1.სერტიფიკატით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევად ითვლება, თუ: ა) საავიაციო სააქმიანობის შესრულების დროს ფიზიკური პირი მუშაობს სათანადო სერტიფიკატის გარეშე; ბ) იურიდიული ან ფიზიკური პირი იყენებს სამოქალაქო საჰაერო ხომალდს, რომელსაც არა აქვს ფრენის ვარგისობის სერტიფიკატი ან არღვევს აღნიშნული სერტიფიკატით განსაზღვრულ პირობებს; გ) იურიდიული ან ფიზიკური პირი საჰაერო ხომალდის მომსახურების, ექსპლუატირების ან კომერციული საქმიანობის შესასრულებლად დაუშვებს ავიამოსამსახურეს, რომელსაც არა აქვს სათანადო სერტიფიკატი; დ) იურიდიული ან ფიზიკური პირი ახორციელებს გადაყვანა-გადაზიდვას სათანადო სერტიფიკატის გარეშე ან არღვევს ამ სერტიფიკატით გათვალისწინებულ პირობებს; ე) იურიდიული ან ფიზიკური პირი საჰაერო ხომალდს იყენებს კომერციული მიზნებისათვის, სერტიფიკატის მოთხოვნების ან ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა ნორმების დარღვევით; ვ) სერტიფიკატის მფლობელი საავიაციო საწარმო არ იცავს სერტიფიკატით გათვალისწინებულ რომელიმე პირობას ან შეზღუდვას; ზ) იურიდიული ან ფიზიკური პირი უსერტიფიკატოდ ან სერტიფიკატით განსაზღვრული ნორმებისა და პირობების დარღვევით ექსპლუატაციას უწევს გადამყვან-გადამზიდველის მომსახურე აეროპორტს; თ) სათანადო სერტიფიკატის მქონე იურიდიული ან ფიზიკური პირი ყიდის ან გასაყიდად სთავაზობს საავიაციო საწვავს ან საწვავ-საცხებ საშუალებებს, რომელთა ხარისხი არ შეესაბამება საქართველოში დადგენილ სტანდარტებს; ი) იურიდიული ან ფიზიკური პირი სერტიფიკატის მისაღებად არასწორ ინფორმაციას აწვდის სააგენტოს. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130 საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.
Статья 58. სერტიფიკატით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევები
Редакция №36 Сверено с действующей редакцией · 24 июн. 2026 г.
История этой статьи· 3
Изменения, которые прошла эта статья
- · опубл. 10 мар. 2011 г.
Article 58 specifies that providing false information to CAA for certificate applications constitutes a violation of certification requirements.
акт об изменении №1232442 The revised Article 58 clarifies that providing false information to the Administration during certification is a violation.
акт об изменении №23716
Нужна помощь с этим законом?
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.
