Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაუცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებმუხლი 72

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

მუხლი 72. გარდამავალი დებულებანი

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:ბინადრობის ნებართვები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.იმ უცხოელზე, რომელმაც საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ამ კანონის ამოქმედებამდე გადმოკვეთა, ამავე კანონის III თავის მოქმედება არ ვრცელდება მის მიერ საქართველოს დატოვებამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2015 წლის 1 ივლისისა.

2.საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებმაც სტატუსი მოიპოვეს ამ კანონის ამოქმედებამდე, უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, შესაბამისი წარმოების განხორციელების გარეშე და რომელთა ბინადრობის მოწმობებს ვადა გაუვიდათ, ვალდებული არიან, 2015 წლის 1 სექტემბრამდე მიმართონ სააგენტოს ახალი ბინადრობის მოწმობების ასაღებად. მითითებულ ვადაში აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ამ პირებს შეუწყდებათ მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი.

3.საქართველოში შესაბამისი სახის ბინადრობის ნებართვის მისაღებად განცხადების წარდგენის შემთხვევაში უცხოელი, რომელზედაც ამ პუნქტის ამოქმედებამდე გაცემული იყო საქართველოში ბინადრობის ნებართვა ან რომელიც 2014 წლის 17 მარტის შემდეგ შემოვიდა და ამ პუნქტის ამოქმედების დროისათვის იმყოფებოდა საქართველოში, 2015 წლის 1 ივლისამდე თავისუფლდება ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი პირობის დაცვისა და საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულებისაგან. აღნიშნულ შემთხვევაში საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უცხოელი არ შეიძლება გაძევებულ იქნეს საქართველოდან.

4.უცხოელს, რომელიც საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ საქართველოში ბინადრობის ნებართვას ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით მიიღებს, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე ყოფნის ვადა საპატიოდ ჩაეთვლება და იგი გათავისუფლდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმის გადახდის ვალდებულებისაგან.

5.უცხოელს, რომელიც 2014 წლის 17 მარტამდე შემოვიდა და ამ პუნქტის ამოქმედების დროისათვის იმყოფებოდა საქართველოში, უფლება აქვს, საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ, 2015 წლის 1 ივლისამდე, ამ კანონის მე-6 მუხლის 1 1 პუნქტის შესაბამისად საქართველოში წარადგინოს განაცხადი საიმიგრაციო ვიზის მისაღებად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მას უარი ეთქვა საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე. უცხოელს, რომელიც აღნიშნულ შემთხვევაში მიიღებს საიმიგრაციო ვიზას, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე ყოფნის ვადა საპატიოდ ჩაეთვლება და იგი გათავისუფლდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმის გადახდის ვალდებულებისაგან. საიმიგრაციო ვიზის გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უცხოელი არ შეიძლება გაძევებულ იქნეს საქართველოდან. საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2788 - ვებგვერდი, 26.11.2014წ. საქართველოს 2015 წლის 19 თებერვლის კანონი №3101 - ვებგვერდი, 24.02.2015წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. იმ უცხოელზე, რომელმაც საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ამ კანონის ამოქმედებამდე გადმოკვეთა, ამავე კანონის III თავის მოქმედება არ ვრცელდება მის მიერ საქართველოს დატოვებამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2015 წლის 1 ივლისისა. 2. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებმაც სტატუსი მოიპოვეს ამ კანონის ამოქმედებამდე, უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, შესაბამისი წარმოების განხორციელების გარეშე და რომელთა ბინადრობის მოწმობებს ვადა გაუვიდათ, ვალდებული არიან, 2015 წლის 1 სექტემბრამდე მიმართონ სააგენტოს ახალი ბინადრობის მოწმობების ასაღებად. მითითებულ ვადაში აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ამ პირებს შეუწყდებათ მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი. 3. საქართველოში შესაბამისი სახის ბინადრობის ნებართვის მისაღებად განცხადების წარდგენის შემთხვევაში უცხოელი, რომელზედაც ამ პუნქტის ამოქმედებამდე გაცემული იყო საქართველოში ბინადრობის ნებართვა ან რომელიც 2014 წლის 17 მარტის შემდეგ შემოვიდა და ამ პუნქტის ამოქმედების დროისათვის იმყოფებოდა საქართველოში, 2015 წლის 1 ივლისამდე თავისუფლდება ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი პირობის დაცვისა და საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულებისაგან. აღნიშნულ შემთხვევაში საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უცხოელი არ შეიძლება გაძევებულ იქნეს საქართველოდან. 4. უცხოელს, რომელიც საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ საქართველოში ბინადრობის ნებართვას ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით მიიღებს, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე ყოფნის ვადა საპატიოდ ჩაეთვლება და იგი გათავისუფლდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმის გადახდის ვალდებულებისაგან. 5. უცხოელს, რომელიც 2014 წლის 17 მარტამდე შემოვიდა და ამ პუნქტის ამოქმედების დროისათვის იმყოფებოდა საქართველოში, უფლება აქვს, საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ, 2015 წლის 1 ივლისამდე, ამ კანონის მე-6 მუხლის 1 1 პუნქტის შესაბამისად საქართველოში წარადგინოს განაცხადი საიმიგრაციო ვიზის მისაღებად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მას უარი ეთქვა საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე. უცხოელს, რომელიც აღნიშნულ შემთხვევაში მიიღებს საიმიგრაციო ვიზას, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე ყოფნის ვადა საპატიოდ ჩაეთვლება და იგი გათავისუფლდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმის გადახდის ვალდებულებისაგან. საიმიგრაციო ვიზის გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უცხოელი არ შეიძლება გაძევებულ იქნეს საქართველოდან. საქართველოს 2014  წლის  14 ნოემბრის  კანონი №2788 - ვებგვერდი, 26.11.2014წ. საქართველოს 2015 წლის  19 თებერვლის კანონი №3101 - ვებგვერდი, 24.02.2015წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №17 · ძალაშია 1 სექ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 24 თებ. 2015
  2. 26 ნოე. 2014

    72-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატა 2015 წლის 1 მარტის ვადა, ხოლო მუხლს დაემატა 3-5 პუნქტები გარდამავალი წესებით ბინადრობის ნებართვისა და საიმიგრაციო ვიზის განაცხადებზე, ჯარიმისგან გათავისუფლებასა და გაძევების აკრძალვაზე.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 71შემდეგი მუხლი 73

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბინადრობის მოწმობის განახლება/გაგრძელება4 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მორის გიგაური

მორის გიგაური

იურისტი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №23

  • 2 ცვლილება · ბოლო 24 თებ. 2015
  • 5 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 14მუხლი 6

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 71კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებანი
  • 20ბინადრობის მოწმობა
  • 48საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადება

საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ

  • 18 (დანართი 1)გარდამავალი დებულებები

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 1კანონის მოქმედების სფერო
  • 87ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 1კანონის მოქმედების სფერო

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ

  • 2
  • 17
  • 20⁹

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ

  • 10გარდამავალი დებულებები

საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ

  • 282015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირება გარდამავალ პერიოდში

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21720⁹2814671204818 (დ…11018772
მითითებამნიშვნელობით ახლოსუცხოელთა და მოქალაქეობ…საქართველოში ბინადრობი…საერთაშორისო დაცვის შე…საერთაშორისო დაცვის შე…საქართველოს მოქალაქეთა…სასოფლო-სამეურნეო დანი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №23 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026