Статья 55. UCITS-ის მიერ პორტფელის ეფექტიანად მართვის ტექნიკის გამოყენება
Редакция №9 Сверено с действующей редакцией · 1 апр. 2026 г.
1. UCITS-ს უფლება აქვს, მიმოქცევად ფასიან ქაღალდებსა და ფულადი ბაზრის ინსტრუმენტებთან დაკავშირებით გამოიყენოს სხვადასხვა ტექნიკა და ინსტრუმენტები იმ პირობებისა და შეზღუდვების შესაბამისად, რომლებიც დადგენილია საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით, თუ ეს ტექნიკა და ინსტრუმენტები გამოიყენება პორტფელის ეფექტიანად სამართავად.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული ოპერაციების განხორციელებამ არ უნდა გამოიწვიოს UCITS-ის მიერ სადამფუძნებლო დოკუმენტითა და პროსპექტით დადგენილი საინვესტიციო მიზნებიდან გადახვევა.
