პენსიაზე უფლების წარმოშობა
პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის — 65 წლის — მიღწევა; ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან. თუ პირს ერთდროულად წარმოეშვა უფლება ამ კანონითა და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ სარგებლებზე, მას აქვს მხოლოდ ერთი კანონით მინიჭებული სარგებლის მოთხოვნის უფლება, საკუთარი არჩევით. პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.

