1.საქპატენტი მოქმედებს, როგორც „აღნიშნული უწყება“, იმ საერთაშორისო განაცხადის მიმართ, რომელშიც გამოგონების ან სასარგებლო მოდელის ეროვნული პატენტის მისაღებად აღნიშნულია საქართველო.
2.იმ საერთაშორისო განაცხადის მიმართ, რომელშიც გამოგონების ან სასარგებლო მოდელის ეროვნული პატენტის მისაღებად აღნიშნულია საქართველო, საქპატენტი მოქმედებს როგორც „არჩეული უწყება“, თუ გამომგონებელი საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულების მეორე თავის პირობების თანახმად ირჩევს საქართველოს. საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183 საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2883 – ვებგვერდი, 01.06.2023წ. მუხლი 75 1 . საერთაშორისო განაცხადის გამოქვეყნება საქპატენტი, როგორც საერთაშორისო განაცხადის მიმართ „აღნიშნული უწყება“ ან „არჩეული უწყება“, საერთაშორისო განაცხადს აქვეყნებს მისი ქართული თარგმანის წარდგენისთანავე. საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2883 – ვებგვერდი, 01.06.2023წ. თავი XII 1 . ევროპული პატენტის ვალიდაცია საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2883 – ვებგვერდი, 01.06.2023წ. მუხლი 75 2 . ევროპული საპატენტო განაცხადი და ვალიდირებული ევროპული პატენტი 1. ევროპულ საპატენტო განაცხადსა და ვალიდირებულ ევროპულ პატენტს ამ მუხლისა და ამ კანონის 75 3 და 75 4 მუხლების შესაბამისად აქვს იგივე იურიდიული ძალა და მათზე ვრცელდება იგივე სამართლებრივი პირობები, რომელიც/რომლებიც განსაზღვრულია ეროვნული საპატენტო განაცხადისა და ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად გაცემული ეროვნული პატენტისთვის.
2.ევროპული საპატენტო განაცხადი, რომელსაც მინიჭებული აქვს შეტანის თარიღი, უთანაბრდება ეროვნულ საპატენტო განაცხადს შესაბამის შემთხვევაში ევროპული საპატენტო განაცხადისთვის მოთხოვნილი პრიორიტეტით, ევროპული საპატენტო განაცხადის ექსპერტიზის შედეგის მიუხედავად.
3.საქპატენტის მიერ ევროპული საპატენტო განაცხადის გამოგონების ფორმულის ქართული თარგმანის გამოქვეყნების თარიღიდან გამოქვეყნებული ევროპული საპატენტო განაცხადით წარმოიშობა იგივე პირობითი უფლებები, რომლებიც წარმოიშობა გამოქვეყნებული ეროვნული საპატენტო განაცხადით. ევროპული საპატენტო განაცხადის გამოგონების ფორმულის ქართული თარგმანის გამოქვეყნებისთვის ევროპული პატენტის მიღების მსურველმა განმცხადებელმა საქპატენტში უნდა წარადგინოს ევროპული საპატენტო განაცხადის გამოგონების ფორმულის ქართული თარგმანი, რომლის სისწორისთვის პასუხს აგებს პატენტრწმუნებული, და უნდა გადაიხადოს გამოქვეყნებისთვის დადგენილი საფასური.
Compare versions
1. საქპატენტი მოქმედებს, როგორც „აღნიშნული უწყება“, იმ საერთაშორისო განაცხადის მიმართ, რომელშიც გამოგონების ან სასარგებლო მოდელის ეროვნული პატენტის მისაღებად აღნიშნულია საქართველო. 2. იმ საერთაშორისო განაცხადის მიმართ, რომელშიც გამოგონების ან სასარგებლო მოდელის ეროვნული პატენტის მისაღებად აღნიშნულია საქართველო, საქპატენტი მოქმედებს როგორც „არჩეული უწყება“, თუ გამომგონებელი საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულების მეორე თავის პირობების თანახმად ირჩევს საქართველოს. საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183 საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2883 – ვებგვერდი, 01.06.2023წ. მუხლი 75 1 . საერთაშორისო განაცხადის გამოქვეყნება საქპატენტი, როგორც საერთაშორისო განაცხადის მიმართ „აღნიშნული უწყება“ ან „არჩეული უწყება“, საერთაშორისო განაცხადს აქვეყნებს მისი ქართული თარგმანის წარდგენისთანავე. საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2883 – ვებგვერდი, 01.06.2023წ. თავი XII 1 . ევროპული პატენტის ვალიდაცია საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2883 – ვებგვერდი, 01.06.2023წ. მუხლი 75 2 . ევროპული საპატენტო განაცხადი და ვალიდირებული ევროპული პატენტი 1. ევროპულ საპატენტო განაცხადსა და ვალიდირებულ ევროპულ პატენტს ამ მუხლისა და ამ კანონის 75 3 და 75 4 მუხლების შესაბამისად აქვს იგივე იურიდიული ძალა და მათზე ვრცელდება იგივე სამართლებრივი პირობები, რომელიც/რომლებიც განსაზღვრულია ეროვნული საპატენტო განაცხადისა და ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად გაცემული ეროვნული პატენტისთვის. 2. ევროპული საპატენტო განაცხადი, რომელსაც მინიჭებული აქვს შეტანის თარიღი, უთანაბრდება ეროვნულ საპატენტო განაცხადს შესაბამის შემთხვევაში ევროპული საპატენტო განაცხადისთვის მოთხოვნილი პრიორიტეტით, ევროპული საპატენტო განაცხადის ექსპერტიზის შედეგის მიუხედავად. 3. საქპატენტის მიერ ევროპული საპატენტო განაცხადის გამოგონების ფორმულის ქართული თარგმანის გამოქვეყნების თარიღიდან გამოქვეყნებული ევროპული საპატენტო განაცხადით წარმოიშობა იგივე პირობითი უფლებები, რომლებიც წარმოიშობა გამოქვეყნებული ეროვნული საპატენტო განაცხადით. ევროპული საპატენტო განაცხადის გამოგონების ფორმულის ქართული თარგმანის გამოქვეყნებისთვის ევროპული პატენტის მიღების მსურველმა განმცხადებელმა საქპატენტში უნდა წარადგინოს ევროპული საპატენტო განაცხადის გამოგონების ფორმულის ქართული თარგმანი, რომლის სისწორისთვის პასუხს აგებს პატენტრწმუნებული, და უნდა გადაიხადოს გამოქვეყნებისთვის დადგენილი საფასური. 4. ევროპის საპატენტო ოფისის (EPO) მიერ ვალიდირებული ევროპული პატენტის გაცემის თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნების თარიღიდან ვალიდირებული ევროპული პატენტით წარმოიშობა იგივე განსაკუთრებული უფლებები, რომლებიც წარმოიშობა ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად გაცემული ეროვნული პატენტით. 5. ევროპული საპატენტო განაცხადი, რომლისთვისაც გადახდილია ვალიდაციის საფასური, და ვალიდირებული ევროპული პატენტი ეროვნული საპატენტო განაცხადისა და ეროვნული პატენტის მიმართ მიეკუთვნება იმავე ტექნიკის დონეს, რომელსაც მიეკუთვნება ეროვნული საპატენტო განაცხადი და ეროვნული პატენტი. 6. ეროვნული საპატენტო განაცხადი და ეროვნული პატენტი ვალიდირებული ევროპული პატენტის მიმართ მიეკუთვნება იმავე ტექნიკის დონეს, რომელსაც მიეკუთვნება ეროვნული პატენტის მიმართ. 7. თუ ვალიდაციის მოთხოვნა გამოხმობილია ან გამოხმობილად ითვლება, მიჩნეული უნდა იქნეს, რომ ევროპულ საპატენტო განაცხადზე ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლებები თავიდანვე (Ab Initio) არ წარმოშობილა. 8. თუ ევროპული პატენტი ევროპის საპატენტო ოფისმა (EPO) ბათილად ცნო მესამე პირის მიერ გასაჩივრების ან ცენტრალიზებულად გაუქმებასთან დაკავშირებული სამართალწარმოების საფუძველზე, ან თუ დაცვის ფარგლები შევიწროვდა ევროპის საპატენტო ოფისის (EPO) დაცვის ფარგლების შევიწროებასთან დაკავშირებული სამართალწარმოების საფუძველზე, მიჩნეული უნდა იქნეს, რომ ვალიდირებულ ევროპულ პატენტსა და ევროპულ საპატენტო განაცხადზე, რომელსაც ეფუძნება აღნიშნული ვალიდირებული ევროპული პატენტი, ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული უფლებები თავიდანვე (Ab Initio) არ წარმოშობილა. 9. თუ ერთი და იმავე განმცხადებლის ვალიდირებულ ევროპულ პატენტსა და ეროვნულ პატენტს აქვს ერთი და იგივე შეტანის თარიღი, ან თუ მოთხოვნილია პრიორიტეტი და ერთი და იმავე პრიორიტეტის თარიღით სარგებლობის უფლება მინიჭებული აქვს ერთსა და იმავე პირს ან მის უფლებამონაცვლეს, ეროვნულ პატენტს ძალა არა აქვს, თუ ის ეხება იმავე გამოგონებას, რომელსაც ეხება ვალიდირებული ევროპული პატენტი, იმ თარიღიდან, როდესაც გავიდა ევროპული პატენტის გასაჩივრების პერიოდი ისე, რომ არ იქნა წარდგენილი მესამე პირის საჩივარი, ან იმ თარიღიდან, როდესაც მის გასაჩივრებასთან დაკავშირებული სამართალწარმოების შედეგად მიღებულ იქნა საბოლოო გადაწყვეტილება ევროპული პატენტის ძალის შენარჩუნების შესახებ. საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2883 – ვებგვერდი, 01.06.2023წ. მუხლი 75 3 . ევროპული პატენტის ვალიდაციის პროცედურა 1. ევროპული საპატენტო განაცხადი და ამ განაცხადზე გაცემული ევროპული პატენტი შეიძლება განმცხადებლის მოთხოვნით საქართველოში იქნეს ვალიდირებული. ვალიდაციის მოთხოვნა მიჩნეული უნდა იქნეს წარდგენილად განმცხადებლის მიერ ნებისმიერი ევროპული საპატენტო განაცხადისთვის, რომელიც შეტანილია იმ თარიღით ან იმ თარიღის შემდეგ, როდესაც ძალაში შევა ვალიდაციის შეთანხმება. 2. საქპატენტმა უნდა გამოაქვეყნოს ვალიდაციის ყველა მოთხოვნა იმ დღიდან შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში, როდესაც ევროპის საპატენტო ოფისი (EPO) შეატყობინებს მას, რომ გადახდილია ვალიდაციის შესაბამისი საფასური, მაგრამ არა ევროპული საპატენტო განაცხადის შეტანის თარიღიდან 18 თვის გასვლამდე, ხოლო თუ მოთხოვნილია პრიორიტეტი − ყველაზე ადრინდელი პრიორიტეტის თარიღიდან 18 თვის გასვლამდე. 3. ვალიდაციის მოთხოვნის გამოხმობა შესაძლებელია ნებისმიერ დროს. ვალიდაციის მოთხოვნა გამოხმობილად უნდა იქნეს მიჩნეული, თუ ვალიდაციის შესაბამისი საფასური დროულად არ იქნა გადახდილი ან თუ ევროპულ საპატენტო განაცხადზე მიღებულ იქნა საბოლოო უარყოფითი გადაწყვეტილება ან ევროპული საპატენტო განაცხადი გამოხმობილ იქნა ან გამოხმობილად იქნა მიჩნეული. საქპატენტმა ვალიდაციის მოთხოვნის გამოხმობის თაობაზე ინფორმაცია უმოკლეს ვადაში უნდა გამოაქვეყნოს, თუ მან უკვე გამოაქვეყნა ვალიდაციის მოთხოვნა ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. 4. ვალიდაციის საფასური გადახდილი უნდა იქნეს ევროპის საპატენტო ოფისისთვის (EPO) იმ თარიღიდან 6 თვის განმავლობაში, როდესაც ევროპულ საპატენტო ბიულეტენში გამოქვეყნდება ინფორმაცია ევროპული ძიების ანგარიშის გამოქვეყნების თაობაზე, ან შესაბამის შემთხვევაში იმ პერიოდის განმავლობაში, რომელიც გათვალისწინებულია იმ საერთაშორისო განაცხადის ევროპულ ფაზაში შესასვლელად მოთხოვნილი ქმედებების განხორციელებისთვის, რომლისთვისაც ევროპის საპატენტო ოფისი (EPO) არის „აღნიშნული უწყება“ ან „არჩეული უწყება“, რომელსაც მინიჭებული აქვს შეტანის საერთაშორისო თარიღი და რომელშიც მითითებულია საქართველო. ვალიდაციის საფასურის გადახდაზე ვრცელდება ევროპის საპატენტო ოფისის (EPO) საფასურებთან დაკავშირებული წესები. ამ კანონით დადგენილი წესით გადახდილი ვალიდაციის საფასური არ ბრუნდება. 5. ვალიდაციის საფასური შეიძლება გადახდილ იქნეს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი პერიოდის ამოწურვის შემდეგ, დამატებითი, 2-თვიანი პერიოდის განმავლობაში, იმ პირობით, რომ ამ დამატებითი პერიოდის განმავლობაში ვალიდაციის საფასურზე გადაიხდება 50-პროცენტიანი დანამატი. 6. ევროპის საპატენტო ოფისის (EPO) მიერ ევროპული პატენტის გაცემის თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნების თარიღიდან 3 თვის განმავლობაში პატენტის მფლობელმა საქპატენტში უნდა წარადგინოს ევროპული პატენტის აღწერილობის (გამოგონების აღწერილობა, გამოგონების ფორმულა, ნახაზები, რეფერატი) ქართული თარგმანი, რომლის სისწორისთვის პასუხს აგებს პატენტრწმუნებული, და უნდა გადაიხადოს საქართველოში გამოქვეყნებისთვის დადგენილი საფასური. 7. თუ ევროპის საპატენტო ოფისისთვის (EPO) მესამე პირის საჩივრის წარდგენის ან ევროპული პატენტის შეზღუდვის მოთხოვნის შედეგად ევროპული პატენტი ძალაში დარჩება შეცვლილი სახით, იმ თარიღიდან 3 თვის განმავლობაში, როდესაც გამოქვეყნდა ინფორმაცია ევროპული პატენტის შეცვლილი სახით ძალაში დატოვების შესახებ ან მისი შეზღუდვის თაობაზე გადაწყვეტილების შესახებ, პატენტის მფლობელმა საქპატენტში უნდა წარადგინოს შეცვლილი ან შეზღუდული ევროპული პატენტის აღწერილობის (გამოგონების აღწერილობა, გამოგონების ფორმულა, ნახაზები, რეფერატი) ქართული თარგმანი, რომლის სისწორისთვის პასუხს აგებს პატენტრწმუნებული, და უნდა გადაიხადოს გამოქვეყნებისთვის დადგენილი საფასური. 8. თუ გამოგონების ფორმულის ტექსტი შეიცავს მითითებას ნახაზების პოზიციებზე, ასეთი ნახაზები უნდა დაერთოს ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ თარგმანს. 9. საქპატენტი ინსტრუქციით დადგენილი წესით ამოწმებს ვალიდირებული ევროპული პატენტის გამოგონების ფორმულის ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული თარგმანის ავთენტურ ტექსტთან შესაბამისობას და არსებითი ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში მოსთხოვს პატენტის მფლობელს შესწორებული თარგმანის პატენტრწმუნებულის მეშვეობით წარდგენას. 10. თუ ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები შესრულებულია, საქპატენტმა უმოკლეს ვადაში უნდა გამოაქვეყნოს ამ მუხლის მე-6 ან მე-7 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით წარდგენილი თარგმანი. 11. თუ შესაბამის ვადაში არ არის წარდგენილი ამ მუხლის მე-6, მე-7 ან მე-9 პუნქტით გათვალისწინებული თარგმანი ან არ არის გადახდილი გამოქვეყნებისთვის დადგენილი საფასური, ევროპული პატენტი თავიდანვე (Ab Initio) ბათილად იქნება მიჩნეული. აღნიშნული თარგმანი შეიძლება წარდგენილ იქნეს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით, ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი პერიოდის ამოწურვის შემდეგ, დამატებითი 3-თვიანი პერიოდის განმავლობაში, იმ პირობით, რომ ამ დამატებითი პერიოდის განმავლობაში გამოქვეყნებისთვის დადგენილ საფასურზე გადაიხდება 100-პროცენტიანი დანამატი. 12. ვალიდირებული ევროპული პატენტის ძალის შენარჩუნებისთვის წლიური საფასური გადახდილი უნდა იქნეს ამ კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად. 13. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელების წესი განისაზღვრება ინსტრუქციით. 14. ევროპულ საპატენტო განაცხადზე არ ვრცელდება ამ კანონით დადგენილი პატენტის გაცემის პროცედურა. საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2883 – ვებგვერდი, 01.06.2023წ. მუხლი 75 4 . ევროპული საპატენტო განაცხადის ან ევროპული პატენტის ავთენტური ტექსტი 1. საქპატენტის მიერ გამოქვეყნებულ ევროპული საპატენტო განაცხადის გამოგონების ფორმულის ან ვალიდირებული ევროპული პატენტის აღწერილობის ქართულ თარგმანს საქართველოს ტერიტორიაზე მესამე პირისთვის სავალდებულო იურიდიული ძალა აქვს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის მიუხედავად, პატენტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებული სამართალწარმოების პროცესში ევროპული პატენტის ავთენტური ტექსტის ქართულ თარგმანში უზუსტობის გამოვლენის შემთხვევაში იურიდიული ძალის მქონედ მიჩნეული იქნება მხოლოდ ევროპული პატენტის ავთენტური ტექსტის შესაბამისი ქართული თარგმანი. 3. ევროპული პატენტის მიღების მსურველ განმცხადებელს ან ვალიდირებული ევროპული პატენტის მფლობელს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს წარადგინოს შესწორებული თარგმანი პატენტრწმუნებულის მეშვეობით. გამოქვეყნებული ევროპული საპატენტო განაცხადის გამოგონების ფორმულის შესწორებულ თარგმანს, ვალიდირებული ევროპული პატენტის აღწერილობის შესწორებულ თარგმანს იურიდიული ძალა არა აქვს, ვიდრე მას არ გამოაქვეყნებს საქპატენტი ინსტრუქციით დადგენილი წესით და არ იქნება გადახდილი გამოქვეყნებისთვის დადგენილი საფასური. 4. ნებისმიერ პირს, რომელიც კეთილსინდისიერად იყენებს გამოგონებას ან რომელმაც განახორციელა ქმედითი და მნიშვნელოვანი მოსამზადებელი საქმიანობა გამოგონების გამოყენებისთვის, რომლის გამოყენებაც თარგმანის პირვანდელ ვარიანტში განაცხადზე ან პატენტზე უფლების დარღვევად არ იყო მიჩნეული, შესწორებული თარგმანის ძალაში შესვლის შემდეგ შეუძლია საფასურის გადახდის გარეშე გააგრძელოს გამოგონების თავის საქმიანობაში ან მისი საჭიროებებისთვის გამოყენება. საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2883 – ვებგვერდი, 01.06.2023წ. თავი XIII. გარდამავალი დებულებანი
Specialists in this area
These lawyers work in the legal area related to this article.
4.ევროპის საპატენტო ოფისის (EPO) მიერ ვალიდირებული ევროპული პატენტის გაცემის თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნების თარიღიდან ვალიდირებული ევროპული პატენტით წარმოიშობა იგივე განსაკუთრებული უფლებები, რომლებიც წარმოიშობა ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად გაცემული ეროვნული პატენტით.
5.ევროპული საპატენტო განაცხადი, რომლისთვისაც გადახდილია ვალიდაციის საფასური, და ვალიდირებული ევროპული პატენტი ეროვნული საპატენტო განაცხადისა და ეროვნული პატენტის მიმართ მიეკუთვნება იმავე ტექნიკის დონეს, რომელსაც მიეკუთვნება ეროვნული საპატენტო განაცხადი და ეროვნული პატენტი.
6.ეროვნული საპატენტო განაცხადი და ეროვნული პატენტი ვალიდირებული ევროპული პატენტის მიმართ მიეკუთვნება იმავე ტექნიკის დონეს, რომელსაც მიეკუთვნება ეროვნული პატენტის მიმართ.
7.თუ ვალიდაციის მოთხოვნა გამოხმობილია ან გამოხმობილად ითვლება, მიჩნეული უნდა იქნეს, რომ ევროპულ საპატენტო განაცხადზე ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლებები თავიდანვე (Ab Initio) არ წარმოშობილა.
8.თუ ევროპული პატენტი ევროპის საპატენტო ოფისმა (EPO) ბათილად ცნო მესამე პირის მიერ გასაჩივრების ან ცენტრალიზებულად გაუქმებასთან დაკავშირებული სამართალწარმოების საფუძველზე, ან თუ დაცვის ფარგლები შევიწროვდა ევროპის საპატენტო ოფისის (EPO) დაცვის ფარგლების შევიწროებასთან დაკავშირებული სამართალწარმოების საფუძველზე, მიჩნეული უნდა იქნეს, რომ ვალიდირებულ ევროპულ პატენტსა და ევროპულ საპატენტო განაცხადზე, რომელსაც ეფუძნება აღნიშნული ვალიდირებული ევროპული პატენტი, ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული უფლებები თავიდანვე (Ab Initio) არ წარმოშობილა.
9.თუ ერთი და იმავე განმცხადებლის ვალიდირებულ ევროპულ პატენტსა და ეროვნულ პატენტს აქვს ერთი და იგივე შეტანის თარიღი, ან თუ მოთხოვნილია პრიორიტეტი და ერთი და იმავე პრიორიტეტის თარიღით სარგებლობის უფლება მინიჭებული აქვს ერთსა და იმავე პირს ან მის უფლებამონაცვლეს, ეროვნულ პატენტს ძალა არა აქვს, თუ ის ეხება იმავე გამოგონებას, რომელსაც ეხება ვალიდირებული ევროპული პატენტი, იმ თარიღიდან, როდესაც გავიდა ევროპული პატენტის გასაჩივრების პერიოდი ისე, რომ არ იქნა წარდგენილი მესამე პირის საჩივარი, ან იმ თარიღიდან, როდესაც მის გასაჩივრებასთან დაკავშირებული სამართალწარმოების შედეგად მიღებულ იქნა საბოლოო გადაწყვეტილება ევროპული პატენტის ძალის შენარჩუნების შესახებ. საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2883 – ვებგვერდი, 01.06.2023წ. მუხლი 75 3 . ევროპული პატენტის ვალიდაციის პროცედურა 1. ევროპული საპატენტო განაცხადი და ამ განაცხადზე გაცემული ევროპული პატენტი შეიძლება განმცხადებლის მოთხოვნით საქართველოში იქნეს ვალიდირებული. ვალიდაციის მოთხოვნა მიჩნეული უნდა იქნეს წარდგენილად განმცხადებლის მიერ ნებისმიერი ევროპული საპატენტო განაცხადისთვის, რომელიც შეტანილია იმ თარიღით ან იმ თარიღის შემდეგ, როდესაც ძალაში შევა ვალიდაციის შეთანხმება.
2.საქპატენტმა უნდა გამოაქვეყნოს ვალიდაციის ყველა მოთხოვნა იმ დღიდან შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში, როდესაც ევროპის საპატენტო ოფისი (EPO) შეატყობინებს მას, რომ გადახდილია ვალიდაციის შესაბამისი საფასური, მაგრამ არა ევროპული საპატენტო განაცხადის შეტანის თარიღიდან 18 თვის გასვლამდე, ხოლო თუ მოთხოვნილია პრიორიტეტი − ყველაზე ადრინდელი პრიორიტეტის თარიღიდან 18 თვის გასვლამდე.
3.ვალიდაციის მოთხოვნის გამოხმობა შესაძლებელია ნებისმიერ დროს. ვალიდაციის მოთხოვნა გამოხმობილად უნდა იქნეს მიჩნეული, თუ ვალიდაციის შესაბამისი საფასური დროულად არ იქნა გადახდილი ან თუ ევროპულ საპატენტო განაცხადზე მიღებულ იქნა საბოლოო უარყოფითი გადაწყვეტილება ან ევროპული საპატენტო განაცხადი გამოხმობილ იქნა ან გამოხმობილად იქნა მიჩნეული. საქპატენტმა ვალიდაციის მოთხოვნის გამოხმობის თაობაზე ინფორმაცია უმოკლეს ვადაში უნდა გამოაქვეყნოს, თუ მან უკვე გამოაქვეყნა ვალიდაციის მოთხოვნა ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
4.ვალიდაციის საფასური გადახდილი უნდა იქნეს ევროპის საპატენტო ოფისისთვის (EPO) იმ თარიღიდან 6 თვის განმავლობაში, როდესაც ევროპულ საპატენტო ბიულეტენში გამოქვეყნდება ინფორმაცია ევროპული ძიების ანგარიშის გამოქვეყნების თაობაზე, ან შესაბამის შემთხვევაში იმ პერიოდის განმავლობაში, რომელიც გათვალისწინებულია იმ საერთაშორისო განაცხადის ევროპულ ფაზაში შესასვლელად მოთხოვნილი ქმედებების განხორციელებისთვის, რომლისთვისაც ევროპის საპატენტო ოფისი (EPO) არის „აღნიშნული უწყება“ ან „არჩეული უწყება“, რომელსაც მინიჭებული აქვს შეტანის საერთაშორისო თარიღი და რომელშიც მითითებულია საქართველო. ვალიდაციის საფასურის გადახდაზე ვრცელდება ევროპის საპატენტო ოფისის (EPO) საფასურებთან დაკავშირებული წესები. ამ კანონით დადგენილი წესით გადახდილი ვალიდაციის საფასური არ ბრუნდება.
5.ვალიდაციის საფასური შეიძლება გადახდილ იქნეს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი პერიოდის ამოწურვის შემდეგ, დამატებითი, 2-თვიანი პერიოდის განმავლობაში, იმ პირობით, რომ ამ დამატებითი პერიოდის განმავლობაში ვალიდაციის საფასურზე გადაიხდება 50-პროცენტიანი დანამატი.
6.ევროპის საპატენტო ოფისის (EPO) მიერ ევროპული პატენტის გაცემის თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნების თარიღიდან 3 თვის განმავლობაში პატენტის მფლობელმა საქპატენტში უნდა წარადგინოს ევროპული პატენტის აღწერილობის (გამოგონების აღწერილობა, გამოგონების ფორმულა, ნახაზები, რეფერატი) ქართული თარგმანი, რომლის სისწორისთვის პასუხს აგებს პატენტრწმუნებული, და უნდა გადაიხადოს საქართველოში გამოქვეყნებისთვის დადგენილი საფასური.
7.თუ ევროპის საპატენტო ოფისისთვის (EPO) მესამე პირის საჩივრის წარდგენის ან ევროპული პატენტის შეზღუდვის მოთხოვნის შედეგად ევროპული პატენტი ძალაში დარჩება შეცვლილი სახით, იმ თარიღიდან 3 თვის განმავლობაში, როდესაც გამოქვეყნდა ინფორმაცია ევროპული პატენტის შეცვლილი სახით ძალაში დატოვების შესახებ ან მისი შეზღუდვის თაობაზე გადაწყვეტილების შესახებ, პატენტის მფლობელმა საქპატენტში უნდა წარადგინოს შეცვლილი ან შეზღუდული ევროპული პატენტის აღწერილობის (გამოგონების აღწერილობა, გამოგონების ფორმულა, ნახაზები, რეფერატი) ქართული თარგმანი, რომლის სისწორისთვის პასუხს აგებს პატენტრწმუნებული, და უნდა გადაიხადოს გამოქვეყნებისთვის დადგენილი საფასური.
8.თუ გამოგონების ფორმულის ტექსტი შეიცავს მითითებას ნახაზების პოზიციებზე, ასეთი ნახაზები უნდა დაერთოს ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ თარგმანს.
9.საქპატენტი ინსტრუქციით დადგენილი წესით ამოწმებს ვალიდირებული ევროპული პატენტის გამოგონების ფორმულის ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული თარგმანის ავთენტურ ტექსტთან შესაბამისობას და არსებითი ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში მოსთხოვს პატენტის მფლობელს შესწორებული თარგმანის პატენტრწმუნებულის მეშვეობით წარდგენას.
10.თუ ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები შესრულებულია, საქპატენტმა უმოკლეს ვადაში უნდა გამოაქვეყნოს ამ მუხლის მე-6 ან მე-7 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით წარდგენილი თარგმანი.
11.თუ შესაბამის ვადაში არ არის წარდგენილი ამ მუხლის მე-6, მე-7 ან მე-9 პუნქტით გათვალისწინებული თარგმანი ან არ არის გადახდილი გამოქვეყნებისთვის დადგენილი საფასური, ევროპული პატენტი თავიდანვე (Ab Initio) ბათილად იქნება მიჩნეული. აღნიშნული თარგმანი შეიძლება წარდგენილ იქნეს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით, ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი პერიოდის ამოწურვის შემდეგ, დამატებითი 3-თვიანი პერიოდის განმავლობაში, იმ პირობით, რომ ამ დამატებითი პერიოდის განმავლობაში გამოქვეყნებისთვის დადგენილ საფასურზე გადაიხდება 100-პროცენტიანი დანამატი.
12.ვალიდირებული ევროპული პატენტის ძალის შენარჩუნებისთვის წლიური საფასური გადახდილი უნდა იქნეს ამ კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად.
13.ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელების წესი განისაზღვრება ინსტრუქციით.
14.ევროპულ საპატენტო განაცხადზე არ ვრცელდება ამ კანონით დადგენილი პატენტის გაცემის პროცედურა. საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2883 – ვებგვერდი, 01.06.2023წ. მუხლი 75 4 . ევროპული საპატენტო განაცხადის ან ევროპული პატენტის ავთენტური ტექსტი 1. საქპატენტის მიერ გამოქვეყნებულ ევროპული საპატენტო განაცხადის გამოგონების ფორმულის ან ვალიდირებული ევროპული პატენტის აღწერილობის ქართულ თარგმანს საქართველოს ტერიტორიაზე მესამე პირისთვის სავალდებულო იურიდიული ძალა აქვს.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის მიუხედავად, პატენტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებული სამართალწარმოების პროცესში ევროპული პატენტის ავთენტური ტექსტის ქართულ თარგმანში უზუსტობის გამოვლენის შემთხვევაში იურიდიული ძალის მქონედ მიჩნეული იქნება მხოლოდ ევროპული პატენტის ავთენტური ტექსტის შესაბამისი ქართული თარგმანი.
3.ევროპული პატენტის მიღების მსურველ განმცხადებელს ან ვალიდირებული ევროპული პატენტის მფლობელს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს წარადგინოს შესწორებული თარგმანი პატენტრწმუნებულის მეშვეობით. გამოქვეყნებული ევროპული საპატენტო განაცხადის გამოგონების ფორმულის შესწორებულ თარგმანს, ვალიდირებული ევროპული პატენტის აღწერილობის შესწორებულ თარგმანს იურიდიული ძალა არა აქვს, ვიდრე მას არ გამოაქვეყნებს საქპატენტი ინსტრუქციით დადგენილი წესით და არ იქნება გადახდილი გამოქვეყნებისთვის დადგენილი საფასური.
4.ნებისმიერ პირს, რომელიც კეთილსინდისიერად იყენებს გამოგონებას ან რომელმაც განახორციელა ქმედითი და მნიშვნელოვანი მოსამზადებელი საქმიანობა გამოგონების გამოყენებისთვის, რომლის გამოყენებაც თარგმანის პირვანდელ ვარიანტში განაცხადზე ან პატენტზე უფლების დარღვევად არ იყო მიჩნეული, შესწორებული თარგმანის ძალაში შესვლის შემდეგ შეუძლია საფასურის გადახდის გარეშე გააგრძელოს გამოგონების თავის საქმიანობაში ან მისი საჭიროებებისთვის გამოყენება. საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2883 – ვებგვერდი, 01.06.2023წ. თავი XIII. გარდამავალი დებულებანი