საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
1.თუ დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი დაკავებული პირის ვინაობა (სახელი, გვარი, ასაკი, სქესი, მოქალაქეობა) დაუდგენელია და იგი უარს აცხადებს თვითიდენტიფიცირებაზე, ან ფიზიკური ნაკლის თუ სხვა ობიექტურ გარემოებათა გამო შეუძლებელი ხდება მისი იდენტიფიცირება, პროცესის მწარმოებელი პირი დაუბრკოლებლად ადგენს საპროცესო მოქმედების ოქმს, რომელშიც შესაბამისი სპეციალისტების მონაწილეობით აღიწერება პირის ყველა შესაძლო გარეგნული ნიშანი (სავარაუდო ასაკი, სქესი, სიმაღლე, თმის ფერი, თვალების ფერი, გარეგნობისა და იერის სხვა თავისებურება), რომლითაც შესაძლებელია ამ პირის იდენტიფიცირება (ოქმს უნდა დაერთოს ფოტოსურათი). ამასთანავე, საპროცესო ხელმძღვანელობის განმახორციელებელი პროკურატურის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანხმობით პირს შესაძლებელია მიენიჭოს პირობითი სახელი ციფრების ან/და ასოების იმგვარი კომბინაციით, რომელიც საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან შესაძლებელს გახდის ამ პირის იდენტიფიცირებას შემდგომი საპროცესო მოქმედებებისას. პირობითი სახელი არ შეიძლება იყოს ადამიანის პატივისა და ღირსების შემლახავი და შეურაცხმყოფელი შინაარსისა.
2.ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ შემთხვევაში ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შემდგომი საპროცესო მოქმედება ხორციელდება სრული მოცულობით, დაუბრკოლებლად. ამასთანავე, ყველა საპროცესო მოქმედება არაიდენტიფიცირებული ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის, მსჯავრდებულის მიმართ ხორციელდება დამცველის სავალდებულო მონაწილეობით. დანიშნული დამცველის ხარჯებს ანაზღაურებს სახელმწიფო.
3.არაიდენტიფიცირებული პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემიდან არა უგვიანეს 3 დღე-ღამისა, ამ კოდექსით დადგენილი წესით, ინიშნება კოპლექსური სამედიცინო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომლითაც სხვა საკითხებთან ერთად უნდა დადგინდეს ამ პირის ფსიქიკური მდგომარეობა, სისხლის ჯგუფი და განხორციელდეს დაქტილოსკოპიური რეგისტრაცია.
4.გამომძიებელი, პროკურორი ვალდებულია უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გონივრული ღონისძიების ჩატარება ამ მუხლში აღნიშნული პირის იდენტიფიცირების მიზნით (მისი სახელის, გვარის, ასაკის, მოქალაქეობისა და შერაცხაობის დასადგენად).
5.თუ არაიდენტიფიცირებული პირის ვინაობა დადგინდება სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანამდე, გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე (სასამართლო) ვალდებულია 48 საათის განმავლობაში ამ გარემოებას შეუსაბამოს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებები.
6.არაიდენტიფიცირებული განსასჯელი პირის მიმართ განაჩენის დადგენისას სათათბირო ოთახში გასვლამდე მოსამართლე (სასამართლო) ვალდებულია დარწმუნდეს, რომ ჩატარებულია კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გონივრული ღონისძიება აღნიშნული პირის იდენტიფიცირებისათვის.
7.თუ არაიდენტიფიცირებული პირის ვინაობა დადგინდება მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლის შემდეგ და ეს გარემოება გავლენას ახდენს დანაშაულის კვალიფიკაციაზე ან სასჯელის ზომაზე, ან იწვევს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას, განაჩენი უნდა გადაისინჯოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ამ კოდექსის LIX თავით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს გარემოება იწვევს შებრუნებას საუარესოდ. საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213 თავი LXIV 2 საქმის წარმოება იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების დროს საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3531 - სსმ I, №37, 07.08.2006წ., მუხ.272
Изменения, которые прошла эта статья
New Article: Addresses criminal proceedings involving unidentified suspects, outlining procedures for establishing identity.
акт об изменении №31054Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.