კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ
Article 17^1. ინფორმაციის გადამოწმების უფლება
1. კომერციული ბანკი უფლებამოსილია პირისაგან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანხმობის მიღების შემთხვევაში ფიზიკური პირის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციისათვის გამოიყენოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზა.
2. ბანკი ვალდებულია არ დაუშვას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული პირის პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაციის მესამე პირისთვის გადაცემა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა. საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5978 - სსმ I, №9 04.04.2008 წ., მუხ.65 საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6317 – ვებგვერდი, 19.06.2012წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1895 - ვებგვერდი, 11.01.2018წ.
