Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებმუხლი 26²

საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

მუხლი 26². ტერმინთა განმარტება

რედაქცია №21 კონსოლიდირებული · 2 ივლ. 2025
თემები:ტრანსსასაზღვრო ხელშეკრულებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სახეობის ნიმუში: ა.ა) ცოცხალი ან არაცოცხალი ცხოველი ან მცენარე, რომელიც შეტანილია კონვენციის დანართებში; ა.ბ) კონვენციის I ან II დანართში შეტანილი ცხოველისთვის − ცხოველის ადვილად გამოსაცნობი ნაწილი, მისგან დამზადებული ნაკეთობა ან/და პროდუქტი, ხოლო კონვენციის III დანართში შეტანილი ცხოველისთვის − ცხოველის ადვილად გამოსაცნობი ნაწილი, მისგან დამზადებული ნაკეთობა ან/და პროდუქტი, რომელიც მითითებულია კონვენციის III დანართში ცხოველის ამ სახეობასთან დაკავშირებით; ა.გ) კონვენციის I დანართში შეტანილი მცენარისთვის − მცენარის ადვილად გამოსაცნობი ნაწილი, მისგან დამზადებული ნაკეთობა ან/და პროდუქტი, ხოლო კონვენციის II ან III დანართში შეტანილი მცენარისთვის − მცენარის ადვილად გამოსაცნობი ნაწილი, მისგან დამზადებული ნაკეთობა ან/და პროდუქტი, რომელიც მითითებულია კონვენციის II ან III დანართში მცენარის ამ სახეობასთან დაკავშირებით; ბ) საერთაშორისო ვაჭრობა − კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის ნიმუშის ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი, ზღვიდან ინტროდუქცია; გ) ზღვიდან ინტროდუქცია − იმ სახეობის ნიმუშის სახელმწიფოში შეტანა, რომელიც მოპოვებულია ზღვის გარემოში და არ იმყოფება არცერთი სახელმწიფოს იურისდიქციის ქვეშ; დ) ხელოვნურად მოშენებული მცენარე − კონვენციის დანართებში შეტანილი მცენარე, რომელიც მოშენებულია ამ მცენარის მოსაშენებლად სპეციალურად მართულ ტერიტორიაზე კულტივირებული სანაშენე თაობისგან მიღებული გასამრავლებელი მასალისგან; ე) ტყვეობაში გამრავლებული ცხოველი − კონვენციის დანართებში შეტანილი ცხოველის მოსაშენებლად სპეციალურად მართულ გარემოში სანაშენე თაობისგან მიღებული ცხოველი; ვ) CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატი − დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება კონვენციის III დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის წარმოშობის ქვეყანა; ზ) იმპორტი − კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის ნიმუშის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დროებითი ან მუდმივი შემოტანა; თ) ექსპორტი − კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის ნიმუშის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან დროებითი ან მუდმივი გატანა, გარდა რეექსპორტისა; ი) რეექსპორტი − საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის ნიმუშის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა; კ) ტრანზიტი − კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის ნიმუშის იმ ქვეყნის გავლით გადატანა, რომელიც არ არის არც წარმოშობის ქვეყანა და არც დანიშნულების ქვეყანა; ლ) დერივატი − ცხოველის ან მცენარის დამუშავებული ნაწილი; მ) სახეობა − სახეობა, ქვესახეობა ან გეოგრაფიულად განცალკევებული პოპულაცია; ნ) ნაწილი − ცხოველის ან მცენარის დაუმუშავებელი ან მარტივად დამუშავებული ნაწილი; ო) რეტროსპექტულად გაცემული ნებართვა − „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის გარეშე განხორციელებულ ქმედებაზე სათანადო ნებართვის გაცემა კონვენციის ნებართვებისა და სერტიფიკატების შესახებ №12.3 რეზოლუციის შესაბამისად. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4028 – ვებგვერდი, 31.12.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №15 · ძალაშია 1 იან. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 26 ივლ. 2006 – 1 იან. 2019 მუხლი კანონში არ იყო

  2. … – 26 ივლ. 2006 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 26¹⁹შემდეგი მუხლი 26²⁰

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საერთაშორისო ნასყიდობის ხელშეკრულება (CISG)სერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2 ივლ. 2025 · №21

  • 2 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 24ლიცენზიებისა და ნე… 24

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

  • 26⁴კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშით საერთაშორისო ვაჭრობა
  • 26⁷კონვენციის III დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშით საერთაშორისო ვაჭრობა
  • 26⁵კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშით საერთაშორისო ვაჭრობა

ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ

  • 2

სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ

  • 4ტერმინთა განმარტება

დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

  • 1¹ტერმინთა განმარტება

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 3ტერმინთა განმარტება

სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

  • 2ტერმინთა განმარტება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 363²⁵ამ თავში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2426⁴26⁷26⁵24363²⁵1¹224323226²
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს „წითელი ნუ…ლიცენზიებისა და ნებართ…ცხოველთა და მცენარეთა …სავალდებულო სერტიფიცირ…დნმ-ის მონაცემთა ბაზის…ცოცხალი გენმოდიფიცირებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 2 ივლ. 2025 · რედაქცია №21 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026