Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
1.თავშესაფრის მაძიებელი ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირი, აგრეთვე ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში ‒ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი არ უნდა იქნეს დაბრუნებული ან გაძევებული იმ ქვეყნის საზღვარზე, სადაც მის სიცოცხლეს ან თავისუფლებას მისი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო საფრთხე შეექმნება.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ თავშესაფრის მაძიებელზე ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირზე, აგრეთვე ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში ‒ იმ უცხოელზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე, რომლის მიმართაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, ან რომელიც კანონიერ ძალაში შესული განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის და საფრთხეს უქმნის საზოგადოებას.
These lawyers work in the legal area related to this article.