„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 28. სანოტარო მოქმედების შესრულება მინდობილობის (რწმუნებულების, დავალების ხელშეკრულების) საფუძველზე

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 20 ოქტ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾100-დან

დავით ელისაბედაშვილი

1.მინდობილობის (რწმუნებულების, დავალების ხელშეკრულების) საფუძველზე საჯარო აქტის შედგენისას აქტში უნდა მიეთითოს იმ მინდობილობის (რწმუნებულების, დავალების ხელშეკრულების) რეკვიზიტები, რომლის საფუძველზეც შესრულდა სანოტარო მოქმედება.

2.საჯარო აქტის შედგენისას ნოტარიუსი ვალდებულია შეამოწმოს წარმომადგენლის უფლებამოსილების ფარგლები.

3.კერძო აქტზე ხელმოწერის დამოწმებისას არ არის სავალდებულო წარმომადგენლის უფლებამოსილების შემოწმება და უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის (მინდობილობა და სხვა) გამოთხოვა, ან მისი რეკვიზიტების მითითება ხელმოწერის დამადასტურებელ წარწერაში (ნოტარიუსის ფორმულიარში), ან მის დართვა კერძო აქტისათვის.

4.გადანდობის უფლებამოსილების საფუძველზე შედგენილი მინდობილობის (რწმუნებულების, დავალების ხელშეკრულების) მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს წარმომადგენლობის უფლების დამადასტურებელ იმ დოკუმენტში დათქმულ უფლებამოსილების ვადას, რომლის საფუძველზეც ხორციელდება გადანდობა.

5.თუ სანოტარო მოქმედება უნდა შესრულდეს სხვა პირის თანხმობის საფუძველზე, თანხმობა უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.

6.თუ გარიგება საჯარო რეესტრში რეგისტრაციას ექვემდებარება და მისი მხარე წარმოდგენილია უცხო ქვეყანაში გაცემული მინდობილობით, გარიგება უნდა დამოწმდეს ნოტარიუსის მიერ, საჯარო აქტის ფორმით. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 20 ოქტომბრის ბრძანება №938 - ვებგვერდი, 23.10.2023 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №23 · ძალაშია 23 ოქტ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
31496135750548151720232028
მნიშვნელობით ახლოსსანოტარო მოქმედებათა შ…ნოტარიატის შესახებსაკონსულო საქმიანობის …საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სამოქალაქო…მიწის ნაკვეთებზე უფლებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №23