1.ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს საქართველოში თავშესაფარი აქვს მიცემული ან იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის ექსტრადიციას მესამე, უსაფრთხო სახელმწიფო მოითხოვს. 1 1 . ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უსაფრთხო მესამე სახელმწიფოს შეფასებას ახორციელებენ ექსტრადიციის საკითხის განმხილველი ორგანოები ექსტრადიციისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების გათვალისწინებით.
2.ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ დანაშაული, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის გადაცემა, საქართველოს კანონმდებლობით ამნისტირებულია და საქართველოს აქვს იურისდიქცია ამ დანაშაულთან დაკავშირებით.
3.ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ პირის მიმართ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება მისი გადაცემა, გამოცემულია შეწყალების აქტი.
4.საექსტრადიციო პროცედურის განხორციელებისას საქართველოს პროკურატურის ან პროკურორის დავალებით უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის დამკავებელი ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი ვალდებულია პირს, რომლის მიმართაც მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურა, მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის უფლებისა და ამ უფლების რეალიზების ვადის შესახებ. საქართველოს 2013 წლის 30 მაისის კანონი № 671 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ. საქართველოს 2016 წლის 1 დეკემბრის კანონი №45 - ვებგვერდი, 15.12.2016წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №866 - ვებგვერდი, 07.07.2025წ.



