელმწიფო ორგანოებისათვის გადასახდელი ანაზღაურების ოდენობას.

6.სარჩოს ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სარჩენი პირის მოთხოვნილება და მარჩენალის ეკონომიკური მდგომარეობა, მაშინაც კი, როცა სამართალი, რომელიც ამ შემთხვევაში გამოიყენება, სხვა რამეს განსაზღვრავს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 29 აპრ. 1998-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ლაშა კაპანაძე

ლაშა კაპანაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100-დან

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

თათია თოხაძე

თათია თოხაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი, დამატებითი სპეციალიზაცია - სამშენებლო სამართალი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ბავშვთა უფლებები

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
65363⁴⁷1916112811841129554512431348
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სამოქალაქო…საერთაშორისო კერძო სამ…საქართველოს სისხლის სა…სისხლის სამართლის სფერ…საქართველოს ოკუპირებულ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა