სახელმწიფო შესყიდვების შესახებ
Статья 20^6. ცენტრალიზებულ შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობა
1. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვის ან/და იმ შესყიდვის განხორციელების მიზნით, რომლის ღირებულება შეადგენს ან აღემატება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, განისაზღვროს კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარება.
