„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით
Article 4. ზედამხედველობა
საზედამხედველო ორგანოები არიან: ა) საქართველოს ეროვნული ბანკი – კომერციული ბანკებისათვის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისათვის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისათვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისათვის, საბროკერო კომპანიებისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებისათვის; ა 1 ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური – სადაზღვევო კომპანიებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლებისათვის ; ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო – ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორისათვის; ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და მათ ნაწარმთან და ანტიკვარულ ნივთებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი პირებისათვის; შემოსავლების სამსახურისათვის; სალიზინგო კომპანიებისათვის; გრანტებისა და საქველმოქმედო დახმარებების გამცემი პირებისათვის; გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო – ნოტარიუსებისათვის; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის; დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური − იმ პირებისათვის, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეწევიან საბუღალტრო ან/და აუდიტორულ საქმიანობას; ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია − ადვოკატებისათვის. საქართველოს 2004 წლის 25 თებერვლის კანონი №3422 - სსმ I, №7, 16.03.2004 წ., მუხ.36 საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4518 - სსმ I, №9, 31.03.2007 წ., მუხ.83 საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5163 - სსმ I, №27, 17.07.2007 წ., მუხ.269 საქართველოს 2008 წლის 19 მარტის კანონი №5952 - სსმ I, №8, 28.03.2008 წ., მუხ.55 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1681 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.164 საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 -სსმ I, №66.03.12.2010წ.,მუხ.414 საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5580- ვებგვერდი, 28.12.2011 წ. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6322 – ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6548 – ვებგვერდი, 04.07.2012წ. საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი № 357 – ვებგვერდი, 04.04.2013წ. საქართველოს 2013 წლის 27 ნოემბრის კანონი №1 638 - ვებგვერდი, 10 .1 2 .2013წ. საქართველოს 2014 წლის 24 დეკემბრის კანონი №2965 – ვებგვერდი, 31.12.2014წ. საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4200 - ვებგვერდი, 10.09. 2015 წ. საქართველოს 2016 წლის 8 ივნისის კანონი № 5389 - ვებგვერდი, 24.06.2016წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №449 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1909 - ვებგვერდი, 11.01.2018წ.
