სახელმწიფო ბაჟის შესახებ

მუხლი 6¹. გარდამავალი დებულება

რედაქცია №110 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

ფიზიკური პირი , რომელიც 2008 წლის 6 აგვისტოს მდგომარეობით რეგისტრირებული იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის , ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის , გორის ან ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგად იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და გადაადგილებულიყო საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში იმ მიზეზით , რომ საფრთხე შეექმნა მის ან მასთან მცხოვრები ოჯახის წევრების სიცოცხლეს , ჯანმრთელობას , სხვა უფლებებსა და თავისუფლებებს , სამოქალაქო აქტების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საქმეებზე თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან 2009 წლის 1 მაისამდე . საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5206-სსმI, №28, 18.07.2007წ., მუხ.291 საქართველოს 2008 წლის 31 ოქტომბრის კანონი №438-სსმI, №31, 12.11.2008წ., მუხ.208

სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 2

ყველა გადაწყვეტილება
  • №ას-1073-20202020-10-1224
    საკასაციო არსებითი (T2)

    როდიდან აითვლება მუნიციპალიტეტისთვის საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა, როდესაც სასამართლოს მისთვის გადაწყვეტილების გაგზავნა ევალება?

    დავის საგანი იყო საიჯარო ქირის დავალიანების, პირგასამტეხლოსა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა. უზენაესმა სასამართლომ განიხილა მუნიციპალიტეტის მერიის განცხადება საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენის შესახებ. სასამართლომ დაადგინა, რომ მერიისთვის გადაწყვეტილების ჩაბარების მომდევნო დღიდან ათვლილი ოცდაერთდღიანი ვადა განცხადების შეტანისას ჯერ არ იყო გასული და მერიას საკასაციო საჩივარიც არ წარუდგენია. ვადის აღდგენის განცხადება არ დაკმაყოფილდა; მოცემული განჩინება დავის არსებით შედეგს არ წყვეტს.

  • №ას-661-20222022-07-1432
    განუხილველად დატოვება

    რა შედეგი მოჰყვება საკასაციო საჩივრის ხარვეზის სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეუვსებლობას?

    დავა ეხებოდა განქორწინებასა და ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ კასატორმა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ წარადგინა. საკასაციო საჩივარი სსსკ 396(3)-ის საფუძველზე განუხილველად დარჩა, ხოლო გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნება განისაზღვრა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №39 · ძალაშია 14 იან. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 15 ივლ. 1998 – 1 აგვ. 2007 მუხლი კანონში არ იყო

  2. … – 15 ივლ. 1998 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 6¹ მუხლის ძველი გარდამავალი გათავისუფლება (2008 წლის 1 იანვრამდე, დაბადების/გარდაცვალების ფაქტის დადგენის განცხადებებზე) შეიცვალა ახალი ნორმით: 2008 წლის 6 აგვისტოს მდგომარეობით აფხაზეთში, ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში, გორსა ან ქარელში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული ფიზიკური პირები სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საქმეებზე ბაჟისგან 2009 წლის 1 მაისამდე თავისუფლდებიან.

  2. · გამოქვეყნდა 18 ივლ. 2007

    დაემატა 6¹ მუხლი, რომელიც 2008 წლის 1 იანვრამდე ფიზიკურ პირებს ათავისუფლებს „ო“ ქვეპუნქტის ბაჟისგან დაბადების ან გარდაცვალების ფაქტისა და მისი რეგისტრაციის ფაქტის დადგენის განცხადებებზე.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
111¹1077313489¹36²84 (დ…726¹
მნიშვნელობით ახლოსოკუპირებული ტერიტორიებ…სახელმწიფო ბაჟის შესახ…უცხოელთა და მოქალაქეობ…საქართველოს ადმინისტრა…ამნისტიის შესახებუმაღლესი განათლების შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №110 · ბოლოს შემოწმდა