Article 38^8. სასერტიფიკაციო ნიშანზე უფლებების დაცვა
Consolidation №12 Verified against the current consolidation · 12 Dec 2024
Topics:IP Strategy
1. სასერტიფიკაციო ნიშანზე უფლებების დარღვევისას სარჩელის აღძვრის უფლება აქვს სასერტიფიკაციო ნიშნის მფლობელს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს.
2. სასერტიფიკაციო ნიშნის მფლობელს უფლება აქვს, სასერტიფიკაციო ნიშნის გამოყენების უფლების მქონე პირების სახელით მოითხოვოს სასერტიფიკაციო ნიშნის უნებართვო გამოყენებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4048 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
სასაქონლო ნიშნების შესახებ
