Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასახელმწიფო ბაჟის შესახებმუხლი 6

სახელმწიფო ბაჟის შესახებ

მუხლი 6. სახელმწიფო ბაჟის გადახდის ან დაბრუნების წესი

რედაქცია №110 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹2345

1.სახელმწიფო ბაჟი, გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის 7 2 პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟისა, გადაიხდება ეროვნული ვალუტით ბანკში, დადგენილი ფორმის ქვითრის გაცემით. ამ კანონის მე-4 მუხლის 7 2 პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი გადაიხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, აშშ დოლარში.

1¹.(ამოღებულია – 25.05.2012, №6315).

2.სახელმწიფო ბაჟი გადაიხდება: ა) საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე – შესაბამისი განცხადებების (საჩივრების) ან საკასაციო საჩივრების შეტანამდე, ასევე სასამართლოს მიერ საბუთის ასლის გაცემისას; ბ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველ საქმეებზე – კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების შეტანამდე; გ) ( ამოღებულია – 13.03.2012, №5788 ); დ ) საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეებისათვის − საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში ან საკონსულო დაწესებულებებში ; ე) (ამოღებულია - 15.05.2024, №4160); ვ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზის გაცემისათვის − შესაბამისი განაცხადის წარდგენამდე; ზ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ელექტრონული ვიზის გაცემისათვის − შესაბამისი სავიზო განაცხადის წარდგენამდე, თუ ამ სავიზო განაცხადის წარდგენა ხდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური ვებგვერდის − e-VISA PORTAL-ის − მეშვეობით; თ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის − შესაბამისი განაცხადის წარდგენამდე.

3.გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, აგრეთვე როდესაც მოსარჩელე არ იცავს მოცემული კატეგორიის საქმეებისათვის წინასწარი დავის გადაწყვეტის დადგენილ წესს.

4.სახელმწიფო ბაჟი, რომელიც ექვემდებარება დაბრუნებას, უნდა გაიცეს ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე შესაბამისი ბიუჯეტიდან. თანხა გაიცემა იმ დღიდან ერთი თვის განმავლობაში, როდესაც მიღებულია გადაწყვეტილება მისი დაბრუნების შესახებ.

5.(ამოღებულია – 25.05.2012, №6315). საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3136-სსმI, №19, 01.06.2006წ., მუხ.163 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4243-სსმI, №50, 30.12.2006წ., მუხ.394 საქართველოს 2007 წლის 25 მაისის კანონი №4815-სსმI, №19, 01.06.2007წ., მუხ.170 საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2316-სსმI, №46, 22.12.2009წ., მუხ.348 საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის კანონი №5265 - ვებგვერდი, 24.11.2011წ. საქართველოს 2012 წლის 13 მარტის კანონი №5788 – ვებგვერდი, 19.03.2012წ. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6315 – ვებგვერდი, 08.06.2012წ. საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6439 – ვებგვერდი, 22.06.2012წ. საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2789 – ვებგვერდი, 26.11.2014წ. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3385 - ვებგვერდი, 31.03.2015წ. საქართველოს 2015 წლის 8 მაისის კანონი №3603 – ვებგვერდი, 15.05.2015წ. საქართველოს 2024 წლის 15 მაისის კანონი №4160 – ვებგვერდი, 21.05.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №100 · ძალაშია 21 მაი. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 10

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 21 მაი. 2024

    მე-6 მუხლიდან ამოღებულია „ე“ ქვეპუნქტი, რომელიც ოფიციალური დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისთვის ბაჟის გადახდას დასამოწმებელი დოკუმენტების წარდგენის მომენტს უკავშირებდა.

  2. 15 მაი. 2015

    პირველ პუნქტში 7 2 პუნქტის ბაჟისთვის დაწესდა უნაღდო გადახდა აშშ დოლარში, ხოლო მე-2 პუნქტს დაემატა „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები, რომლებიც ელექტრონული ვიზისა და ვადის გაგრძელების ბაჟს განაცხადის წარდგენამდე ადგენს.

  3. 1 აპრ. 2015· გამოქვეყნდა 31 მარ. 2015

    მე-6 მუხლის მე-3 პუნქტიდან ამოღებულია ბაჟის დაბრუნების საფუძველი — მოსარჩელის ქმედუუნარო პირად აღიარება; დანარჩენი საფუძვლები უცვლელია.

  4. 26 ნოე. 2014

    „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატა „ვ“ ქვეპუნქტი, რომელიც საიმიგრაციო ვიზის გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დროდ განსაზღვრავს განაცხადის წარდგენამდე პერიოდს.

  5. 22 ივნ. 2012· გამოქვეყნდა 8 ივნ. 2012
  6. 19 მარ. 2012

    მე-6 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულია: კანონში აღარ არის მეზღვაურის წიგნაკისა და ავიასპეციალისტის მოწმობის გაცემის ბაჟის გადახდის დროის წესი (განცხადების შეტანისას).

  7. 1 იან. 2010· გამოქვეყნდა 22 დეკ. 2009

    მე-6 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ეხება მხოლოდ მეზღვაურის წიგნაკისა და ავიასპეციალისტის მოწმობის გაცემას; ბაჟი გადაიხდება განცხადების შეტანისას.

  8. 15 ივნ. 2007· გამოქვეყნდა 1 ივნ. 2007

    მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში ბაჟის გადახდის მომენტი — განაცხადის შეტანა — სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებზე და მოქალაქეობისა და პირადობის დოკუმენტების გაცემაზეც გავრცელდა; გამოქვეყნების მითითება დაემატა.

  9. 30 დეკ. 2006

    მე-4 პუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა: დასაბრუნებელი ბაჟი გაიცემა შესაბამისი ბიუჯეტიდან და არა ადგილობრივი საფინანსო ორგანოების მიერ, ხოლო თანხის გაცემის ერთთვიანი ვადა გადაწყვეტილების მიღების დღიდან გამოიყოფა ცალკე წინადადებად.

  10. 15 ივნ. 2006· გამოქვეყნდა 1 ივნ. 2006

    მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატა „ე“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით აპოსტილით დამოწმების ბაჟი გადაიხდება დასამოწმებელი დოკუმენტების წარდგენისას.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 5შემდეგი მუხლი 6¹

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 24 ივნ. 2026 · №110

  • 10 ცვლილება · ბოლო 21 მაი. 2024
  • 20 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 4

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სახელმწიფო ბაჟის შესახებ

  • 3მოქმედებები, რომლებისთვისაც გადაიხდევინება სახელმწიფო ბაჟი
  • 4სახელმწიფო ბაჟის განაკვეთები
  • 1სახელმწიფო ბაჟის ცნება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 38სახელმწიფო ბაჟი
  • 49სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირება
  • 39სახელმწიფო ბაჟის ოდენობა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

  • 50

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 9სახელმწიფო ბაჟი

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 118სახელმწიფო ბაჟი

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 70საქართველოს ვიზისა და საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოსაკრებელი და საფასური

სახელმწიფო ვალის შესახებ

  • 30ინვესტიციების ან იმპორტის დასაფინანსებლად სახელმწიფო საგარეო ვალებიდან მიღებული სახსრების განაწილება

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 8საქართველოს ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი უცხო ქვეყნის ვალუტის მიმართ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
938493930504317081186
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო ბაჟის შესახ…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს საკონსტიტუ…საქართველოს ადმინისტრა…რეაბილიტაციისა და კრედ…უცხოელთა და მოქალაქეობ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026 · რედაქცია №110 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026